სიახლეები

ტრენინგი საგრანტო პროექტების წერასა და ფონდების მოძიებაში

15.05.2017
ტრენინგი საგრანტო პროექტების წერასა და ფონდების მოძიებაში

10-11 ივნისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, მედიის სფეროს წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე “საგრანტო პროექტების წერა და ფონდების მოძიება”. პროექტს ორგანიზებას საზოგადოებრივი განვითარების აკადემია და ბათუმის ამერიკული კუთხე გაუწევს.

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: მედიის საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი იდეების პრეზენტაცია, დონორები და დამატებითი სახსრების მოძიების გზები საქართველოში, დონორების რუკის შექმნის და განახლების ხერხები, დონორების მოთხოვნები და საპროექტო განაცხადის სტანდარტული ფორმები, როგორი უნდა იყოს თავფურცელი, ინფორმაცია განმცხადებლის და შემსრულებლის შესახებ, პროექტის აღწერა, პროექტის შესრულების განრიგი, საგრანტო ურთიერთობების სწორი მართვა და სხვა.

ტრენინგის მიზანია ჟურნალისტებმა და მედიასფეროს წარმომადგენლებმა მიიღონ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა საგრანტო პროექტის წერაში და ფონდების მოძიებაში.

ტრენინგი ქართულ ენაზე წარიმართება და მასზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მსურველებმა 30 მაისამდე უნდა წარადგინონ აპლიკაცია ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: