სიახლეები

აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ნანა დიასამიძე დაინიშნა

24.05.2017
აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ნანა დიასამიძე დაინიშნა

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დღეს, 24 მაისს, სააგენტოს თანამშრომლებს დირექტორის მოადგილე, ნანა დიასამიძე წარუდგინა.

ნანა დიასამიძემ 1996 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. აქვს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.

1997-1999 წლებში იყო ბათუმის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის სამართალმცოდნეობის მასწავლებელი; 2005-2006 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებელი; 2006-2009 წლებში კავშირ “სთეფ ფორვარდის” ჯანდაცვის ომბუდსმენი; 2010 წელს „თავისუფალ ჟურნალისტთა“ სახლის იურისტი.

სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს „ხედვა დაბრკოლების მიღმა“; ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ჩვენი გარემო ჩვენი სიამაყეა“; ფონდ „ღია საზოგადეობა საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ პროექტს „საქართველო ჩემი სამშობლოა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: