სიახლეები

რექტორობის კანდიდატი: მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს უნივერსიტეტში ვმოღვაწეობ

09.03.2015
რექტორობის კანდიდატი: მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს უნივერსიტეტში ვმოღვაწეობ

 

„ამ უნივერსიტეტში მე ვიღვაწე ზუსტად 33 წელი, 1976 წელს გავხდი სტუდენტი, 1981 წელს უკვე ვიყავი უნვერსიტეტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წლების განმავლობაში გავიარე გზა ასისტენტიდან პროფესორის აკადემიური თანამდებობის ჩათვლით, მაგრამ მოხდა ისე, რომ 2009 წლის კონკურსში მე დავტოვე უნივერსიტეტი წმინდა აპოლიტიკური ნიშნით. მე ვიყავი ეროვნული ფორუმის აჭარის ოგანიზაციის ხელმძღვანელი და ლიდერი, ეს იყო იმის მიზეზი, რომ უნივერსიტეტი დამატოვებინეს.

 

ექვსი თვე ვიყავი უმუშევარი და მერე სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით უკვე მეხუთე წელია რაც ვმოღვაწეობ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში სრულ პროფესორად. ეს შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ არ იფიქროთ, რომ მე რექტორობის სურვილმა რაღაც ამბიციები შემიქმნა, გარკვეულწილად ეს იქნება სამართლიანობის აღდეგენის პროცესის დასაწყისი, მე ასე მიმაჩნია.

 

ასეთი უგულისყურო დამოკიდებულება მარტო ჩემს მიმართ არ მომხდარა, ჩემს გვერდით ძალიან ბევრი კადრი გაუშვეს აქედან, რომლებიც დღესაც უმუშევრები არიან. ამიტომ, დამთავრდეს უნდა კოჰაბიტაცია, დამთავრდეს უნდა მაფიოზური და კლანური მოღვაწეობა უნივერსიტეტში და დაიწყოს ათვლის ახალი წერტილი. წესიერი, ნიჭიერი, საქმის მცოდნე, კვალიფიციური კადრები უნდა მოღვაწეობდნენ უნივერსიტეტში“  – განაცხადა ბესიკ ბერიძემ.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.