„ბათუმის კორპუსი“ შესყიდვების ეროვნული სააგენტოსგან 203 ათას 23 ლარის ფარგლებში გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, ამ თანხით ქ. ბათუმში 2015 წლის 25-26 აგვისტოს წვიმის შედეგად მოქალაქეთა დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და სახურავები შეკეთდება. სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართებზე: ა. კალანდაძის 102, მ. შარაშიძის ქ.№44, თოდოგაურის ქ. №29, ყადირ შერვაშიძის ქ. №50, ბათუმგორის ქ. №8, ხულოს ქ. №8 და მარკოზ აჭარელის მე-3 შესახვევი №6.
გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობა „ბათუმის კორპუსს“ აჭარის მთავრობამ 30 ოქტომბრის განკარგულებით მისცა, თუმცა პირველი ნოემბრიდან ამოქმედებული შესაბამისი კანონით, „ბათუმის კორპუსი“ ვალდებულია გამარტივებული შესყიდვა შესყიდვების სააგენტოსთან შეათანხმოს; ამასთან, ასეთი შესყიდვის აუცილებლობა საჯაროდ დაასაბუთოს.
ობიექტების ჩამონათვალი, თითოეული მათგანის შესაკეთებლად საჭირო სავარაუდო ფასების მითითებით:
ა. კალანდაძის 102 – 21664,74 ლარი;
მ. შარაშიძის ქ.№44 -35820,76 ლარი;
თოდოგაურის ქ. №29 -28767,42 ლარი;
ყადირ შერვაშიძის ქ. №50 -32640,01 ლარი;
ბათუმგორის ქ. №8 -46214,30 ლარი;
ხულოს ქ. №8 -20394,25 ლარი;
მარკოზ აჭარელის მე-3 შესახვევი №6-17520,33 ლარი.