სიახლეები

დაზიანების გამო გორგილაძის ქუჩის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

03.01.2016
დაზიანების გამო გორგილაძის ქუჩის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

“ბათუმის წყალის” ინფორმაციით, გუშინ ღამით გორგილაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 225 მმ-იანი ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც ამ წუთებში გორგილაძის ქუჩის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.

“ბათუმის წყალის” მიერ გავრცელებული განცხადების მიხდვით, გუშინ ღამით მონიტორინგის სამსახურის მიერ მიზეზების შემსწავლელი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეოდა. ამ წუთებში ადგილზე სამსახურის თანამშრომლები არ იმყოფებიან.
ცხელი ხაზის ნომერზე ((0422) 24 22 22), რომელიც მათ ოფიციალურ ვებ გვერდზეა მითითებული, დაკავშირება არ ხერხდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.