აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს აჭარის რეგიონში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დასაფინანსებლად. ერთ კინომწარმოებელზე გაიცემა, არაუმეტეს – 80 000 ლარი.
საკონკურსო ფონდი სულ შეადგენს 160 000 ლარს. განაცხადების მიღების ვადები განისაზღვარა 2 ნოემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
გამარჯვებული პროექტების პროგრამის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები, უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, ხოლო შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა სამინისტროში უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2015 წლის 20 დეკემბრისა.