ნეტგაზეთი • RU

კონცერტი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

 

დღეს ბათუმში უკრაინელმა გიტარისტმა ენვერ იზმაილოვმა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. 

 

კონცერტის ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია „ევროპა დონა ჯორჯია“  იყო,  რომელიც ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს ეხმარება.

 

კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

 

კონცერტის ორგანიზატორი ორგანიზაციის მიზანი მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა. იმისათვის რომ ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

 

 

ენვერ იზმაილოვი

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"