„მოსახლეობას აქვს წყლისა და სანიაღვრე სისტემის, ასევე გზის პრობლემა, რომელიც ძალიან მალე მოგვარდება და ვფიქრობ, ბათუმელები მოხარულები ვიქნებით ახალი ინფრასტრუქტურით,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება კომპანია „ზიმო 7“-თან აქვს გაფორმებული. სამუშაოები …
Author Archives: ბათუმელები
ბათუმელმა ექიმებმა პოლონეთში გადამზადების კურსი გაიარეს
აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დღეს, 2 აგვისტოს პოლონეთიდან დაბრუნებულ ექიმებს შეხვდა. აჭარის მთავრობისა და სილეზიის სავოევოდოს [პოლონეთი] მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის, 2015-2016 წლების სამუშაო პროგრამის ფარგლებში აჭარის ონკოლოგიური ცენტრის სამი ექიმი სპეციალიზებული ტრენინგკურსის გასავლელად პოლონეთში იმყოფებოდა. აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის თქიმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა. ქიმიოთერაპევტი …
Continue reading “ბათუმელმა ექიმებმა პოლონეთში გადამზადების კურსი გაიარეს”
რა იწვევს ფუტკრის ოჯახების განადგურებას
აჭარის სოფლებში მეფუტკრეები ამბობენ, რომ ფუტკრის ოჯახები ეღუპებათ. ანალოგიური სიტუაციაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ზოგიერთი მეფუტკრე მიიჩნევს, რომ ფუტკარს ის შხამ-ქიმიკატები ანადგურებს, რასაც სოფლის მეურნეობაში ერთწლოვანი თუ მრავალწლოვანი კულტურების შესაწამლად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ფუტკრის ასობით ოჯახი განადგურდა, სახელმწიფოს პრევენციული ზომებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს …
უსკოს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე
დღეს, 1 აგვისტოს, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ იქნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობას ეხება. საქმე ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, რომელიც გუშინ, 31 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაციაზე განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, უსკო კანონით დადგენილი …
Continue reading “უსკოს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე”
პატიმრის ადვოკატი საქართველოს პროკურორს მიმართავს
დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადვოკატმა ირაკლი ზაქარიაძემ გამართა ბრიფინგი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ლევან არახამიას საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლევან არახამია 2015 წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის ნომერ მესამე დაწესებულებაში ისე, რომ მისი დაკავების ოქმი არ შემდგარა …
Continue reading “პატიმრის ადვოკატი საქართველოს პროკურორს მიმართავს”
რატომ არ ასრულებენ მეთევზეები მერიის მითითებებს
ნურიგელის ტბასთან გამოკრული დიდი ტრაფარეტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ტბაში თევზაობა აკრძალულია. აკრძალვის მიზეზი ტბაში მომწამვლელი წყალმცენარეების გაჩენა გახდა. მერიის ინფორმაციით, სანამ ტბის გაწმენდის პროცესი არ დასრულდება, მანამდე ტბაში თევზჭერა შეზღუდული იქნება. ამის მიუხედავად, მეთევზეები მერიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ და თევზაობენ. „არ არის აკრძალული, რომ იყოს აქ არ გაგვაჩერებდნენ“ – გვეუბნება დავით არძენაძე. მის თქმით, თევზი მომწავლელი …
Continue reading “რატომ არ ასრულებენ მეთევზეები მერიის მითითებებს”
ადრეული ქორწინების პრობლემაზე საჯარო ლექცია გაიმართა
თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ადრეული ქორწინების პრობლემებზე იმსჯელეს. ლექციას კითხულობდნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გურჩიანი და ნორთვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი ბრიჯიდ არიმონდი. შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქართული, ასევე ამერიკული კანონმდებლობა ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე პრობლემებიც განიხილეს, რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას – პირველ რიგში ჯანმრთელობის პრობლემები 18-წლამდე დაფეხმძიმების გამო; აღინიშნა განათლების პრობლემა – ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში გოგონები, რომლებიც ნაადრევად …
Continue reading “ადრეული ქორწინების პრობლემაზე საჯარო ლექცია გაიმართა”
დისკუსია – მშენებელ მუშათა უფლებები და სახელმწიფო [ანონსი]
შაბათს, 30 ივლისს, 14:30 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება სამოქალაქო მოსმენები თემაზე: „მშენებელ მუშათა უფლებები და სახელწიფო“. დისკუსიის მომხსენებლები არიან: იაკობ გურგენიძე, აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი და ირაკლი მოქია, ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. დისკუსიის მოდერატორია ნანა კვაჭაძე, გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი. დისკუსიას დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და თემით დაინტერესებული პირები. დასწრება …
Continue reading “დისკუსია – მშენებელ მუშათა უფლებები და სახელმწიფო [ანონსი]”
დაბინძურებული გრიგოლეთის პლაჟი [ფოტო]
გრიგოლეთის სანაპირო ზოლი, სუფსის გამგებლის მოადგილის, ნუგზარ ცინცაძის ინფორმაციით, ყოველი შტორმის შემდეგ სუფთავდება. „აღნიშნული პლაჟი ყოველი წვიმის შემდეგ სუფთავდება, იწმინდება ის ნარჩენები რაც შტორმის დროს ზღვას გამოაქვს, პლაჟი არის ახალი დასუფთავებული,“ – ამბობს ის. ადგილზე დამსვენებლების მიერ, “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ ფოტოებში კი სანაპირო ზოლი სხვადასხვა, მათ შორის საყოფაცხოვრებო და ნაწილობრივ სამშენებლო მასალების ნარჩენებით არის დაბინძურებული. ფოტოები …
უსახლკარობა და ეკომიგრაცია – საჯარო დებატები ბათუმში [ანონსი]
2016 წლის 29 ივლისს ქალაქ ბათუმში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები თემაზე – „უსახლკარობა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ეკომიგრაციის სფეროში არსებული გამოწვევები აჭარაში“. მომხსენებლები: ციალა ქათამიძე – საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის, აჭარის სამმართველოს უფროსი: შიდა მიგრაციული პროცესების გამომწვევი სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, შრომითი ფაქტორები აჭარაში დალი ქიქავა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, …
Continue reading “უსახლკარობა და ეკომიგრაცია – საჯარო დებატები ბათუმში [ანონსი]”
მედე ვასაძე და მურმან დუმბაძე პარტიის შექმნას ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას უკავშირებენ
პოლიტიკური პარტიის „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნებას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მედეა ვასაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის აჭარაში დაბრუნებას და მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს: „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმ ფაქტს, რომ პარტიის ჩამოყალიბება საბოლოოდ მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც აჭარაში ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე გამოჩნდა“. მედეა ვასაძის თქმით „ემსახურე საქართველოს“ ამ დრომდე იყო საზოგადოებრივი …
“სოციალისტური საქართველოს” ყრილობაზე რუსული ჯარის დაბრუნება მოითხოვეს
საბჭოთა კავშირის ჰიმნით გაიხსნა დღეს, 27 ივლისს, სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ბათუმში. ყრილობაზე სიტყვით რამდენიმე ახალგაზრდაც გამოვიდა, რომლებსაც პიონერის ყელსაბამი ეკეთათ. ყრილობას ესწრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმერ სიმაგინი, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული არ არის და ისინი „ამერიკულ ჩექმას გაექცნენ“. სიმაგინი დუმაში “კომუნისტურ პარტიას” წარმოადგენს. პარტიის ქართველმა ლიდერებმა ყრილობაზე საქართველოში …
Continue reading ““სოციალისტური საქართველოს” ყრილობაზე რუსული ჯარის დაბრუნება მოითხოვეს”
ადრეული ქორწინების პრობლემა ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებში – საჯარო ლექცია ბათუმში
30 ივლისს, 19 საათზე ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “ადრეული ქორწინების პრობლემა ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებში”. საჯარო ლექციას ერთობლივად გამართავენ ნორთვესტერნის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) პროფესორი – ბრიჯიტ არიმონდი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი. ლექციაზე განხილული იქნება ამერიკული კანონმდებლობა ადრეულ ქორწინებასთან, როგორც გოგონათა უფლებების დარღვევის ფორმასთან, დაკავშირებით. …
აჭარაში არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო
21 ივლისიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს მასშტაბით არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო. არაგადამდები დაავადებები, მათ შორის – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. 21-ე საუკუნის გლობალური ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევააა. ასეთ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობა არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, დაავადებათა …
Continue reading “აჭარაში არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა დაიწყო”
ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს
25 ივლისს ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნდა . პარტიის დამფუძნებლები არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე და ნუგზარ კეკელიძე, ამირან ცეცხლაძე და შალვა ჯინჭარაძე. როგორც პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მედეა ვასაძემ უთხრა „ბათუმელებს“, პარტიის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად იუსტიციის სამინისტროს განცხადებით ხვალ, 27 ივლისს მიმართავენ. „როგორც კი წარვადგენთ სადამფუძნებლო დოკუმენტებს რეგისტრაციისთვის, …
Continue reading “ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს”
ზოგად უნარებში დაახლოებით 6 000 აბიტურიენტი ჩაიჭრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების შედეგები გამოაქვეყნა. naec-ს პრესსამსახურის ინფორმაციით ზოგადი უნარების გამოცდაში დაახლოებით აბიტურიენტების 16% – 6000 აბიტურიენტი ჩაიჭრა. ტესტის პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში მინიმალური გამსვლელი ქულა იყო 24, ხოლო მესამე ვარიანტში 23 . გამოცდების შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე naec.ge. ასევე აბიტურიენტები „მაგთის“, „ჯეოსელის“ და „ბილაინის“ ქსელიდან თუ გააგზავნიან თავიანთ საინდეტიფიკაციო კოდს sms-ის …
Continue reading “ზოგად უნარებში დაახლოებით 6 000 აბიტურიენტი ჩაიჭრა”
“დემოკრატიის ინსტიტუტი” ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობას აფასებს
„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისია მარტში შეიქმნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის პროგრამისათვის, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ეკომიგრანტები უნდა შეარჩიოს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეფასებით „კომისიის მუშაობის სისტემა, პროცედურები მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელია“. გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილ პრობლემებს შორისაა კომისიის მუშაობის პროცესისადმი კომისიის წევრების …
სოფელ ზედა აჭყვაში მისასვლელი გზა ორ კვირაზე მეტია ჩახერგილია
ზედა აჭყვაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კახა შაშიკაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ივლისის დასაწყისში, მეწყრული პროცესების განვითარების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შესაბამისი სამსახურები, ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამისი სამსახურები, საგზაო და გეოლოგიური სამსახურები. თუმცა მეწყრული პროცესების …
Continue reading “სოფელ ზედა აჭყვაში მისასვლელი გზა ორ კვირაზე მეტია ჩახერგილია”
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე აჭარიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს
ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში 31-ე ოლიმპიურ თამაშები საქართველოდან 39 სპორტსმენი 13 სახეობაში იასპარეზებს. ოლიმპიურ ნაკრებში 6 სპორტსმენი აჭარის რეგიონიდანაა: შმაგი ბოლქვაძე [ჭიდაობა], ხათუნა ნარიმანიძე [მშვილდოსნობა], იულია ლობჟანიძე [მშვილდოსნობა], ვარლამ ლიპარტენიანი [ძიუდო], ამირან პაპინაშვილი [ძიუდო], ირაკლი თურმანიძე [ძალოსნობა]. ოლიმპიური თამაშების ზოგიერთ მონაწილეს, დღეს, 25 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის …
Continue reading “რიოს ოლიმპიურ თამაშებზე აჭარიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს”
„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ
ამ წუთებში, ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი იმ გარემო პირობებს აპროტესტებენ, რაშიც მათ ოჯახებს უწევთ ცხოვრება. აქ მცხოვრები ოჯახები აჭარის მთავრობას თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს სთხოვენ, რომ სანამ მათი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდება, მანამდე, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა „ოცნების ქალაქში“. „გვინდა შევხვდეთ ზურაბ პატარაძეს რომ ჩვენი მოთხოვნები მოისმინოს. საკანალიზაციო სისტემა, განათება და გზები მოგვიწესრიგონ, …
Continue reading “„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ”
სახელმწიფო აუდიტი: აჭარის მუნიციპალიტეტებში უკეთესი კადრებია საჭირო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 22 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში [ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის] 2014–2015 წლებში ჩატარებული სახელმწიფო აუდიტის შედეგები. „ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ მუნიციპილალიტეტების, ბათუმის მერიის, საკრებულოს აუდიტს. დასკვნები, რომლებიც ჩვენი სამსახურის მიერ ქვეყნდება, მოიცავს რეკომენდაციებს როგორ გაიხარჯოს ბიუჯეტი. …
Continue reading “სახელმწიფო აუდიტი: აჭარის მუნიციპალიტეტებში უკეთესი კადრებია საჭირო”
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 დასრულდა
დღეს, 22 ივლისს, აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდა ბოლო საგანში, ფიზიკაში ჩააბარეს. ამით ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის ინფორმაციით, წელს რეგისტრირებული იყო 38 500 აბიტურიენტი, აქედან გამოცდაზე, დაახლოებით 97 % გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით, წელს ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. რაც შეეხება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის გამოყენებას გამოცდებზე, …
საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან
დღეს, 21 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავარ პროკურატურასთან, პატიმრობაში მყოფ გიორგი კაკაბაძისა და ხვიჩა კინწურაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პატიმრების ახლობლები აცხადებენ, რომ გიორგი კაკაბაძე და ხვიჩა კინწურაშვილი 3 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. „გიორგი და ხვიჩა არიან უკანონო პატიმრები, ისინი ქუთაისის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 2 ქალის ცრუ ჩვენების საფუძველზე,“ – …
ცხოვრება ტბეთის 12-ში [ფოტო]
ბათუმში, ტბეთის ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, სადაც 20-მდე უჯახი, უნებართვოდ ცხოვრობს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. მოსახლეობას, რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის შემდეგ, უფლება მისცეს დარეგისტრირდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დროებით აბონენტებად. ეს ოჯახები აქ მესამე წელია უშუქოდ ცხოვრობენ.
რა უთხრეს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში“ [ვიდეო]
ხმაურით შეხვდა „ოცნების ქალაქი“ ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აპირებს კენჭისყრას. მოსახლეობის ნაწილმა მასთან გასაუბრებაზე უარი თქვა, ნაწილმა კი აჭარის მთავრობის ყოფილ ლიდერს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და აგრესიულად მოუწოდა, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტერიტორია. ლევან ვარშალომიძე დღეს, 20 ივლისს, ე.წ. ოცნების ქალაქში წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული „სოციალური სახლების“ პროგრამის შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმებას …
Continue reading “რა უთხრეს ლევან ვარშალომიძეს „ოცნების ქალაქში“ [ვიდეო]”
„პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში 15-მა წევრმა დატოვა
დღეს, 20 ივლისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს. „პარტიაში მოხდა მუხანათური საქციელი, რის გამოც ჩვენ დღეს აღმოვჩნდოთ პარტიის გარეთ, ხოლო ის ადამინები ვის გამოც დავტოვეთ პარტია, პარტიის ცენტრალურ თანამდებობზე არიან“- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა მანუჩარ აბაშიძემ. ის კონკრეტულ პირებს, თუ ვის გამო დატოვა 15-მა წევრმა პარტია, არ ასახელებს. …
Continue reading “„პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში 15-მა წევრმა დატოვა”
რას ეტყვის „ოცნების ქალაქი“ ზურაბ პატარაძეს
ყოფილი 53–ე ბატალიონის ტერიტორიაზე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებნი აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მისვლას ელოდებიან. „ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ მთავრობის ახალი თავმჯდომარისთვის ბევრი რამ აქვთ სათქმელი, თუმცა მოსახლეობის აზრი აქ ორად იყოფა, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ახალი კადრის მოსვლამ „ოცნების ქალაქში“ ზოგს იმედი გაუჩინა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ამით არაფერი შეიცვლება. თამარ კოკობინაძე „ოცნების ქალაქში“ …
Continue reading “რას ეტყვის „ოცნების ქალაქი“ ზურაბ პატარაძეს”
„მზე ჩავიდა ბატონებო!“
„მზე ჩავიდა ბატონებო!“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც 18 ივლისს, ბათუმის თეატრალურ სარდაფში ნახა მაყურებელმა. სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის, „ალუბლის ბაღის“ ადაპტირებული ვერსიაა. აქ ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია და პერსონაჟები ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მუდმივად ცდილობენ გაღწევას, მაგრამ არსად აქვთ წასასვლელი. ბაღი განადგურდა, იგი აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ მოგონებები და განცდები. პერსონაჟებს მუდმივად სტანჯავთ …
სლოვაკი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში
„პოზა სიარული წინ და უკან“ – გამოფენა ამ სახელწოდებით ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარეობს. ოთხი სლოვაკი ხელოვანის: გინტა ვეისერმენის, იზაბელ ვენცელის, MML Studio-ს და ლუსია ნიმცოვას ნამუშევრები შემოქმედებითმა ჯგუფმა „ფლოატმა“ ჩამოიტანა ბათუმში. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები და ვიდეო ინსტალაციები, რომელიც სხვადასხვა სოციალურ დონეზე მყოფი ადამიანის მდგომარეობას ასახავს. როგორც თანამედროვე ხელოვნების სივრცის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი …
Continue reading “სლოვაკი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში”
სოფიო კახაძე უსკოს მდივნად აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანი 8 ხმით სოფიო კახაძე გახდა. იგი უსკო-ს წევრად, უმაღლესმა საბჭომ, 2016 წლის 5 ივლისს აირჩია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი. რამაზ გოლომანიძემ 5 ხმა მიიღო. მდივნის ასარჩევად მინიმუმ 7 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო. „საარჩევნო კომისია სრულფასოვან მუშაობას მაშინ შეძლებს, როცა არჩეული იქნება მდივანიც და თავმჯდომარის …
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში ისევ არ უშვებენ
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს თურქეთის მხარე საქართველოში ამ დრომდე არ უშვებს. ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა თურქეთის მხარემ შეზღუდა და როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვა, ჯერჯერობით, უცნობია. აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.
იპოთეკით დაზარალებულები მთავრობის სახლთან კარავს არ გაშლიან, ჯერჯერობით
17 ივლისს აჭარაში მცხოვრებ იპოთეკით დაზარალებულ პირებს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს მეორედ შეხვდა აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის თავმჯდომარე მათ მომავალ კვირას შეხვდება და დაწვრილებით გაესაუბრება. იპოთეკით დაზარალებულთა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის სახლთან კარვის გაშლას აპირებდნენ, თუმცა რადგან პატარაძისგან შეხვედრის და მათი პრობლემების მოსმენის პირობა მიიღეს, კარავს აღარ …
Continue reading “იპოთეკით დაზარალებულები მთავრობის სახლთან კარავს არ გაშლიან, ჯერჯერობით”
აქცია ბათუმში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
17 ივლისს, ბათუმში, ფონდმა „იალქანმა“ და „ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ორგანიზატორების განცხადებით აქციის ფარგლებში ღონისძებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება, გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქალებთან, ხოლო მომავალ კვირას ღონისძიებების ციკლი უფრო ფართომასშტაბიანი აქციით დასრულდება.
თურქეთის მხრიდან საქართველოში თურქეთის მოქალაქეებს არ უშვებენ
„ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქეთიდან სარფის საზღვარზე თურქეთის მოქალაქეებს არ უშვებენ. როგორც ბათუმში თურქეთის საკონსულოში გვითხრეს, შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა არ ეკრძალებათ. აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.
ანკარა ღამით, ერდოღანის მომხრეები ქუჩებში [ვიდეო]
15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაფიქსირდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. ვიდეო „ბათუმელებს” ანკარიდან მოაწოდეს. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.
საქართველო-თურქეთის საზღვარი გაიხსნა
ამ დროისათვის საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, საბაჟო ჩვეულ რიტმში მუშაობს. მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან თურქეთში. საქართველო-თურქეთის საზღვარი 16 ივლისს, დაახლოებით დილის 4 საათზე ჩაიკეტა და საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გადასვლა შეეზღუდათ, ხოლო თურქეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის საზღვარზე გადსვლა შესაძლებელი იყო. აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა, ამჟამად თურქეთში …