საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამი გემი დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა – ფოთის, ხოლო ხორვატიის დროში ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს. გემის კაპიტანებს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრათ, რასაც დაემატება გარემოსათვის …

გვარასა და ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას. მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და …

დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ACCESS-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიათა ციკლი „საუბრები ევროპაზე“.  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა დისკუსია თემაზე: „დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“: როგორ გავიგოთ კრიზისი?“  დისკუსიის მომხსენებელი სალომე ასათიანი იყო, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, მოდერატორი – კინომცოდნე გოგი გვახარია.  გთავაზობთ სალომე ასათიანის მოხსენებას.  „დასავლეთში, მის პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ წრეებში, …

ადამიანი ეტლით

თომა კაკაბაძე, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“  ______________________________ 23 წლის ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. სიმაღლიდან გადმოვვარდი, კისრის მალების მოტეხილობამ ზურგის ტვინის დაზიანება გამოიწვია, რის შედეგად ეტლში აღმოვჩნდი. თუმცა ეტლამდე დიდი პერიოდი გავიარე. ეს ის დრო იყო, როცა ეტლში ჩაჯდომა ოცნებად მქონდა, ოღონდ ეტლამდე მივიდე-მეთქი – ვფიქრობდი მაშინ. ეს ადვილი არ იყო. რვა თვის განმავლობაში ვიწექი, ამ …

ჩემი თვალით დანახული ქართული და ამერიკული სკოლა

ავტორი: დავით ჯინჭარაძე ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს განათლების სისტემა არ ვარგა. ამბობენ სხვადასხვა მიზეზს: მშობლები ფიქრობენ, საკმარისად რთული არ არისო, ხოლო ჩვენ, მოსწავლეები, ვერ ვერგებით სკოლის მოთხოვნებს და ამიტომ სკოლაში სიარულიც არ გვიყვარს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი განათლების სისტემა ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნების სისტემისაგან. საქართველოსა და ამერიკის სკოლებში სწავლის შემდეგ, ჩემთვის ეს განსხვავებები კიდევ უფრო ნათელი …

თორმეტი განრისხებული კანდიდატი

ავტორი: შოთა გუჯაბიძე ზუსტად კი არ მახსოვს თორმეტი თუ იყვნენ. იქნებ თერთმეტი იყვნენ, ან ცამეტნი? ოთხი წლისწინანდელი ამბავია. ახალი მერი უნდა ავირჩიოთ ქალაქმა დღე-დღეზე, პირველი არჩეული მერი უნდა ჰყავდეს ბათუმს ქალაქად არსებობის 126 წლის განმავლობაში. პატარა ამბავი არაა ამხელა ქალაქის პირველი პირი, თან იმ ფონზე, როცა ძველი ბათუმი თვალდახელშუა ინგრევა. დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა იმის …

კონკურსი მოსწავლებისა და სტუდენტებისთვის

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტ ფარგლებში – „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“, აცხადებს ესეების კონკურსს “რატომ ევროპა”. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და  სტუდენტთა/მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.                                კონკურსის პირობები ➧ წარმოდგენილი ესე უნდა ამხელდეს იმ დეზინფორმაციულ მითებს, რომელიც აჭარაშია გავრცელებული ევროპის შესახებ ➧ პასუხობდეს თემას …

რას წაიკითხავთ ჟურნალ „ბათუმელების“ ახალ ნომერში [ანონსი]

ჟურნალ „ბათუმელების“ სექტემბრის ნომრის დარიგება იწყება. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ამ თვიდან „ბათუმელები“ თავად უზრუნველჰყოფს ჟურნალის მიტანას ხელმომწერებთან თბილისში. ფოკუსი თემაზე: არჩევნები, სოროსი და საქართველო ავტორი: დათო ქოქოშვილი პოლიტიკა: „ოცნების“ ნაბიჯი წინ და ნაბიჯი უკან  ავტორი: ცაგო კახაბერიძე ეკონომიკა: ვემსახურები ბანკს ავტორი: თედო ჯორბენაძე განათლება: რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა ავტორი: ლელა დუმბაძე ჯანმრთელობა: საჭიროზე მეტი ექიმი  …

სტიქიის შედეგები ქობულეთში

ქობულეთში სტიქიიდან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამაშველო სამსახურის ორგანიზებით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ასევე იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები. გადაუღებელი წვიმის შედეგად ღამით მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ქუჩა, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები, იწმინდებოდა სანიაღვრე არხები …

მწვანე კონცხის პლაჟი 49 წლით გასხვისდება – დაინტერესებული კომპანია სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული

მწვანე კონცხის პლაჟის ნაწილი 49 წლის ვადით „ბიზნეს დეველოპმენტს“ უსასყიდლოდ გადაეცემა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა და ერთი შენობის პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს. „ბიზნეს დეველოპმენტი“, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აჭარის მთავრობისთვის კომპანიის პირობები მისაღებია. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც დღევანდელი, 29 სექტემბრის სხდომაზე, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა. „ბიზნეს დეველოპმენტი“, მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ …

ჩემი ერთი წელი კალიფორნიის შტატის სკოლაში

ავტორი: დავით ჯინჭარაძე  ორი წლის წინ საზღვარგარეთ უფასოდ წასვლაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. მაშინ თურქეთშიც კი არ ვიყავი ნამყოფი და ერთადერთი წყარო, საიდანაც უცხო ქვეყნებზე ვიგებდი, ინტერნეტი იყო. ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოს, ვკითხულობდი სტატიებს იმ მიზნით, რომ გარესამყაროზე მეტი გამეგო. ერთხელ, უცხო ქვეყნების შორიდან “თვალიერების” დროს, აღმოვაჩინე FLEX-ის პროგრამა, რომელიც აშშ-ში ერთი წლით წასვლას მთავაზობდა, თან სრულიად …

მილიონი ფრინველი ბათუმის ცაზე

სექტემბრის ბოლო კვირა აჭარაში საუკეთესო პერიოდია მტაცებელ ფრინველთა მიგრაციაზე დასაკვირვებლად. ევრაზიიდან აფრიკის კონტინენტისკენ გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა გუნდები ერთი კვირის განმავლობაში იფრენენ ბათუმის ცაზე, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის, პირობითად კი „ბათუმის ძაბრის“ სახელითაა ცნობილი. ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“  მსოფლიოში მესამე ადგილზე მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ …

ოქრომჭედელი ციხის შემდეგ

ბათუმის ცენტრიდან გარეუბანში სამარშრუტო ტაქსით თხუთმეტ-ოც წუთში მოხვდებით. ალაგ-ალაგ აყრილი, მტვრიანი გზა და  ნაცრისფერი, კერძო სახლები 90-იანი წლების საქართველოს მოგაგონებთ. ძნელი წარმოსადგენია, რომ აქედან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჯერ კიდევ ტურისტებით სავსე ბათუმია. 45 წლის ყოფილი პატიმარი დ. ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს და საკუთარი სახლის პირველ სართულზე პატარა საიუველირო  სახელოსნო აქვს გახსნილი. ოჯახში ექვსნი არიან. დ.  2011 წელს …

მშობელს არ აქვს სისუსტის უფლება

ავტორი: ნათია სირაბიძე  ღამის ოთხი საათი იყო. ლილეს ხველების ხმამ გამაღვიძა. ვერ ვსუნთქავო. ბრონქული სპაზმი ჰქონდა. მეგობარი ექიმი გავაღვიძე, დისტანციურად გაგვიწია კონსულტაცია. მითითებებისამებრ წამლები ვიყიდე, დავალევინე და დილამდე ეძინა. საავადმყოფოში წავედით ანალიზისთვის. ლილე სკამზე იჯდა, ექთანი სისხლს უღებდა ჯერ ვენიდან და მერე თითიდან. უცებ ფერი დაკარგა და თავი ჩაქინდრა. ექთანმა, სასწრაფოდ დივანზე დავაწვინოთო. ლილე თვალებს …

მოჰსენ მახმალბაფი: წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული

21 სექტემბერს სასტუმრო WYNDHAM batumi-ში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების ჟიურის ხელმძღვანელობს. მან 2005 წელს დატოვა ირანი და უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. რეჟისორმა მასტერკლასზე თავის ცხოვრებაზე, ირანში განვლილ რთულ წლებსა და „ახალი ტალღის“ რეჟისორების მიერ …

ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ირანელი ფოტოდოკუმენტალისტის, სეიფოლა სამადიანის ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც აბას კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ეძღვნება. ამავე სივრცეში აჩვენეს ფოტოდოკუმენტალისტის ხუთწუთიანი ფილმიც, რომელიც კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ასახავს. სეფოლა სამადიანი, რომელიც მარტინ სკორსეზესა და აბას კიაროსტამთან თანამშრომლობდა, ირანული ფოტოგრაფიის „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. ამჟამად  იგი თეირანის უნივერსიტეტის ფოტოჟურნალისტიკის პროფესორი და ჟურნალ …

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

ბათუმში საავტორო კინოს მე-12 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. წელს ფესტივალზე 40-მდე მხატვრულ და დოკუმენტურ, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში. „ბათუმელები“ გთავაზობთ 10 ახალ ფილმს, რომლებმაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა კინოფესტივალზე. „უსიყვარულობა“ რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. რუსეთი/საფრანგეთი 2017 კინოთეატრი „აპოლო“, 20 სექტემბერი, 22:00 საათზე ფილმი მოსკოველ ცოლ-ქმარზე მოგვითხრობს, რომლებსაც განქორწინება სურთ. მშობლებისთვის ზედმეტ ბარგად ქცეული 12 …

დათო ტურაშვილის შეხვედრა საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან

მწერალი დათო ტურაშვილი დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში – „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რეგიონებში ახალგაზრდების ინფორმირებას ევროპული ღირებულებებისა და კულტურის შესახებ. დათო ტურაშვილმა შეხვედრის დასაწყისში თავის წიგნებზე ისაუბრა, მათ შორის, „სხვა ამსტერდამსა“  და „ჯინსების თაობაზე“. სტუდენტებმა მოჰყვა „ჯინსებს თაობის“ განხილვისას დისკუსია გამართეს. სტუდენტების ერთი ჯგუფის აზრით, …

„ნეტავ ბიჭი ყოფილიყო“ – დისკრიმინაცია სქესის ნიშნით

ავტორი: მარიკა ფუტკარაძე, სტუდენტი  ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში გავიზარდე, სადაც საღამოობით იშვიათად თუ დაინახავთ მოსეირნე წყვილებს ან გოგონებს. გასართობი ადგილი თითქმის არ გვაქვს, სამაგიეროდ რამდენიმე საფეხბურთო მოედანია, სადაც მხოლოდ ბიჭები თამაშობენ არა იმიტომ, რომ გოგონებს არ უნდათ თამაში, უბრალოდ ბიჭების აზრით, მოედანი მათ ეკუთვნით და ჩვენც არ ვიქმნით პრობლემებს. სკოლაც ამ უბანში დავამთავრე. სკოლიდან მხოლოდ ბულინგზე …

ჩემი ხუთი დღე

თაკო ჭანიძე, მე-11 კლასის მოსწავლე პირველად როცა გავიგე, რომ მწვანე ბანაკში მიმიღეს, სიხარულისგან ადგილს ვერ ვპოულობდი. მახსოვს, რამდენიმე ჩემს მეგობარსაც ვახარე ეს ამბავი. ერთი სული მქონდა იქ როდის ჩავიდოდი – ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, რომ საინტერესო თავგადასავალი მელოდა. ბანაკი იმაზე განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი – დასაწყისში გამიჭირდა იქ ყოფნა, გამიჭირდა, რადგან არ ვიყავი მიჩვეული ბანაკურ …

„ბათუმელებზე“ გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ ქობულეთში მერობის კანდიდატი მოხსნა

პარტია „ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებით, ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი აღარ იქნება. ამის მიზეზი “ბათუმელებისთვის” მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც იგი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. “დღეს გაზეთმა ბათუმელებმა ევროპული საქართველოს ქობულეთის მერობის კანდიდატთან, ელგუჯა გოგმაჩაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, …

შუახევში, საყარაულოს ტყეში ხანძარია

შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დარჩიძეების საყარაულოს ტყეში ხანძარია – ინფორმაციას ხანძრის შესახებ შუახევის მინიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს ფეისბუქზე. გამგეობის ცნობით, ხანძარი სოფელ დარჩიძეებთან 6 კილომეტრშია და მოსახლეობას ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ჩასაქრობად ბათუმიდან გასულია მეხანძრე-მაშველების ჯგუფი. ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია. შუახევის გამგეობის ცნობით, ადგილზე სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მიემართებიან და მობილიზებულია ადგილობრივი მოსახლეობაც.

შსს-მ აჭარაში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აჭარაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში …

„საუბრები ევროპაზე“ ბათუმში – სალომე ასათიანის დისკუსია

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 16 სექტემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, 17:00 საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე: „დასავლეთი, რუსეთი და „სიმართლისშემდგომი ეპოქა“ – როგორ გავიგოთ კრიზისი?“ დისკუსიას გაუძღვება ჟურნალისტი  სალომე ასათიანი. დისკუსიის მოდერატორი იქნება  კინომცოდნე გოგი გვახარია.   მისამართი: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. #21 დასწრება თავისუფალია. 

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ქართულ მედიაში

რა პრობლემებს უქმნის პრორუსული პროპაგანდის გავრცელება ქართულ მედიას? საიდან ვრცელდება დეზინფორმაცია და რას აკეთებს სახელმწიფო მათ აღმოსაფხვრელად? –  ამ საკითხებზე საუბრობს გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” სტუმარი  თამარ კინწურაშვილი – მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი. გადაცემის წამყვანია მარიკო ნაცარიშვილი, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება „დემოკრატიული იდეების განვითარების” პროექტის ფარგლებში, ფონდ NED-ის მხარდაჭერით.

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან

რა პრობლემებს აწყდებიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საქართველოში? რა რისკებს ხედავს არასამთავრობო სექტორი და რა პასუხისმგებლობას აკისრებს ის ხელისუფლებას? ამ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემა „შეუზღუდავი სივრცის” ეთერში შეკითხვებს გიორგი მშვენიერაძე პასუხობს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე. გადაცემის წამყვანია დავით ჯინჭარაძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის …

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებების ფაქტები აჭარაში

ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეკვაში, მოქალაქეს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა 18 ცალი პირველი ხარისხის წიწვოვანი სახეობის უფირნიშო მრგვალი მორი.  გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, იმავე პირს ასევე აღმოაჩნდა დაურეგისტრირებელი ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევით ამუშავებდა. ქედის რაიონის, სოფელ …

დასჯადი სექსი

ავტორი: გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი კომენტარი სტატიაზე: „ფულის შოვნის სქემა სექსის დაპირებით“ იურისტებს ყოველდღიურად გვიწევს იურიდიული კაზუისტიკის განხილვა, შეფასება, რაც ზოგჯერ იუმორისტულ მსჯელობამდეც კი მიდის. მიუხედავად ამისა, იურისტები ვალდებული ვართ, ლეგალური განმარტება მივცეთ ყველა იმ საზოგადოებრივ მოვლენას, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. საქართველოში, სადაც ეკონომიკური აქტივობა მეტ-ნაკლებად შეიმჩნევა, განვითარებას იწყებს გართობისა და …

თვითმმართველობა თბილისიდან

ავტორი: მაია მეცხვარიშვილი  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყანამ ოთხი ხელისუფლება გამოიცვალა, თუმცა 26 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. შედეგად, ფორმალურად არსებული თვითმმართველობები კვლავაც დედაქალაქიდან – თბილისიდან იმართება. 21 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ მერები და საკრებულოს წევრები 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში უნდა აირჩიოს, თუმცა არჩევნებამდე 3 თვით ადრე მხოლოდ დედაქალაქში დასახელდა მერობის კანდიდატები. ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არ …

ქობულეთში მაშველები ზღვაში მოზარდს ეძებენ

სამაშველო სამსახური ქობულეთში, ზღვაში, მოზარდ ბიჭს ეძებს, რომელიც დღეს შევიდა ზღვაში. მისი დაკარგვის შესახებ მშობელმა განაცხადა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.  

ჯეჯელავა დემირელის სკოლის დახურვაზე კომენტარს არ აკეთებს

დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე პარლამენტის განათლების კომტეტის გასვლით სხდომაზე მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ უპასუხოდ დატოვა „ბათუმელების“ შეკითხვა „დემირელის სკოლის“ დახურვასთან დაკავშირებით. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტებმა პრესსამსახურს უნდა მიმართონ. ოფიციალური ინფორმაციით, დემირელის სკოლამ ავტორიზცია ვერ გაიარა. უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის …

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი სტარტს დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღებს

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ტარდება და  წელს, გურიასთან ერთად აჭარაცმასპინძლობს. ფესტივალი სტრატს დღეს, 31 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღებს. კონცერტშიმონაწილეობასმიიღებენქართულიფოლკლორულიჯგუფებიიალონი, ფესვები, შილდა, ელესა, ძირიანი, ასევე ფესტივალში მონაწილე შემსრულებლები უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და  თურქეთიდან. ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ასევე გაგრძელდება 1 სექტემბერს, ურეკში. ამავდროულად,  მთელიდღისგანმავლობაშიდაგეგმილიარეპეტიციებიBlack Sea Arena-ს სცენაზე, სადაც ყველა მონაწილე …

„ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ – პოსტერების კონკურსი

ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტის ფარგლებში – „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ – აცხადებს პოსტერების კონკურსს. პოსტერი ორიგინალური ხერხით უნდა ამხელდეს: ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ მასობრივ საშუალებებს, მათთან დაკავშირებულ ქართულენოვან მედიას [გაზეთებს, ვებგვერდებს, ფეისბუქგვერდებს] და/ან სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა ხერხით [მითებით, ფოტომანიპულაციებით, სიძულვილის, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული ენის გამოყენებთ] გავლენას ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების ჩამოყალიბებაზე. პოსტერები სასურველია ეხმიანებოდეს ანტიდასავლური …

ჟურნალ „ბათუმელების“ აგვისტოს ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ აგვისტოს ნომერი. ჟურნალს დღეიდან, 29 აგვისტოდან, მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ფოკუსი თემაზე: მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“ ავტორი: თედო ჯორბენაძე პოლიტიკა: „ყველა ერთისთვის“, ოღონდ მეორე ტურში ავტორი: დათო ქოქოშვილი საზოგადოება: შვილები დედების წინააღმდეგ  ავტორი: ჯაბა ანანიძე ადამიანის უფლებები: შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით ავტორი: ლელა დუმბაძე სამართალი: გასროლა ღამის კლუბში ავტორი: ეთერ თურაძე უცხოეთი: რისთვის მოკვდა …

მოსახლეობა: „ენერგო-პრო ჯორჯია“ მრავალწლოვანი ხეების მოჭრას აპირებს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ წინსვლაში, ქარსაფარ ზოლში დარგული წიწვოვანი მცენარეების მოჭრას აპირებს – ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელ წინსვლიდან აცნობეს. ამ სოფელში ამბობენ, რომ სულ ათ ძირამდე ფიჭვის და ნაძვის ხე არის მონიშნული მოსაჭრელად: „მრავალწლოვანი ხეების მოჭრის იდეა [დაახლოებით, 20-30 ხის] ერთი წლის წინ გაჩნდა, მოტივაცია არის ის, რომ თითქოს სადენები ეხება ამ ხეებს. ჩვენ ვიცით, რომ სადენებს შეხება არ …

Exit mobile version