Batumelebi | საქველმოქმედო საღამო 10 წლის ბაჩუკის ოპერაციის თანხის შესაგროვებლად საქველმოქმედო საღამო 10 წლის ბაჩუკის ოპერაციის თანხის შესაგროვებლად – Batumelebi
RU | GE  

საქველმოქმედო საღამო 10 წლის ბაჩუკის ოპერაციის თანხის შესაგროვებლად

7 დეკემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში 10 წლის ბაჩუკი ბერიძის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები ბათუმის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიდან.

10 წლის ბაჩუკი საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაიბადა, მას უკვე გაუკეთდა ერთი ოპერაცია თურქეთში, ქალაქ სტამბულში და ამჟამად ღვიძლის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება.

ბაჩუკის ოჯახი სოციალურად დაუცველია და დახმარების გარეშე ოპერაციისთვის საჭირო თანხის შეგროვებას ვერ შეძლებს.

საქველმოქმედო საღამოზე ბილეთის ფასი 10 ლარია.

ბაჩუკის დასახმარებლად ასევე ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერი: GE52LB0211154880747000 – ეთერ სალაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
როინ გუნდაძე