Batumelebi | დამატებითი ანაზღაურება ექიმებს და ავტომანქანები ჯანდაცვის ცენტრებს აჭარის სოფლებში დამატებითი ანაზღაურება ექიმებს და ავტომანქანები ჯანდაცვის ცენტრებს აჭარის სოფლებში – Batumelebi
RU | GE  

დამატებითი ანაზღაურება ექიმებს და ავტომანქანები ჯანდაცვის ცენტრებს აჭარის სოფლებში

2017 წელს აჭარაში სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამისთვის, ისევე როგორც გასულ წელს, 270 ათასი ლარია გამოყოფილი; რაც შეეხება სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებას, ის შარშანდელთან შედარებით 50 ათასი ლარითაა გაზრდილი და 250 ათას ლარს შეადგენს.

პროგრამებს მიმდინარე წელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა – სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება – ითვალისწინებს:

  • მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი, ხულო] სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით,
  • ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 150 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის პროგრამას, ის  ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრის  სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენას.

სამინისტრო, გასული წლის ანალოგიური პროგრამით შეძენილ 9 ავტომანქანას გადაუნაწილებს ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, ხოლო წელს შეძენილ 13 ავტომანქას გადასცემს იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც დააკლდებათ და ყველაზე მეტად იქნება ასეთი მანქანების ქონა აუცილებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.