სატრანსპორტო სააგენტო: შუქნიშნების გამორთვა ბათუმში ტურისტულ სეზონს უკავშირდება

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშანი არ მუშაობს. დღეს გამორთული იყო შუქნიშანი მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. უკვე რამდენიმე კვირაა შუქნიშანი არ მუშაობს რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, ასევე რუსთაველის ქუჩაზე „მაკდონალდსთან“. მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის განმარტებით, მერიამ რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშნების გამორთვის გადაწყვეტილება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით „შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით“ მიიღო. „მერიამ შუქნიშნები გამორთო …

„თეთრი მაგნოლიას“ მცხოვრებლები ბათუმის მერიას დახმარებას თხოვენ

გადავარჩინოთ ბათუმის „თეთრი მაგნოლია“ – ამ სლოგანით ბათუმში, „მაგნოლიის“ შენობაში მცხოვრებლები ქალაქ ბათუმის მერიას მიმართავენ დახმარების თხოვნით. ისინი ითხოვენ ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო მასალების ნარჩენების გატანას და ტერიტორიის შეწამლვას. „თეთრი მაგნოლიის“ მობინადრეები მივმართავთ ბათუმელებს და პირველ რიგში ქალაქის მესვეურებს. საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყროთ თავად საცხოვრებულ კორპუსში არსებულ ვითარებას… შენობა, შეიძლება თამამად ითქვას,  ვერ იტევს სამშენებლო ნაგავს, …

ყოფილი თანამშრომლები დამსაქმებლის წინააღმდეგ

კომპანია „ვაით ჰაუსის“ ყოფილი თანამშრომლები ხვალ, 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ისინი აჭარის მთავრობისგან კომპანიასთან შუამდგომლობას ითხოვენ დარჩენილი ერთი თვის ხელფასის ასაღებად. „ჩვენი მოთხოვნაა დარჩენილი ერთი თვის ხელფასები დაგვირიგონ, ორი თვის გვქონდა მისაღები, ერთი დაგვირიგეს, ერთი არა. მიზეზად გვისახელებენ, რომ თითქოსდა ჩვენი გაკეთებული საქმე არის უხარისხო.“ – ამბობს მანუჩარ ბერიძე, …

ქაფის ფესტივალი ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, დღეს მესამედ გაიმართა ქაფის ფესტივალი. ბოლო ღონისძიება დღეს, 18 საათზეა დაგეგმილი.  ფესტივალი  „ევროპა ბეთის“ მხარდაჭერით ტარდება.

სამძებრო სამუშაოებში თურქული ხომალდი ჩაერთო

თურქული ხომალდი დღეს, 20 აგვისტოს, დილის 6 საათზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა და ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. “გავეცანი თურქული ხომალდის ეკიპაჟს, ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟია და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ხომალდი ასევე აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას, მზაობა დიდია, ისინი ჩამოსული არიან მინიმუმ 3 დღით, თუმცა იმის პირობასაც …

“ეროვნულმა ფორუმმა”აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში პოლიტიკურმა გაერთიანება “ეროვნულმა ფორუმმა” ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. “ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ შარტავამ ბათუმის #68 საარჩევნო  ოლქში საქართველოს პარლამენტში – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პროფესიით სამართლის სპეციალისტი – ელდარ ხალვაში დაასახელა. ამავე ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აჭარის უმაღლეს საბჭოში – პროფესიით ექიმი, ჯამილა მინჯია დასახელდა. ბათუმის #69 ოლქში საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  …

ბათუმის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს

ბათუმის მერიამ ნაძის ხისა და სხვა საახალწლო აქსესუარებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ახალი, მწვანე ნაძვის ხის სიმაღე მინიმუმ 22 მეტრი უნდა იყოს, დიამეტრი კი – მინიმუმ 11. შეგახსენებთ, რომ იმ ნაძვის ხის კარკასი, რომელიც ბათუმს აქამდე ჰქონდა, ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის შეძენილი. 2014 წელს, ბათუმის ნაძვის ხეს ანთებიდან მალევე ხანძარი გაუჩნდა. 2015 წელს კი ნაძვის ხის ძველი …

ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა ნობელების მუზეუმში

ბათუმში, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში 2016 წლის 19-26 აგვისტოს გაიმართება გამოფენა სახელწოდებით – „სოხუმიდან ბათუმამდე და ქობულეთიდან ქუთაისამდე“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინიშვილის 120 ფოტო და ორი ფოტოალბომი ორიგინალი ფოტოებით. ფოტოებზე ასახულია საქართველოს იმდროინდელი ყოფაცხოვრება. გამოფენის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვა. როგორც ძმები ნობელების მუზეუმის მმართველი თამარ ორაგველიძე ორაგველიძე …

ზღვაში გაუჩინარებული სამხედროების ძებნა გრძელდება

გონიოს ყოფილი პოლიგონის მიმდებარედ ზღვაში ამ დრომდე ეძებენ ორ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დროს ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტებს თურქეთიდან ელოდებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა, რომელიც შესაბამისი პერსონალით არის დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 19 აგვისტოს შემოვა. სამინისტროს განცხადებით, …

ბათუმში პრინტ ფესტივალი გაიხსნა

დღეს, 17 აგვისტოს ბათუმში ასოციაცია „არტკავკასიის“ ორგანიზებით და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო პრინტ ფესტივალი – LIFE- N- STYLE გაიხსნა. ფესტივალი „თიბისი ბანკის“ გალერეაში შოლკოგრაფიის ქართველი მხატვრების ნამუშევრებით გაიხსნა. „ფესტივალი ბათუმში იღებს სტარტს და გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ბოლოს კი თბილისში დასრულდება. ამ ფესტივალის მიზანია ხელით ბეჭდვითი მედიის წინ წამოწევა. ეს არის სპეციფიური მხატვრობის ერთ-ერთი მიმართულება, …

უბანს, რომელიც ხშირად იტბორება, მერია სავარაუდოდ 2018 წლიდან მიხედავს

იგეგმება თუ არა შარაბიძეების დასახლებაში აკაკი შანიძის პირველი ჩიხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? –  ბათუმის მერის  წარმომადგენლის თანაშემწის, ზვიად ჭელიძის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ მოხრეშვა-მოშანდაგებითი სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი. მისივე განმარტებით, კაპიტალური სამუშაოები აქ მოგვიანებით დაიწყება: „ველოდებით ქალაქის განაშენიანების მეოთხე ფაზას. 2017 წლის ბოლოსთვის დაიწყება დაპროექტება და 2018 წლისთვის სავარაუდოდ დაიწყება ეს მეოთხე ეტაპიც“. აკაკი შანიძის პირველ ჩიხში მცხოვრებლები აცხადებენ, …

პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს

პაატა ბურჭულაძის პარტია აჭარის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დატოვეს. ახალგაზრდული ფრთის წევრების თქმით, დაახლოებით 70 ახალგაზრდა გაემიჯნა პარტიას. პარტიის აჭარის ორგანიზაციაში შეფასებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. კომენტარზე ასევე უარი გვითხრა გიგა ფარტენაძემ, ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა. მისი თქმით, წასვლის მიზეზები დეტალურადაა აღწერილი მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ აჭარის ორგანიზაციის რამდენიმე წევრის მიერ გავრცელებულ …

აჭარაში „სთრით არტ ფესტივალი“ მიმდინარეობს

„სთრით არტ ფესტივალის“ ფარგლებში კედლების მოხატვა გუშინ, 16 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. დღეს მხატვრები შუახევსა და ბათუმში მუშაობენ. პროექტი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და კედლების მოხატვა 31 აგვისტომდე დასრულდება. აჭარის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეონა ბერიძის ინფორმაციით, ხულოში, ქართული ფოლკლორის მოტივების მიხედვით, უკვე მოიხატა საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორია; ქედაში მოიხატება გამგეობის შენობასთან მისასვლელი კიბე, რომელიც წარმოადგენს საბჭოური არქიტექტურის ნიმუშს; ხელვაჩაურში …

ყველაზე პოპულარული წიგნები ბათუმში

ზაფხული კარგი დროა წიგნების წასაკითხად. იმის გასარკვევად, თუ რა წიგნებზეა მოთხოვნა ბათუმში, წიგნების ადგილობრივ მაღაზიებს მივმართეთ. მაღაზიია – „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ 2016 წლის მონაცემებით, მათთან ყველაზე რეიტინგული წიგნებია ჰარპერ ლის „მიდი დაააყენე დარაჯი“ და დენიელ კიზის „ბილი მილიგანის მრავალი გონება“. ირაკლი ბაკურიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე გაყიდვადი …

ბათუმის კლუბი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მესამე ადგილზე გავიდა

ბათუმის სარაგბო კლუბი შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ, შესარჩევ ეტაპზე, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. 16 მონაწილე გუნდიდან ოთხი გამოეთიშა ჩემპიონატს, დარჩენილი 12 გუნდი კი გააგრძელებს ასპარეზობას ჩემპიონატის მეორე და მესამე ეტაპებზე, რომლებიც შემოდგომასა და ზამთარში, ფოთსა და თბილისში გაიმართება. გუნდის მწვრთნელის, გიორგი სვინტრაძის თქმით, ამ ჩემპიონატისთვის გუნდს მოსამზადებლად ბევრი დრო არ ჰქონდათ, რადგან ძირითად აქცენტს ეროვნულ …

აქციის დაშლა პოლიციის მიერ სოფელ მახალაკიძეებში და ულტიმატუმი მთავრობას [ვიდეო]

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების  მოსახლეობის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს არ ადასტურებს  შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, მისი თქმით გზის გადაკეტვით და ქუჩაში დგომით პრობლემები არ გვარდება. ტარიელ ებრალიძე:  „მე გუშინ ვიყავი ადგილზე, მქონდა ინფორმაცია, რომ იქ იყვნენ სამართალდამცავები. მოსახლეობას ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ამ რეჟიმში არ შეიძლებოდა  პრობლემების მოგვარება და ეს  არ არის სამართლებრივი …

ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ [ფოტო]

„ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის განცხადებით, ამ წუთებში მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რაც ბულვარში 14 აგვისტოს შტორმმა გამოიწვია: „ ჩვენს პრეროგატივაში რაც შედის, ეს არის გარე განათების ბოძების აღდგენა. აღდგენითი სამუშაოები კი  ზარალის დათვლის შემდეგ დაიწყება“. შტორმმა სანაპირო ზოლი და სასეირნო ბილიკი დააზიანა. აღსანიშნავია, რომ ბულვარის ეს მონაკვეთი ყოველი შტორმის დროს ზიანდება.  

მახინჯაურში, გვირაბთან მოძრაობა შეფერხებულია

მახინჯაური-ჩაქვის მონაკვეთზე, ავტომომობილების მოძრაობა შეფერხებულია. შეფერხება, ძირითადად, როგორც „ბათუმელებს“ ადგილიდან აცნობეს, დაბა მახინჯაურში, გვირაბთან მისვლამდე მონაკვეთშია. გზაზე არის საცობი. ბათუმსა და ზოგადად, ზღვის სანაპირო ზოლში დღეს დილიდან წვიმს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის შეფერხება, მხოლოდ ინტენსიურ მოძრაობას და ავტომანქანების სიჭარბეს უკავშირდება.

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს, 11 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა იურიდიული მომსახურება, გადამზადება, ასევე სამედიცინო მომსახურება, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. „ეს არის სახელმწიფოს პროგრამა, რომელიც უკვე მეორედ და წარმატებით ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ჩვენ ვართ იმ ბენეფიციართა მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, რომელიც …

პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში

„ბათუმში ყველაზე ექსტრემალური გასართობი ბატუტია. დიდი ადრენალინია, როცა ადიხარ დიდ სიმაღლეზე და შემდეგ ეშვები. განსაკუთრებით ზღვაშია კარგი, შეგიძლია მაღლა ახვიდე და წყალში ჩახტე. ეს ექსტრემალებისთვის ძალიან მაგარია“, – ამბობს ინდირა ევგენიძე და წყლის ბატუტს უბრუნდება. ის ამ გართობისთვის საათში 15 ლარს იხდის, თუმცა ამბობს, რომ განცდილი ამად ღირს. ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულ ექსტრემალებსა და აქტიური დასვენების …

„სმარტი“ ბათუმში კიდევ ერთი წელი არ გაიხსნება

ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარედ, ტერიტორიაზე, სადაც სუპერმარკეტ „სმარტის“ მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე აიღეს. მშენებელი კომპანიის, „ველაჯიო დეველოპმენტის“ წარმომადგენლის, ზურაბ ოდილავაძის განცხადებით, ღობის აღება მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება – ტერიტორიაზე უნდა დაიგოს ბეტონის საფარი. ობიექტი 2013 წელს უნდა ჩაბარებულიყო, შემდეგ ვადა 2015 წლამდე გადაიწია. შენობის [სუპერმარკეტის] გახსნის თარიღი კომპანიისთვის ამ ეტაპზეც უცნობია. მშენებლების თქმით კი, …

„პატრიოტთა ალიანსი“ უსკოს გადაწყვეტილებაზე

პატრიოტთა ალიანსის ბათუმის ოფისი, საიას საჩივართან დაკავშირებით უსკოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.  „ჩვენ არ ვეთანხმებით უსკოს გადაწყვეტილებას,  საიას საჩივართან დაკავშირებით, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიას ცალსახად  შეეძლო ან სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ან კიდევ ფულადი ჯარიმა გამოეწერა უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელიც ერევა აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ბრიფინგზე პატრიოტთა ალიანსის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ირაკლი ბარამიძემ.  მისივე …

ოპოთეკით დაზარალებულებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს

იპოთეკით დაზარალებულები დღეს, 9 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით  შეიკრიბნენ. მათი სურვილია უშუალოდ გიორგი პაპუაშვილისგან მოისმინონ პასუხი კითხვაზე, რატომ მიიღო სასამართლომ წარმოებაში სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ოჯახების გამოსახლების უფლება ისევ პოლიციას ექნება. „სარჩელის ავტორი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც იპოთეკარების ანუ გამსესხებლების ინტერესებს იცავენ. მათ სურთ გაუქმდეს პარლამენტის მიერ 2013 წელს მიღებული …

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს 8 აგვისტოს, აჭარის უმაღლესი საჭოს, მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის წევრები, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ. ხელისუფლებისა წარმომადგენლებთან ერთად გმირთა სკვერში იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ადლიის მე-3 ქვეთი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, შინდისის ომში დაღუპული მეომრებისა და აჭარის რეგიონის მასშატაბით ომი დაღუპულთა ოჯახის წევრები. 8 აგვისტოს ომში აჭარიდან 16 ჯარისკაცი დაიღუპა. „რვა წელი …

ცურვა დელფინებთან [ფოტო, ვიდეო]

დღის 5 საათია. ბათუმის დელფინარიუმის აუზთან 11 წლის სონია და 6 წლის მაშა დგანან და მოუთმენლად ელიან დელფინებთან შეხვედრას. რამდენიმე წუთიც და ბავშვები პირველად, ახლოს შეხვდებიან დელფინებს, ხელით შეეხებიან და მათთან ერთად გაცურავენ. ინტერაქტივი – ასე ეწოდება 15-წუთიან ცურვას დელფინებთან ბათუმის დელფინარიუმის აუზში, რა დროსაც ადამიანს შეუძლია ხელით შეეხოს დელფინს, მასთან ერთად გაცუროს და ჩაეხუტოს. …

პლაჟის დანაგვიანებისთვის ჯარიმა 80 ლარია

სიმინდის ტაროები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვავები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენების, რაც ბათუმის სანაპიროზე შეიძლება ნახოთ, უფრო ხშირად საღამოს. ზღვის პირას მყოფი დამსვენებლები ფიქრობენ, რომ პლაჟი მეტ-ნაკლებად სუფთაა. „მე 10 ბალიანი სისტემიდან დავწერდი ცხრა ქულას პლაჟის სისუფთავეში“ – ამბობს მიჰკენ მარტინი, დამსვენებელი ესტონეთიდან. „პლაჟი ისე თუ ასე სუფთაა, რაც შეეხება წყალს, უბრალოდ ძალიან მაგარია. …

ენმ-ს აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ მიერ ბათუმში გამართული აქცია გააპროტესტეს. ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თორნიკე ხალვაში აღნიშნული აქციის ორგანიზებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს: „დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა  გავაპროტესტოთ დღევანდელი აქცია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ იყო ორგანიზებული. ეს აქცია იყო უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაკვეთილი, კორკოტაშვილის …

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს [ფოტო-ვიდეო]

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ჩვენი სამშობლო“ საპროტესტო აქცია გამართა. აქცია დილით, 11 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყო და მოგვიანებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისთან გადმოინაცვლა. მონაწილეთა მოთხოვნა „ენმ-ს აკრძალვა, ხოლო მისი წარმომადგენლების, როგორც სისხლისმღვრელი რეჟიმის შემქმნელების დასჯა“ იყო. აქცია წინასწარ იყო დაანონსებული, მათ შორის ისიც, რომ აქციის მონაწილეები  გეგმავდნენ ენმ-ს ბათუმის ოფისის …

გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე: პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს

რევაზ მიქელაძე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გახდა. ავტომატურად გათავისუფლებული სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელობის შემდეგ, რევაზ მიქელაძე მოადგილის პოზიციაზე აღარ აღადგინეს. ის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა. „პოლიტიკური მოტივაცია იყო რევაზ მიქელაძის გათავისუფლების საფუძველი. ის აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში,“ – აცხადებს პეტრე …

ბსუ-ს, აჭარის  ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს სასწავლო ბაზად გამოყენებას ითვალისწინებს. ამასთანავე, მემორანდუმის ფარგლებში, საავადმყოფო აუცილებელი ტექნიკით აღიჭურვება. შეთანხმება გულისხმობს თითოეული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას. ჯგუფის …

პეტრე ზამბახიძე: სახელმწიფო რწმუნებულის დანიშვნა კონსტიტუციური კანონის დარღვევა იყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძის განცხადებით,  აჭარის უმაღლესი საბჭოს 5–მა  წევრმა დღეს, 2 აგვისტოს, აჭარის უმაღლეს საბჭოში  წერილობითი მოთხოვნა შეიტანა, რათა უახლოეს სხდომაზე მიიღონ დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის  თაობაზე.  ზამბახიძის თქმით, ისინი ასაჩივრებენ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას აჭარის მთავრობის გადაყენებისა და აჭარაში სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის დანიშნვის შესახებ. „ეს ნიშნავს იმას, …

Exit mobile version