Batumelebi | ხვალ – საჯარო ლექცია ბათუმში განაშენიანების პოლიტიკაზე [ანონსი] ხვალ – საჯარო ლექცია ბათუმში განაშენიანების პოლიტიკაზე [ანონსი] – Batumelebi
RU | GE  

ხვალ – საჯარო ლექცია ბათუმში განაშენიანების პოლიტიკაზე [ანონსი]

ხვალ, 27 იანვარს, 13 საათზე „ლურჯი ფარი” და საზოგადოება “ბათომი” გიწვევთ საჯარო ლექციაზე –  „განაშენიანების პოლიტიკის საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები”.

ლექციას წაიკითხავს ანანო ცინცაბაძე – სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების იურისტი, გარემოს დაცვის სამართლის სპეციალიზაციით, რომელიც რამდენიმე წელია სამოქალაქო სექტორში სოციალური უფლებებისა და საჯარო სივრცეების სამართლებრივი დაცვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობს.

ლექციის ფორმატი თავისუფალია, ნებისმიერ მსურველს შეეძლება კითხვის დასმა და დისკუსიაში მონაწილეობა.

მისამართი:  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფარნავაზ მეფის 62-64.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.