„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის მთიდან მიწის რეფორმას აკრიტიკებენ

ხულოს, შუახევისა და ქედის საკრებულოს წევრებმა – თემურ ავალიანმა, ოთარ ცეცხლაძემ და არმაზ ბახტაძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დღეს ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ ყურადღებით მოეკიდონ აჭარაში მიწის საკუთრების პრობლემას. „სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ ვერც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან სრულიად მოულოდნელად მან  კურსი აიღო დაურეგისტრირებელი მიწების არა კერძო საკუთრებაში, არამედ პირიქით, სახელმწიფო საკუთრებაში …

დიდთოვლობა, მერია და ბათუმელები

ეკა გოგიბერიძე ჩემი შვილი, გიორგი, 9 წლისაა და თოვლში გუნდაობა და თამაში ზუსტად ისე უხარია, როგორც ყველა ბავშვს, როგორც მე მიხაროდა ბავშვობაში. ბათუმში მოსულმა დიდმა თოვლმა გიორგი კი გაახარა, მაგრამ დიდი ხნით თოვლში თამაშის უფლება ვერ მივეცი. რომ გაცივდეს, როგორ წავიყვანო ექიმთან ამ უგზოობის დროს?! – ეს იყო კითხვა, რომელიც ამ დღეების მანძილზე მაწუხებდა და …

რატომ არ „გაბრწყინდა ივერია“

ავტორი: გიორგი თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის  ნამდვილი  წევრი ნანატრი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების 25-ე ახალ წელს საქართველო კვლავ ივერიის გაბრწყინებისა და დალაგებულ, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების ტრადიციადქცეული სურვილებით შეხვდა. ნორმალურ ქვეყნებად ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია იგულისხმება. უკიდურეს შემთხვევაში სინგაპური, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ჩვენში ნაციონალების ხელისუფლების მმართველობის დროს. ცნებამ „სინგაპური“ …

უფასო კონსულტაციები კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 10:00 საათიდან 17:00-საათამდე კლინიკა მედცენტრის (ონკოლოგიური საავადმყოფო) ყველა ონკოლოგი ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს. ონკოლოგიური საავადმყოფო მდებარეობს პუშკინის ქუჩის 118 ნომერში. საკონტაქტო ნომერი – (0422) 22 60 60 / 596 22 60 60

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი H1N1 ვირუსია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი ანალიზით ჯერ არ არის დადასტურებული. სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, სინჯი აღებულია და გადაგზავნილია თბილისში შემოწმებაზე. პასუხი ერთ კვირაში გახდება ცნობილი. რამდენიმე დღის წინ H1N1 ვირუსით ბათუმში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.   შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 57 ნიმუში, მათ შორის 16 …

აჭარის მთავრობა ბულვარს ბათუმის მერიას უბრუნებს

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო. სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინსტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეეებს თანამდებობებიდან, რის შემდეგაც ბათუმის მერიას, …

274 ათასი ლარი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი: 2016 წლის პირველი თებერვლიდან 11 მარტამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის პირველი მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით. მეორე ეტაპი: 2016 წლის 2 მაისიდან 25 ივნისამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის 20 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე. საჯარო ლექციები გაიმართება სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და …

აჭარაში H1N1-ით დაავადებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პირველი თებერვლის 18:00 საათის მონაცემებით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს 383-მა პაციენტმა მიმართა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 124 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 პაციენტი. ბოლო მონაცემებით აჭარაში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა 57 ნიმუში, მათ შორის 16 შემთხვევაში დადასტურდა A h1. დადასტურებული შემთხვევებიდან 2 რჩება სტაციონარში, ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 13 გამოჯანმრთელდა. …

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – განაცხადების მიღება დაიწყო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალ პროექტში – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი Recommend.ge ამოქმედდა. ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პროექტში მონაწილე კვებისა და განთავსების ობიექტებს, ასევე გიდებს საშუალება აქვთ საიტზე ონლაინრეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მიიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. Recommend.ge-ზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია …

სამინისტრო მანდარინის ექსპორტის ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაასრულა. პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26579 ტონა სტანდარტული მანდარინი, 9252 ტონა კი გადამუშავებულია.  სამინისტროს ინფორმაციით, სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1892 925 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 925 222 ლარია. ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებდა ექვსი ქარხანა: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group-ი და შპს TCF …

აჭარის განათლების სამინისტრო უცხოენოვან სამეცნიერო თარგმანებს დააფინანსებს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში  დააფინანსებენ  უცხოენოვანი სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმანებს. კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 9000 ლარს. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე. სამინისტროში საბუთების მიღება უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კონკურსში მონაწილეობისათვის იწარმოებს 2016 წლის 8 თებერვლიდან  21 …

შსს ინფორმაციით საქართველოში ერთ თვეში 116 369 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2016 წლის იანვრის თვეში ასე გამოიყურება: 2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია. ტურისტი – 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%); ტრანზიტი – 48 466 ვიზიტი …

ბათუმში საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა

საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა დღეს პირველი პაციენტი მიიღო.  ჰოსპიტლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან კლინიკა სრული დატვირთვით ამოქმედდა. საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება. ჰოსპიტალში მუშაობს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა  და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. „ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო …

კიდევ ერთი ხანძარი ხოფის ბაზრობაზე

ბათუმში, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა დაუდასტურეს. “ხანძარი გაჩნდა მე-8 რიგში. ეს ის რიგია, სადაც გაზის ბალონები იყიდება. ახლა ცეცხლი უკვე ჩააქრეს, მხოლოდ კვამლი ამოდის. სახანძროს მანქანები ახლაც მობილიზებულია“, – უთხრა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა, რომელიც ბაზრობაზე მუშაობს. სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, ცეცხლი მოდებული ჰქონდა პლასტმასების ერთ-ერთ მაღაზიას, მაგრამ …

თებერვლის პირველ კვირაში ბათუმში ყინვა მოსალოდნელი არ არის

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველ თებერვალს ბათუმში მშრალი ამინდი შენარჩუნდება, იწვიმებს 2 თებერვალს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი. პირველ თებერვალს ღამით ჰაერის ტემპერატურა ბათუმში დაახლოებით +2, +4 გრადუსი იქნება [ეს ტემპერატურა ღამის საათებში, ფაქტობრივად, მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება]. დღისით, ბათუმში ჰაერი +10 გრადუსამდე, ხოლო 3 თებერვლიდან +13 …

ბათუმის ნავსადგურში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ტანკერი დააკავეს

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი „POULOPOM“ დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის გადახდა – 50 000 ლარის ოდენობით. გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის …

კონკურსი სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისათვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „კონკურსებისა და ოლიმპიადების” ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებისათვის. სამინისტრო „სასკოლო კლუბების ინიციატივების” ფარგლებში დააფინანსებს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებს. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს წლის განმავლობაში ინიციატივების წარდგენა შეუძლიათ ორჯერ შესაბამისი მუნიციპალიტეტის …

ბიზნესფორუმი „Wroclaw–Batumi“

პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვროცლავში, საინვესტიციო ფორუმი „Wroclaw–Batumi“ მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი აჭარის მთავრობის ორგანიზებით აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება: „ბიზნესფორუმზე პოლონელი ინვესტორები და სხვა დაინტერესებული პირები აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან. ღონისძიების თანაორგანიზატორია პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეეზის სავოევოდოს მარშალის ოფისი“.

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

31 იანვარს, დილით, ხელვაჩაურის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის ნაპირთან ახლოს, ქალის ცხედარი იპოვეს.  ადგილზე გასული იყვნენ შსს ხელვაჩაურის განყოფილების, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით გვამს რაიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ქალი გაიყინა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია საქართველოს სს კოდექსის 115-ე მუხლით [თვითმკვლელობამდე მიყვანა].  

შსს: კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“ თბილისის აეროპორტში დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და მიმდინარე წლის 30 იანვარს დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. მეტსახელად „ლავას ოღლი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე – გურამ ა. მეტსახელად …

რატომ არ უშვებენ აჭარის ტელევიზიის ყოფილ თანამშრომელს ბორდის სხდომაზე

29 იანვარს აჭარის ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ აჭარის ტელევიზიასთან პატრულის ორი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია გამოიძახა. ანთიძეს ტელევიზიაში ბორდის საბჭოს სხდომაზე სურდა დასწრება, თუმცა იგი ტელევიზიის დაცვამ შენობაში არ შეუშვა. „უკვე მეხუთე შეხვედრაა, როდესაც ვცდილობ დავესწრო. ჩემ წინააღმდეგ არის დისკრიმინაციული ქმედებები განხორციელებული. არ მიშვებენ, რადგან თურმე იქ ვიქცევი არაადეკვატურად, მათი განმარტებით. სოსო სტურუას [აჭარის …

ხულოს 12 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის 12 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი მხოლოდ 20-სმ აღწევს, თუმცა ელექტროენერგიის პრობლემა რამდენიმე სოფელში მაინც დგას. „15 წუთის წინ შემატყობინეს, რომ  ელექტროენერგია კიდევ ორ სოფელში – დიოკნისსა და რიყეთშიც გაითიშა. ამ დროისთვის სადღაც 12 სოფელს აქვს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, თუმცა როგორც მეუბნებიან, ტექნიკური …

სტუდენტთა შეფასებით სისტემაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკის  მიმდინარე წლის 29 იანვრის ბრძანების საფუძველზე, სტუდენტთა შეფასებაში ცვლილებები შევიდა. მუხლი 2. კრედიტების განაწილება კრედიტი ნაწილდება საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ თითოეულ კომპონენტს შორის და მოიცავს კონკრეტული კომპონენტით მისაღწევი სწავლის შედეგებისთვის საჭირო საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათს. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ საკონტაქტო საათების მიხედვით. სასწავლო კომპონენტი არის ერთსემესტრიანი. ერთი კრედიტი (ECTS) უტოლდება სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის …

დასახლებები, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

დაბა ქედა იმ 28 დასახლების სიაშია, სადაც  2016 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისი ნუსხა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უნდა უზრუნველყონ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული რაოდენობის ნოტარიუსთა დანიშვნა შესაბამის დასახლებებში. სულ დასანიშნია 30 ნოტარიუსი, აქედან ერთი დაბა ქედაში. დასახლება …

H1N1-ის 16 შემთხვევა აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის 29 იანვრის მონაცემებით, ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს დღეს 363-მა პაციენტმა მიმართა. გრიპი და გრიპისმაგვარი სხვა მწვავე ვირუსული ინფექციებით სტაციონარში მოთავსებულია 90 პაციენტი. აქედან 18 პაციენტი სტაციონარში დღეს განთავსდა. რეანიმაციაში კი ხუთი პაციენტი იმყოფება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სულ 57 ნიმუში,  16 შემთხვევაში დადასტურდა A H1, დადასტურებული შემთხვევებიდან 2 რჩება სტაციონარში (1 რენიამციაში), 1 გარდაიცვალა, 13 გამოჯანმრთელდა. დადასტურებული …

დასუფთავების მოსაკრებელი სოციალურად დაუცველთათვის შემცირდა

29 იანვარს ბათუმის საკრებულომ ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დუფთავებისთვის მოსაკრებლის შესახებ პროექტი დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, დასუფთავების მოსაკრებელი  იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 ათასი, ან 70 ათასზე დაბალია, ნაცვლად თვეში 1.3 ლარისა,  1  ლარით განისაზღვრა. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძის განმარტებით, ეს თანხაც კვლავ ბიუჯეტის სცოციალური პროგრამებიდან დაფინანსდება. ცვლილების მიზეზი კი კანონში გათვალისწინებული მოთხოვნა გახდა, რომლის თანახმად, სოციალურად დაუცველი …

ბათუმში ართვინელი მხატვრის ქემალ ჩელიქის გამოფენა გაიმართება

  3-6 თებერვალს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ართვინელი მხატვრის ქემალ ჩელიქის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ჩელიქი 1940 წელს ართვინის რეგიონის შავშეთის რაიონის სოფელ აქდამლაში დაიბადა. მის ნამუშევრებში ნაჩვენებია თურქეთის ისტორია და ლანდშაფტები. 1990 წელს ქემალ ჩელიქმა ანკარის ციხე-სიმაგრეში გახსნა სახელოსნო, შეარჩია სტუდენტები და ამზადებდა მათ სახვითი ხელოვნების გამოცდებისთვის და სწავლის დასრულებამდე ეხმარებოდა. მხატვარს ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ აქვს შვიდი …

ბათუმში კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის ქუჩა იქნება

ბათუმში, სულიკო ჟღენტის ქუჩიდან ატრაქციონამდე (პანორამული ბორბალი) საავტომობილო გზა ქუჩად გარდაიქმნება და მას ქართველი კინორეჟისორის თენგიზ აბულაძის სახელი დაერქმევა. პროექტი ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. თენგიზ აბულაძე 1924 წელს ქუთაისში დაიბადა.  მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი ფილმებია: “ნატვრის ხე”, “ვედრება” და “მონანიება”. კინორეჟისორი 1994 წელს გარდაიცვალა.

დიდთოვლობის გამო დაზიანებული სახლის სახურავების შესახებ მერიაში 46 განცხადება შევიდა

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი სხდომაზე მერის გამოუცხადებლობა გახდა, რაც ფრაქციების თავმჯდომარეებმა ათ-ათწუთიანი შესვენებებით გააპროტესტეს. როგორც სხდომაზე მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მერიაში შესული განცხადებების რაოდენობის მიხედვით, ბათუმში დიდთოვლობის შედეგად 46 მისამართზეა სახლის სახურავი დაზიანებული. თოვლის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული ტრანსპორტის შესახებ კი მერიაში სულ 7 განცხადებაა შესული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, ზარალის ანაზღაურებაზე სპეციალურმა …

საკრებულოში მერს ელოდებიან

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მესამე ათწუთიანი შესვენება მთავრდება. ოპოზიციური ფრაქციები სხდომაზე მერის მისვლას ელდებიან.  დღეს საკრებულოს სხდომა 11 საათზე იყო ჩანიშნული და პირველი სხდომაზე ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის მოხსენება იყო დაანონსებული. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის განმარტებით, უხვი ნალექის შედეგად ქალაქში არსებული მდგომარეობის, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული და გასატარებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას გიორგი ერმაკოვის ნაცვლად …

ბათუმის მერი ქალაქში არსებულ ვითარებაზე საკრებულოში ისაუბრებს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერმაკოვის ინფორმაციას ქალაქში არსებულ ვითარებაზე, ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოისმენენ. ქალაქის მერი კონკრეტულად „უხვი ნალექის შედეგად ქალაქში არსებული მდგომარეობის, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით გატარებული და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ისაუბრებს. საკრებულოს სხდომა 29 იანვარს, დილის 11 საათზეა ჩანიშნული. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი.  

აჭარაში H1N1-ით მამაკაცი გარდაიცვალა

35 წლის მამაკაცი ბათუმში, “მედინაში” 12 იანვარს მიიყვანეს. იგი დღეს დილით გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვრის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 57-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 45 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 5 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [Ncdc] ცნობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს …

სპორტსმენები და სტუდენტები ბათუმის ქუჩებს წმენდენ

28 იანვარს ბათუმის ქუჩებში სპორტსმენები და სტუდენტები გამოვიდნენ ქალაქის ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დავით მიქელაძის თქმით, აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. „სტუდენტებთან და სპორტსმენებთან ერთად გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩების დალაგება. დავიწყეთ პიაცას მიმდებარე ტერიტორიით, ახლა გამსახურდიას ქუჩაზე ვართ, მივყვებით და ვწმენდთ ტროტუარებს, აფთიაქების შესასვლელებს, სადაც საჭიროება არის, იმ ადგილებს. ბოლო …

მინისტრის დავალებით ბათუმის ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ

დიდთოვლობის მესამე დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიას მოყინული ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტრო ეხმარება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელებმა, 60 ვადიან სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ბათუმის საავტომობილო გზები და ფეხითმოსიარულეთა სავალი …

საკითხი, რომელზეც მოზარდები დუმილს არჩევენ

მოამზადა: სალომე გურგენიძე „ძალადობა მოზარდებში, რა შედეგი შეიძლება მოყვეს ბულინგს“ – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში გაიმართა. კახა გურგენიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხსენებელი: დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელზედაც ზოგიერთი მოზარდი დუმილს ამჯობინებს. ეს არის ბულინგი. გსმენიათ ბულინგის შესახებ?! ბულინგი  გულისხმობს …

ნარკოტიკებთან ბრძოლის რეგიონული კონფერენცია ბათუმში

დღეს, ბათუმში, ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენცია გახსნა. რეგიონულ შეხვედრას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 30-მდე ქვეყნიდან 150-ზე მეტი უფროსი გამომძიებელი და ანალიტიკოსი ესწრება. კონფერენციის მიზანია ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული, დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ ინფორმაციის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების თაობაზე საგამოძიებო მონაცემების ურთიერთგაზიარება – “ინფორმაცი არის ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი სისტემისთვის იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ორგანიზებულ და ნარკო …

Exit mobile version