სიახლეები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის კომენტარი არჩილ ხაბაძის განცხადებაზე

02.11.2015
უმაღლესი საბჭოს დეპუტატის კომენტარი არჩილ ხაბაძის განცხადებაზე

 

 

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკვე გადავიდა გამომძიებლის, პროკურორის და ზოგადად, ძალოვნის რანგში როგორც ჩანს, თავისი თავი ვეღარ დაინახა აჭარის მთავრობაში და უკვე დაიწყო დაჭერების, გამოძიებებისა და ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური ნიშნით პასუხისმგებლობის დასმა.

 

როცა ლევან ვარშალომიძე საუბრობდა შეჩერებულ და დასასრულებელ პროექტებზე აჭარაში, მან ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრა თუ რას გააკეთებდა  და როდის დასრულდებოდა ის პროექტები, რომლებიც იყო მნიშვნელოვანი, ისაუბრა მხოლოდ იმაზე, როგორ არის გამოძიება დაწყებული და როგორ დაისჯება ყველა, მათ შორის ლევან ვარშალომიძეც.

 

ის არღვევს უდანაშაულობის პრეზუმციას და ერევა საგამოძიებო ორგანოების მუშაობაში, ფაქტობრივად, ერთგვარ დავალებას აძლევს მათ და იმ ფონზე, როცა ახლოვდება არჩევნები. სამი წლის განმავლობაში შეეძლოთ გამოეძიათ რაც მათ აინტერესებდათ, მაგრამ ახლა, როცა მიგითითებენ უსაქმურობაზე და გეტყვიან, რომ არაფერი გაგიკეთებია რეგიონისთვის, ამას დაუპირისპირო დავა, სასამართლო, პროკურატურა და დააანონსო დაჭერები, ეს არის არასწორი,“- განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.

 

აღნიშნული განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის  30 ოქტომბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, სადაც ის  მის მიერ მთავრობის გადაბარების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და  სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე  საუბრობს.  

 

 „რა გაკეთდა ამ სამი წლის განმავლობაში – მინდა გითხრათ, რომ ახალ ხელისუფლებას, არანაირ პროექტზე და სიახლეზე რომ არ ეფიქრა და მხოლოდ იმისთვის მიეხედათ რაც მე მათ, 2012 წლის 30 ოქტომბერს გადავეცი სამუშაო ოთახთან ერთად, დღეს აჭარას ექნებოდა ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ,“- წერს ის ფეისბუკზე. 

 

ლევან ვარშალომიძის ფეისბუკპოსტის საპასუხოდ კომენტარი გააკეთა არჩილ ხაბაძემ, სადაც ის წინა ხელისუფლების დროს არსებულ  ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს.

 

„აგონიაში არიან ალბათ და უნდათ და მოენატრათ ძალაუფლებაში მოსვლა. ან დაელია ის თანხები, ერთ ლარად გაყიდული ქონებიდან ატკატებს ჯიბეში რომ იდებდა… ამის დადასტურება მალე მოხდება და საქმე აღძრულია ფინანსურ პოლიციაში,“-ამბობს აჭარის ტელევიზიასთან საუბარში არჩილ ხაბაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: