სიახლეები

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი ბათუმში ვიზიტით

08.03.2015 • 1279
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი ბათუმში ვიზიტით

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის თქმით, კონსულტაციების მხრივ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან, დღეს კი უკრაინაში დასაწყები საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს: 

 

“ქალბატონი ანა ადრე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ახლა ის, როგორც სახელმწიფო მინისტრი არის პასუხისმგებელი, რომ კოორდინაცია გაუწიოს რეფორმებსა და მთავრობის სტრუქტურებს, ამიტომ დაინტერესდა იმ რეფორმებით, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ტარდება, ასევე სურთ გაიზიარონ ჩვენი ძველი გამოცდილება” – ამბობს გიორგი პაპუაშვილი.

 

მისივე თქმით, დელეგაციის მიზანია გაიზიარონ საქართველოს მრავალწლიანი გამოცდილება და მიიღონ კონსულტაციები თუ, როგორ მოარგონ ეს რეფორმები უკრაინულ რეალობას: “ისინი სწორედ ახლა იწყებენ უკრაინაში საჯარო სისტემის რეფორმას, ეს შეეხება სტრუქტურულ რეორგანიზაციას, ასევე შეიძლება შეეხოს ოპტიმიზაციას, ამიტომ საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რადგან თანხების გამოთავისფლება, კადრების შემცირება და ა.შ. ყოველთვის არის დაკავშირებული პოლიტიკურ რისკებთან, სამართლებრივ პრობლემებთან” – თქვა მან.

 

 

ონიშენკოს თქმით, უკრაინულ დელეგაციას, გუშინ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა და ომით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გზებზე ისაუბრას: “გუშინ მე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, განვიხილეთ ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის – ურთიერთობა და დახმარება უკრაინელ დაზარალებულებისთვის. ჩვენ უკვე მილიონზე მეტი დევნილი გვყავს, მათ შორის ბევრი ბავშვია. შეიძლება დახმარება ამ ბავშების რეაბილიტაცია იყოს, ვისაუბრეთ თუ რა სახით დავეხმაროთ მათ, აღმოვუჩინოთ ბავშებს ფსიქოლოგიური დახმარება, ან ჩამოვიყვანოთ აქ დასასვენებლად. ეს ძალიან მნიშვნელობანია ჩვენთვის და თუ ქვეყანას უნდა და შეუძლია დახმარება, ეს ძალიან დიდი შვებაა ჩევნთვის” – თქვა მან. 

 

ონიშნეკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ დიდი ყურადღება დაუთმეს ელექტრონული მმართველობის შესახებ კონსულტაციას, რომლის დანერგვასაც სულ მალე უკრაინაში გეგმავენ – “არის ისეთი მომენტები, რაც დიდი ხანია სავსებით ნორმალურია თქვენთვის, მაგრამ ჩვენ ახლა ვიწყებთ მათ განხორციელებას” – თქვა მან.

გადაბეჭდვის წესი