დღეს, ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა მოეწყო. Critical Mass არის ყოველთვიური ველო-მსვლელობა ქალაქის ქუჩებში. იმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს.
მსვლელობის მიზანია, საზოგადოება დაარწმუნონ ველოსიპედებისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცის აუცილებლობაში და კიდევ ერთხელ შეახსენონ სამთავრობო სტრუქტურებს, ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.