საქველმოქმედო ორგანიზაცია: მერიისგან ოფიციალურ პასუხს ვერ ვიღებთ

თიკო აბაშიძე, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ მოქალაქეებთან კომუნიკაციის არქონის გამო. საჯარო სამსახურებისა და სახელმწიფო უწყებებისგან პრობლემაა ინფორმაციის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გაცემის ვადები კანონითაა დადგენილი.   ინფორმაციის გაუცემლობის მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ბათუმის მერია. მოქალაქეები ხშირად ამბობენ, რომ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯაროა, არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენი ორგანიზაციაც …

გონიოში იყიდება აგარაკი

გონიოში იყიდება აგარაკი (ორი სართული), 3 ოთახი (2 საძინებელი), საცხოვრებელი ფართობი: 78 კვ/მ, ეზო: 200 კვ/მ, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, სველი წერტილით, პარკინგის ადგილით, საუკეთესო ხედებით.სახლი აშენებულია 4 წლის წინ, მდებარეობს ფერდობზე, ტყესთან ახლოს, ზღვიდან 700 მეტრში. ფასი.: 68 ათასი აშშ დოლარი. მობ.: 592 07 12 12.

სასწრაფოდ იყიდება ან გირავდება ბინა იტალიურ ეზოში

სასწრაფოდ იყიდება ან გირავდება ბინა იტალიურ ეზოში. იზოლირებული, კეთილმოწყობილი, ავეჯით, ტექნიკითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი. აქვს დაშენების პერსპექტივა. იყიდება 21 000 დოლარად ან გირავდება 2 წლით – 15 000 დოლარად. მისამართი: ბათუმი, დ. თავდადებულის (ყოფილი შაუმიანის) და პუშკინის კვეთა. მობ.: 577 02 44 10

43 წლის ტარიელ მიქელაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა

43 წლის ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრს, ტარიელ მიქელაძეს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვის ძვირადღირებული ოპერაცია. ტარიელ მიქელაძე ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. „ბათუმელებს“ დახმარების თხოვნით ტარიელ მიქელაძის ოჯახის წევრებმა მიმართეს. მათი თქმით ტარიელ მიქელაძე ორი წლის განმავლობაში საქართველოში არასწორი დიაგნოზით მკურნალობდა – იტარებდა ქიმიოთერაპიებს და სხვადასხვა კურსებს. საბოლოო დიაგნოზი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ანალიზების გადაგზავნის …

ხულო, სოფელი თხილვანა წვიმის შემდეგ [ფოტო]

ბოლოდროინდელმა წვიმამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა თხილვანას, ბაკი-ბაკოსა და მთისუბნის დამაკავშირებელი სამანქანო გზა დააზიანა. ამ დროისთვის სოფლებთან მისასვლელი გზა გახსნილია.

როდის დაიწყება დაზიანებული გზის რეაბილიტაცია შუახევში

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხიჭაური-ზამლეთის მონაკვეთი, სადაც ხშირად მოძრაობს ჰესის მშენებელი კომპანიის მძიმე ტექნიკა, დაზიანებულია. შუახევის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის თქმით, ხიჭაური-შუახევის მონაკვეთი დაზიანებულია თითქმის მთლიანად,  ხოლო გზის შუახევი-ნენიის მონაკვეთი ნაწილობრივ. „აღნიშნულთან დაკავშირებით ჩამოსულები იყვნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს აზომვითი სამუშაოები. ჩემი ინფორმაციით, შუახევის დაბის 800-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება ამ თვის ბოლოსთვის, …

მდინარის ადიდების გამო ხულოს სამ სოფელთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა

დღეს, 6 ივლისს, დილიდან, სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში [სხალთისა და ღორჯომის მიმართულებით] მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა. ჩვენი ინფორმაციით, ეს სოფლებია: ბაკი-ბაკო, მთისუბანი, ასევე ზედა და ქვედა თხილვანა. „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ქვემო თხილვანასთან გზა არის, თუმცა …

საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? [გამოკითხვა]

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში – საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთჯერ. საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? გამოკითხვა 2016 წლის 16 ივლისამდე გაგრძელდება.

4 ივლისი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეა (ფოტო)

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღედ მიიჩნევა. დამოუკიდებლობის დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ბრიტანული კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება. დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წლის 4 ივლისს, ფილადელფიაში მიიღეს, რომელიც ეროვნული მოძრაობის გამორჩეულმა წევრმა თომას ჯეფერსონმა შეადგინა. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამი იყო რომ ადამიანები თანასწორნი არიან და მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. დეკლარაციის შემქმნელებმა დაგმეს …

ორგანიზაციას ესაჭიროება ხელმოწერების შემგროვებლები ბათუმსა და ქობულეთში

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართული მომავალი” აწარმოებს მსურველების მიღებას მოქალაქეების ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად ბათუმსა და ქობულეთში. ანაზღაურება მაღალია! ანგარიშსწორება მოხდება ყოველკვირეულად! მოთხოვნები: კეთილსინდისიერება, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ანაზღაურება გამომუშავებით: 40 თეთრი თითო ხელმოწერა. რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: listgeorgianfuture@gmail.com მობ.: 551 39 22 11

იპოთეკით დაზარალებული პირები მთავრობის სახლის წინ შიმშილობენ

აჭარის მთავრობის შენობის წინ, იპოთეკით დაზარალებული პირების შიმშილობა გრძელდება. 20-მა ადამიანმა შიმშილობა გუშინ დაიწყო. ისინი დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე შიმშილობენ და აჭარის მთავრობისგან ბანკთან შუამდგომლობას და დაბალპროცენტიან,  გრძელვადიან კრედიტებს მოითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუშინ პოლიცია მივიდა და მათ დაშლას შეეცადა. „მთავრობის სახლიდან 20 მეტრის მოშორებით მოგვთხოვეს პროტესტის გაგრძელება. პოლიციას ვუთხარი, რომ   მშვიდობიანი …

გაზეთი „ბათუმელები“ #23 [ანონსი]

4 ივლისიდან გაზეთ „ბათუმელების“ 23-ე ნომერში წაიკითხავთ: მთავარი თემა: რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან – კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის” აქვს გადაცემული მართვაში. „ბათუმელები” შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო …

აქციის მონაწილე: ვაპროტესტებთ პოლიციის ძალადობრივ სისტემას

2 ივლისს აჭარის პროკურატურის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, არიან ყოფილი პოლიტპატიმრები, მათი ახლობლები, ასევე უკანონო პატიმრების ოჯახის წევრები და მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას: „ძალადობრივი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს“. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ გიორგი პაპიძის და ირაკლი ჯაშის პატიმრობაში ყოფნას, რადგან მათი აზრით, ეს პირები პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი არიან. „მახარაძე როცა დააკავეს, გადაიყვანეს ნარკოლოგიურ …

საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

პირველ ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. „ეკონომიკური ასოცირება არის ვიზალიბერალიზაციის ნაწილი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მისცემს. ეკონომიკური ნაწილი კი შესაძლებლობას მოგვცემს ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია,  ეს იქნება მასტიმულირებელი  იმისათვის,  რომ ჩაიდოს ევროპული ინვესტიციები …

ჯერ ეროვნულ გამოცდებზე, შემდეგ – სინგაპურში

თათია ბოლქვაძე, აბიტურიენტი წელს აბიტურიენტი ვარ და ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. პირველი გამოცდა რამდენიმე დღეში მაქვს. იმედს არ ვკარგავ, რომ სასურველ ფაკულტეტზე, სასურველ უნივერსიტეტში მოვხვდები, რადგან მთელი წლის განმავლობაში ამ სურვილს, ჩემი მეგობრების მსგავსად, მეც დიდი დრო და ენერგია შევალიე. სიმართლე რომ ვთქვა, წელს გამოცდებზე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოსაცდელად უფრო გავდივარ, ვიდრე სტუდენტის სტატუსის …

ბათუმში იპოთეკარებმა „ოცნებას“ დაპირება კიდევ ერთხელ შეახსენეს

30 ივნისს ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისთან იპოთეკით დაზარალებული პირები შეიკრიბნენ და „ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბერიძის თქმით, აქციის ადგილი შემთხვევითი არ არის: „სწორედ ქართული ოცნება დაპირდა ხალხს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემას… დაზარალებულები ელოდებიან ბანკთან შუამდგომლობას, აინტერესებთ, შეინარჩუნებენ თუ ვერა სახლებს. თუ კი ლოდინის პროცესი დიდხანს გაგრძელდება, გაგრძელდება საპროტესტო …

რას ასწავლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება? რა არის დისკრიმინაცია? როგორ დავწეროთ პროექტი? – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს 33 სოფელში დაინტერესებულ პირებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე უფასო ტრენინგებს ჩაუტარებს. ტრენინგები სოფლად მცხოვრები იმ პირებისტვისაა განკუთვნილი, რომელთაც სურთ მეტი იცოდნენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდება. …

დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალ ჯგუფს მიიღებს

NIMD-ის დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალი ჯგუფის წევრების შესარჩევად მიღებას აცხადებს. ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც მსმენელები გაივლიან, განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის. დემოკრატიის სკოლის მსმენელებს ტრენინგები ბათუმში ჩაუტარდებათ კვირაში 2 ჯერ, ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ. NIMD-ის ვებგვერდის ცნობით, სატრენინგო პროგრამა …

დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია – სერვისები პროგრამის ფარგლებში

„წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ბათუმი“ ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პროგრამას – დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდება: სოციალური პროექტების დაფინანსება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვა სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება. მისამართი: ბათუმი, ყაზბეგის 5/7, ბინა 5 მობილური: 577 45 40 18

დაკავებულია აქციის სამი მონაწილე [ვიდეო]

გონიოელების აქცია მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. პოლიციელებთან ერთად არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებიც, რომლებიც ჟურნალისტის კითხვაზე ხართ თუ არა პოლიციელი?; ფორმა რატომ არ გაცვიათ?- არ პასუხობენ და კამერებს ერიდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე პოლიცია დაკავებულებს არ გაათავისუფლებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ …

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქობულეთის გამგებელი უხელფასოდ მუშაობს

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ზუსტად ორი წელია, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელია. როგორც გამგებელს, სულხან ევგენიძეს უკვე მეორედ აქვს საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ქონებრივი დეკლარაცია შევსებული. დეკლარაციის მიხედვით სულხან ევგენიძე ერთადერთი ნივთის მფლობელია, მას ეკუთვნის 1992 წელს გამოშვებული „ოპელ ასტრა“, რომლის ძრავის სიმძლავრე 1.6 ყოფილა. ქობულეთის გამგებელს, სულხან ევგენიძეს დეკლარაციის სავალდებულოდ შესავსებ გრაფაში – „საქართველოში ან …

ბათუმში ქუჩის კალათბურთის ტურნირი იწყება

ბათუმში, მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ქუჩის კალათბურთის (Streetball) ტურნირი იწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

არჩევანის თავისუფლება [ვიდეო]

რამდენად აძლევენ მშობლები შვილებს არჩევანის თავისუფლებას და როგორია მათი დამოკიდებულება შვილების მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ. სიუჟეტში ასახულია, როგორც მშობლების ისე შვილების პოზიცია. სიუჟეში ასევე მოისმენთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შეხედულებებსა და რჩევებს ამავე საკითხთან მიმართებაში. სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, NED-ის დაფინანსებით. ამავე თემაზე: ნათია ფანჯიკიძე – თაობათა ურთიერთობა [ვიდეო]

სასწრაფოდ იყიდება ბინა ზღვის სანაპიროსთან

ბათუმში, ზღვის სანაპიროდან 50 მეტრში, იყიდება ოროთახიანი გარემონტებული ბინა [ძველი რემონტი], მე-3 სართულზე, სხვენის დაშენების დამტკიცებული პროექტით. კორპუსის წინ არის ევკალიპტების ხეივანი და ბავშვების სათამაშო მოედანი. ფასი შეთანხმებით [მაკლერის გარეშე]. მისამართი: თამარის დასახლება, სახლი N1, ბ.33. მობ.: 555 72 04 16, ტელ.: 25 02 94    

ბულვარში ახალ ბოძკინტებს ამონტაჟებენ

ძველ ბულვარში  ახალი ე.წ.  ბოძკინტების დამონტაჟება დაიწყო.  თუჯისგან დამზადებული კლასიკური სტილის ბარიერები, რომლებსაც დაძველების ეფექტი ექნება, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ ბულვარის  ყველა შესასვლელში მოეწყობა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 30 ერთეული ბოძკინტი ბულვარის ადმინისტრაციამ  ელექტრონული ტენდერით შეიძინა, რისთვისაც   ბიუჯეტიდან 18 990 ლარი დაიხარჯა. მათივე ცნობით, სამუშაოები შპს „იმპექსმა“ აწარმოა.

ღია წერილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პროექტის შესახებ – „აწარმოე საქართველოსთვის“

მარინე თურმანიძე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი კაპრეშუმი ბატონო დიმიტრი, თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, სრულყოფილად ინფორმირებული  ვარ პროექტის შესახებ  – „აწარმოე საქართველოსთვის“. გასული წლის აგვისტოში სწორედ ამ პროექტს ვუწევდი პოპულარიზაციას  მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან – ფლაერებს ვავრცელებდი. ვიცი ასევე იმის შესახებ, რომ ამ პროექტით დიდად ამაყობთ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე საჯაროდ გითხრათ ჩემი აზრი პროექტის …

ვარდიჭალა მარადიდია თუ კირნათი?

ავტორი: იაშა დიასამიძე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი სოფელი მარადიდი, ძველი ისტორიული სოფელი, მდებარეობს ჭოროხის ხეობის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქ ბათუმიდან ოცდაექვსი კილომეტრის დაშორებით. ამ სოფლის ნახევარი ზედა მარადიდი მურათლის სახელწოდებით თურქეთის შემადგენლობაშია. ზედა მარადიდს ეკვრის დაბლობი, რომელიც ვარდიჭალის სახელს ატარებს. ქვედა მარადიდი ვარდიჭალის 15 ჰექტარ  მიწასთან ერთად საქართველოს შემადგენლობაშია. წინათ ვარდიჭალის  დაახლოებით  15 ჰექტარი მიწის ფართობი ჭოროხის …

გიორგი მაისურაძე: კაბინეტში ხატების ჩამოკიდება არის თვალთმაქცური საქციელი

საქართველოში სეკულარობის კრიზისი იყო დისკუსიის თემა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 მაისს. თემაზე მოხსენება წაიკითხა ფილოსოფოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მაისურაძემ. გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი: ჩვენ ხშირად არასწორი მნიშვნელობით ვიყენებთ ტერმინს _ სეკულარული, რაც გაუგებრობას იწვევს. სეკულარიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ ასპექტს, სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთმიმართებას, ან პოლიტიკას, არამედ სოციალურ და …

დემოკრატია სიღარიბის წინააღმდეგ

გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი ბევრი სპეციალისტი სიღარიბე-სიმდიდრის პრობლემას ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ფორმასა და მოდელს უკავშირებს. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეთა აზრით, საქართველოსნაირ მრავალეროვან და ტერიტორიამოუწყობელ, კონფლიქტური რეგიონების მქონე ქვეყანას, ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა მართებს. საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყნები (აშშ, საფრანგეთი) მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებია და ეს იმიტომ, რომ მათ, თავის დროზე, სხვა …

გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

ავტორი: თიკო ტყეშელაშვილი საზოგადოებრივ სივრცეში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ხშირად გვესმის დებატები თემაზე, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა საქართველოს რიგითი მოქალაქეებისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში. ამ დებატების ფონზე, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა თავად მოსახლეობის აზრი, რომელიც კარგად ჩანს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) CRRC-საქართველოს მიერ 2015-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული წარმომადგენლობითი გამოკითხვების შედეგებში. 2014 წლის ივნისის შემდეგ …

შეუზღუდავი სივრცე – ვაინახური კულტურის ფესტივალი ბათუმში [ვიდეო]

2 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიხსნა ვაინახური კულტურის ფესტივალი, რომელსაც პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ მართავდა. 5 ივნისს კი ფესტივალს ბათუმმა უმასპინძლა. რა მიზანს ემსახურებოდა, როგორ მიმდინარეობდა ფესტივალი და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გადაცემაში – „შეუზღუდავი სივრცე“  ისაუბრა გადაცემის სტუმარმა, ანსამბლ „პანკისის“ ხელმძღვანელმა, ბელა მუთოშვილმა. გადაცემა მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის „ახალგაზრდებში დემოკრატიული …

სასწრაფოდ იყიდება 50 კვმ ბინა ბათუმში

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ზღვიდან 300 მეტრში, ახალაშენებულ სახლში იყიდება 50 კვ.მ ბინა, შავი კარკასი. ბინა მდებარეობს მეხუთე სართულზე. სახლი უკვე ჩაბარებულია, შეყვანილია კომუნიკაციები. ფასი: 31 000 დოლარი. ტელეფონი: 571 144 134

უცნობი ყადირ შერვაშიძე

სულხან სალაძე დღეს 2016 წლის 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვინმეს რომ ვკითხო, 1897 წლის 24 აგვისტოს შესახებ რამე ხომ არ ახსენდება, ალბათ პასუხი იქნება – არა. არადა, 1897 წლის 24 აგვისტოს აჭარაში სტუმრად მყოფმა თედო სახოკიამ ქედიდან ბათუმისაკენ აიღო გეზი. ბათუმისკენ ცხენით მიმავალ ეთნოგრაფს ოთხი თანამგზავრი ახლდა თან. ორი თუფან ბეგის შვილი იყო, ორიც …

აჭარის პოლიციაში დეტექტივების უფროსი ისევ შეიცვალა

შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად ვახტანგ ტერაშვილი დაინიშნა. ცვლილება 16 მაისისთვის განხორციელდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის პოლიციაში დეტექტივების სამმართველოს უფროსი უკვე მესამედ შეიცვალა. ტერაშვილის დანიშვნამდე სამმართველოს ხელმძღვანელობდა გიორგი რევაზიშვილი, რომელიც ამ თანამდებობიდან დაახლოებით 2 თვის წინ გადადგა. როგორც შს სამინისტროში ამბობენ, ის სისტემამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიავლინა. ბოლო მონაცემები ცხადყოფს, …

Exit mobile version