სიახლეები

უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაიშალა

09.03.2015 • 1793
უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაიშალა

 

 უმაღლეს საბჭოს დღეს კენჭი უნდა ეყარა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურისთვის. ჯემალ ფუტკარაძე გასულ კვირას ქართული ოცნების ფრაქციიდან იმის გამო გარიცხეს, რომ მან საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ამ თანამდებობაზე. ჯემალ ფუტკარაძეს, როგორც თავად ამბობს, ამის თაობაზე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. დეპუტატის თქმით, მან პრემიერს განუცხადა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კადრებს ნიშნავდნენ ცენტრიდან მითითებით.

 

სხდომის ჩატარების ინიციატორი – „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის ჩანიშვნას 6 მარტისთვის ითხოვდა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა – შესაბამისად, სხდომა დღეისთვის, ანუ 9 მარტისთვის ჩანიშნა.

 

იქედან გამომდინარე, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები უკრაინაში იმყოფებიან, მათ ამ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი