„გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ – აქცია ბათუმში [ანონსი]

10 სექტემბერს, 12 საათზე ბათუმში სისხლის ბანკში  [პუშკინის ქ.#162]  გაიმართება სისხლის ჩაბარების აქცია „გაეცი სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციას ახორციელებენ ბათუმელი მოხალისეები პროექტის – „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში. მონაწილეობის მსურველები ორგანიზატორებს პირადად უნდა დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე საქართველოს მოხალისეები ბათუმიდან. პროექტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომპანია „ჰელფინგ ჰენდი“ ერთობლივად ახორციელებენ.

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

დღეს, 8 სექტემბერს ბათუმში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში:  ბათუმის №68 ოლქი – ომარ ფარტენაძე; ბათუმის №69 ოლქი – დავით გოგიტიძე; ბათუმის №70 საარჩევნო ოლქი – ხათუნა ფხაკაძე; №71 ოლქი -სულიკო რომანაძე; №72 ოლქი – იაშა გვიანიძე; №73 ოლქი – მიხეილ მახარაძე. მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭოში:  ბათუმის …

როგორია ავტობანის მშენებლობის ხარისხი

“ავტობანი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,” – განაცხადა დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა. მან ბრიფინგზე ავტობანის ქობულეთის მონაკვეთის ფოტომასალა წარმოადგინა, სადაც დაფიქსირებულია ქვების ცვენა “სოფლების: ციხისძირის, შუაღელეს, დაგვისა და ბობოყვათის მონაკვეთზე ყოველი წვიმის შემდეგ ხდება ქვის ცვენა და საფრთხეს უქმნის ამ სოფლების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ასევე სკოლის მოსწავლეებს,” – აცხადებს …

ხულოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ზურაბ პატარაძეს მიმართავს

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის: ღურტის, დიაკონიძეების, ოქრუაშვილების, ვაშლოვანის, სხალთის და კვატიის მოსახლეობა ღია წერილით მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ექვსგვერდიან მიმართვაში ვრცლადაა აღწერილი ის პრობლემები, რომლებიც ამ სოფლების მოსახლეობას შეექმნა ხულოში ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ, “როცა აფეთქება იყო, სახლები ირყეოდა, მოსახლეობაში ცუდი განწყობა უფრო და უფრო მკვიდრდებოდა, სიღრმეში შესვლის შემდეგ სახლები ირხეოდა. როცა მიმართეს და სთხოვეს, …

პროფესიული გადამზადების პროგრამა 86 ბენეფიციარმა გაიარა

7 სექტემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ დასაქმების სააგენტოს 2016 წლის ქვეპროგრამის – პროფესიული გადამზადების შედეგების ანგარიში წარადგინეს. როგორც ანგარიშის წარდგენისას განაცხადეს, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსი 86 ბენეფიციარმა დაასრულა. აქედან 16 ბენეფიციარი პრაქტიკას სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში გადის, ხოლო 70 კურსდამთავრებულიდან 41 (57%) დასაქმდა. აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის, თემურ კახიძის თქმით, რადგან უმუშევრობის ერთერთ გამომწვევი მიზეზი ნაკლებად …

„მეტრო მეფისგან“ კუთვნილ თანხებს ითხოვენ

საპროტესტო აქცია „მეტრო სითის“ მიმდებარედ დღეს შპს „ნინოს“ თანამშრომლებმა გამართეს. ისინი კომპანია „მეტრო მეფისგან“  შპს „ნინოზე“ გასაცემი კუთვნილი თანხის ანაზღაურებას ითხოვენ. „ჯერ კიდევ, 29 ივლისის საპროტესტო აქციაზე, თანამშრომლები [მშენებლები] აცხადებდნენ, რომ უხარისხო საჭმელს მიირთმევდნენ. მოთხოვნა კომპანიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შეუჩერა  საჭმლის მიმწოდებელ ქვეკონტრაქტორ შპს „ნინოს“ ხელშეკრულება… ერთდროულად არ მოხერხდებოდა  თანხის გადახდა, პირველ რიგში უნდა გადაგვერიცხა ხელფასები და ეს რომ მომხდარიყო, …

საქველმოქმედო გამოფენა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლობის გამო ჩაიშალა

გოგიტა მურცხვალაძე, საქველმოქმედო ფონდი „ღვთის შვილების“ თავმჯდომარე საქველმოქმედო ფონდი „ღვთის შვილები“ 2013 წლის იანვარშ იჩამოყალიბდა. ფონდის მიზანია აჭარის ავტონომიის მასშტაბით მოიძიოს და აღრიცხოს შშმ სტატუსის მქონე ბავშვები, მათი შემდგომი დახმარების მიზნით. ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს დედებზე და შვილებზე. დაარსებიდან დღემდე ვატარებთ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, კონცერტებს, შემოსული თანხები თანაბრად ნაწილდება თითოეულ ოჯახზე. ფონდის დაარსებდან დღემდე „პროკრედიტ …

ბათუმში ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა

დღეს, 5 სექტემბერს, ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა.  პროექტის განხორციელებისთვის ბათუმის მერიამ 62 500 ლარი გამოყო. ჟიული შარტავას სკულპტურის ავტორი გიორგი შხვაცაბაიაა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  მთავრობის წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ახლობლები. ჟიული შარტავა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სეპარატისტებმა დახვრიტეს. „ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქალაქში …

დისკუსია – ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები

დისკუსია  თემაზე: „ხულოს მუნიციპალიტეტის  2017  წლის  პრიორიტეტები“, დაბა ხულოში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  ორგანიზებით  გაიმართა . დავით  ლოსაბერიძე -ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან: თემა  ძალიან  დიდია და  შევეცდები  ზოგადი  ხედვები  და  პრობლემები  ჩამოვაყალიბო იმ  შესაძლებლობებზე  რაც  არსებობს  და  გაჩნდა  ასოცირების  ხელშეკრულების  შემდეგ.   ეს  არის  ინსტრუმენტები,  რომლებსაც  გამოყენება  …

სად დადიან ტურისტები

რომელი ადგილებით ინტერესდებიან ბათუმში ტურისტები ყველაზე ხშირად? – ბათუმში , ტურისტულ ობიექტებზე რეგისტრირებულ ვიზიტორთა სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე რეიტინგი თითქმის უცვლელია: პირველ სამ ადგილს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიოს ციხე იყოფენ. ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარე ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა რომ არის, ამას ვიზიტორთა სტატისტიკაც მოწმობს. გასულ წელს ბოტანიკურ …

„პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა: ბათუმის 68-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – ტარიელ მამულაიშვილი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – პაატა ცივაძე; ბათუმის 69-ე მაჟორიტარულ ოლქში: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – მამული ჟღენტი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – რუსუდან სიხარულიძე, ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში:  აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში – არჩილ მამულაძე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში – ზაურ გაბაიძე, …

კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის პეტრო განჯას სარჩელი დააკმაყოფილა. ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, დაკმაყოფლდა: ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამუშაოზე აღდგენა და  განაცდურის ანაზღაურება. ეს იყო შრომითი დავა შპს „ლიმონი 2009“-ის წინაღმდეგ, რომლის მფლობელობაშიცაა კაზინო „ივერია“ და იგი მდებარეობს სასტუმრო „რედისონში“.  პეტრო განჯასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2019 წლამდე, მაგრამ იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. …

ილია მეორე გონიოში ჩავიდა

დღეს, პირველ სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე გონიოში ჩავიდა. პატრიარქი იმ ღონისძიებაში მონაწილეობს, რომელიც ზღვაში დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად იმართება. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის …

ზღვაში დაკარგულ სამხედროებს პატივს მიაგებენ

დღეს, გონიოში ზღვის სანაპიროსთან, სადაც წვრთნების დროს ორი სამხედრო ზღვაში დაიკარგა, ღონისძიება გაიმართება. ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივს მიაგებენ და ტრადიციისამებრ, ზღვაში გვირგვინებს ჩაუშვებენ. ადგილზე უკვე იმყოფებიან მესამე ქვეითი და სპეციალური ძალების შემადგენლობის წარმომადგებნლები. ღონისძიება რამდენიმე წუთში დაიწყება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქ ელოდებიან დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს. …

ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში”

31 აგვისტოს “თავისუფალ სივრცეში” ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოპორტრეტები ასახავს იმ ბარიერებს, რომლებიც ბათუმში გადაადგილების დროს შშმ პირებს ხვდებათ. პროექტის მიზანია არაადაპტორებული გარემოს წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერსება შშმ პირთა მდგომარეობით. “ჩვენი სურვილია ჩვენს ქალაქში თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო არსებობდეს ყველა ადამინისთვის.” – ამბობს ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, პროექტების კოორდინატორი ნინო ჩხაიძე. ნინო გვიყვება, რომ კონკურსი პროფესიონალი და მოყვარული …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. დღეს, 31 აგვისტოს იგი საანგარიშო განცხადებით წარსდგა აჭარაში მოქმედი საავადმყოფოების მენეჯერების და სამინისტროს თანამშრომლების წინაშე. მან ოთხი წლის მანძილზე, მისი მინისტრობის დროს განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაა. როგორც ცნობილია ნუგზარ სურმანიძე უმაღლეს …

იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო

ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურის – იაგო შარაძის დედამ გონიოში შიმშილობა დაიწყო. ელენე შარაძე ზღვაში დაკარგული შვილის ძებნის სამუშაოების განახლებას მოითხოვს. სამხედრო წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში ავტომაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებენ. ამ დროისთვის ისინი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ელოდებიან. იაგო შარაძის ნათესავების თქმით, მათ ამ უწყებიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. იაგო შარაძის მეუღლემ – მარიკა შარაძემ “ბათუმელებს” …

4 სექტემბერს ბათუმში მარათონი გაიმართება

ბათუმობის დღესასწაულთან  დაკავშირებით 4 სექტემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის მერიის ა[ა]იპ „სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ახალგაზრდული ცენტრის გარბენი სტარტს 6 მაისის პარკიდან აიღებს და საოცრებათა პარკში [ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია] დასრულდება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი ვაუჩერებით. 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შეჯიბრში მონაწილეობისათვის სავალდებულოა მშობელთან ერთად გამოცხადება. გარბენში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ  ვებ-მისამართზე: https://www.batsyc.com/mtavari/garbeni

სახალხო დამცველი: ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება 26 აგვისტოს ქედის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, როდესაც საკრებულოს წევრმა სხდომის დამსწერეებს მოუწოდა, ქალები გასულიყვნენ დარბაზიდან. „პირადი საკითხები იყო გასარკვევი და დასალაპარაკებელი მამაკაცებში, სხვა არაფერი, არ იყო იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო“ – ასე შეაფასა მაშინ ფაქტი საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ. “საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და …

ზღვაში დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ

შავ ზღვაში სამხედრო წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სამხედროს ახლობელმა უთხრა. ახლობლებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შეწყდა. დაკარგულთა ახლობლები სამძებრო ღონისძიებების გაგრძელებას ითხოვენ. „ჩვენ იძულებულები ვართ, რომ მივმართოთ შესაბამის ზომებს, გზებსაც გადავკეტავთ… ვითხოვ ჩემი მეუღლის ცხედარს, თუნდაც ერთი ნაწილი იყოს, …

ვაკანსია ,,ბუქკაფეში”

შპს ,,ბუქკაფე” აცხადებს ვაკანსიას წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. აუცილებელი მოთხოვნები: • სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; • მომხმარებელთან კვალიფიციური და თავაზიანი მოპყრობის უნარი; • მხატვრული ლიტერატურისა და სასკოლო წიგნების ჟანრებისა და გამოცემების ცოდნა; საკონტაქტო ტელეფონი: 599 550 554

როგორ ჩავრთოთ მოქალაქეები საკრებულოს მუშაობაში სმს-ების საშუალებით

დღეს 29 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებისთვის, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ მიერ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო, ინოვაცია რომელიც შეეხება  მოქალაქეების ჩართულობას თვითმმართველობის საკითხებში, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. აქტივობა, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის“ ფარგლებში ხორციელდება. მოქალაქეთა ჩართულობა …

გაჩერდა თუ არა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობა ბათუმში

ენმ-ის ბათუმის  მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში გიორგი კირთაძე ჯავახიშვილის 78 ნომერში „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებს. მისი განცხადებით, მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ შეჩერებულია. „დღეს ვიყავით იმ  ადგილზე, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. ჯერ თქვეს რომ მშენებლობა 2014 წელს დასრულდებოდა, შემდეგ ითქვა 2015 წელსო, ახლა გვეუბნებიან რომ 2016 წელს დამთავრდებაო. …

უსკოში კიდევ ერთი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია დარეგისტრირდა

დღეს, 29 აგვისტოს, უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კიდევ ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია დაარეგისტრირა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით,  რეგისტრაციაში გატარდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია,  „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან პირველად რეგისტრაცია ორგანიზაცია „მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობამ”  გაიარა.  ორგანიზაცია უსკოში 14 ივლისს დარეგისტრირდა. უსკოში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 28 სექტემბერს იწურება,  დამკვირვებელთა სიის წარდგენა კი 3 ოქტომბრამდეა …

თურქეთიდან მოქალაქეებს შემოსვლა უჭირთ – რიგები სარფის საბაჟოზე

თურქეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოზე შემოსასვლელად მოქალაქეებს დიდ რიგში დგომა უწევთ. კონკრეტულ მიზეზებს, თუ რა ქმნის პრობლემას, რიგში მდგომ მოქალაქეებს არ ეუბნებიან. ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს” უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ეს შეფერხება მხოლოდ ზაფხულის სეზონს შეიძლება უკვაშირდებოდეს, როცა მიმოსვლა ინტენსიურია, თუმცა რიგში მდგომი მოქალაქეები ამბებობენ, რომ მსგავსი რიგები საზღვრის გადასაკვეთად წინა წლებში არ ყოფილა. ეს …

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 4 წლის გიგლას დასახმარებლად

27 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელნაკეთი ნივთებისა და ხატების გამოფენა გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორები არასამთავრობორ ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგი“ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „იმედის ნერგი“. გამოფენის ერთ ერთი ორგანიზატორის, დავით ბერიძის თქმით, ეს არ არის ერთჯერადი გამოფენა და უახლოეს დღეებში გამოფენა-გაყიდვა უკვე სხვა ადგილებშიც გაიმართება. „საქველმოწმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება 4 წლის გიგლა ზაქარაძეს. რომელსაც აქვს …

16 მხატვარი და ორი დღე „ბათუმური ჩანახატებისთვის“

ბათუმს ქართველი “ურბან სკეჩერები” ესტუმრნენ – ხელოვანთა ჯგუფი, რომელბიც ქალაქური ჩანახატების სესიებს გამართავენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. პირველი სესია 26 აგვისტოს, ხუთ საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართა. ამბობენ, რომ ორი დღის განმავლობაში  დახატავენ ძველ და ახალ ბათუმის. აინტერესებთ ქალაქის არატურისტული ნაწილიც, რათა უკეთ გამოჩნდეს განსხვავება ქალაქის უბნებს შორის. „რამდენიმე ლოკაცია წინასწარ, ბათუმელების რჩევით შევარჩიეთ. მაგალითად, ბაზარი, “რვაფეხა”, ძველი და …

რას მიიჩნევენ ყველაზე ეფექტურ დახმარებად დევნილები და ეკომიგრანტები

25 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ კვლევის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი თემების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში; საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშემწყობი პროგრამები, პროვაიდერები და მექანიზმები“ – პრეზენტაცია გაიმართა. მიგრაციის კვლევის ცენტრის მკვლევარის, ენერგეტიკის სამინისტროს აპარატის უფროსის, ნათია ჭელიძის განცხადებით, კვლევის ფარგლებში აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში გამოკვლეულ იქნა ის დასახლებული …

უსკომ საიას საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა

8 ხმით 5-ის წინააღმდეგ  – უსკომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საუბარია 31 ივლისის შემთხვევაზე, როცა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს ვიდეო ჩართვით მიმართა.   უსკომ საიას მიერ პირველ აგვისტოს შეტანილი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, რაც საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში უსკომ პროცესი წააგო, …

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან მოქალაქეების გადმოსვლა შეფერხებულია

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან ასეულობით მოქალაქე საპასპორტო კონტროლისგავლას ელოდება. მოქალაქე ზურაბ [ქემალ] ცეცხლაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მისი ინფორმაციით საბაჟოზე გაურკვეველი მიზეზით სპეციალური პროგრამაა გამორთული და სისტემა არ მუშაობს. საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რის გამო არის შეფერხებული მოქალაქეების გადმოსვლა თურქეთიდან საქართველოში. სამუშაო საათების დასრულების გამო, კომენტარი არ გააკეთეს თურქეთის საკონსულოშიც.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ბათუმში, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმის N68 ოლქი: პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის ნუგზარ ვარშანიძე, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში – ჯაბა ბერიძე. ბათუმის N69 ოლქი: პარლამენტში – ნინო ბერაძე, უმაღლეს საბჭოში – კობა ჩხეიძე. ბათუმის N70 ოლქი: პარლამენტში – თეიმურაზ ხაბაძე, უმაღლეს საბჭოში – არმაზ ბახტაძე. რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს. ქობულეთში მაჟორიტარი დებუტატობის …

„რამდენი დემონიც გნებავთ“ – 2 სექტემბრიდან ბათუმის ახალ სცენაზე

2, 3 და 4 სექტემბერს, 20 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის – „რამდენი დემონიც გნებავთ“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია იაცეკ გლომბი, პოლონეთიდან. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება იეჟი პილხის მოთხრობის მიხედვით და რეალურ მოვლენებს ასახავს. „სამხრეთ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში, სადაც რელიგია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და სადაც იმდენი რწმენაა რამდენი სახლიც …

რიო, საქართველო, „ადამიანი საქართველოს სახელით“ და ოპტიმიზმის აპარატი

ნათია კაპანაძე ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო – ამ შედეგებით დაასრულა საქართველომ რიოში “ოლიმპიადა 2016” . რამოდენიმე დღე სოციალურ ქსელებს და მედიასაშუალებებს ღიმილივით გადაურბინა ქართველი ოლიმპიელების მცდელობებმა. ყველამ გავიხარეთ. და დაასრულა-მეთქი რომ ვამბობ, მართლა დასრულებას ვგულისხმობ: პარალელურად, არავინ იფიქრებს საჯარო მოხელეების პრემია-დანამატებს ხომ არ შეეწირა უფრო მეტი მომავალი ჩემპიონი? რატომ ირჩეოდნენ ფეხბურთელები ჩაწყობით კლუბებში? …

ფერადი „ზებრა“ ბათუმის ქუჩებში

პუშკინის ქუჩაზე „ზებრა გადასასვლელები“ ყვითელ და თეთრ ფერებში მოხატეს. მერიის ინფორმაციით, ჭაობის დასახლებაში, ყველა ქუჩაზე „ზებრა გადასასვლელები“ ფერადი იქნება. ჭაობის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია და ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, გასულ წელს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრთან“, რომელმაც ჭაობის დასახლაბაში ახალი ქუჩები დააპროექტა. …

ქართულისა და უცხო ენების გამოცდებზე წელს ნაკლები აბიტურიენტი ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნულ გამოცდებზე ძირითადი საგნების [უცხო ენებისა და ქართული ენის]  პირველადი შედეგბის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა 80 იყო და სირთულის მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვარიანტებს შორის ასე გადანაწილდა: პირველი ვარიანტი – 21 ქულა; მეორე ვარიანტი – 19 ქულა; მესამე ვარიანტი – 16 ქულა ; მეოთხე ვარიანტი …

Exit mobile version