საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები აჭარაში – რამდენიმე უბნის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდის ცნობით, უკვე დათვლილია რამდენიმე უბანი აჭარაში. პირველადი მონაცემებით, ბათუმის #9 საარჩევნო უბანი პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოგო. ხმები ასე გადანაწილდა: 237 ხმა – სალომე ზურაბიშვილი, 208 ხმა – გრიგოლ ვაშაძე. ბათუმის #51-ე საარჩევნო უბანზე კი გრიგოლ ვაშაძემ 249 ხმით გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი 177 ხმით. გრიგოლ ვაშაძე იგებს ბათუმის #67 …

„როგორ გაბედე ჩემი მეუღლისთვის საჩივრის დაწერაო“ – #17 საარჩევნო უბანთან პოლიციაა

ბათუმის #17 საარჩევნო უბანთან პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც საარჩევნო უბანი დაიხურა და უბანზე მყოფ ენმ-ის წარმომადგენელს ფანჯრიდან, ქუჩიდან დაემუქრნენ. „როგორ გაბედე ჩემი მეუღლისთვის საჩივრის დაწერაო – ასე მითხრა“ – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა. უბანზე მცირე ხნით ჩოჩქოლი ატყდა. „ყუთს მიაქციეთ ყურადღება!“, „დახურეთ ფანჯარა“ – გაისმა რესპლიკები საარჩევნო უბანზე. ენმ-ის წარმომადგენელმა საარჩევნო უბანზე დღეს ორი საჩივარი …

მობილიზებული ჯგუფების აქტიურობა შარაბიძეებში, ორ საარჩევნო უბანთან

შარაბიძეებში, #87 და #94 საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ჯგუფების აქტიურობა შეინიშნება. „ბათუმელებს“ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანთან ახლოს მდგარ შენობაში, ხელისუფლების მხარდამჭერებს აღებული აქვთ ოთახი, სადაც ამომრჩევლებს, რომელთაც წინასწარ შეთანხმებული კანდიდატი შემოხაზეს, ფულს უხდიან. ადგილზე მყოფმა „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ინფორმაციის გადამოწმება სცადა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა – შენობასთან მიახლოებისას მას უცნობმა მამაკაცმა უთხრა, რომ …

პრეზიდენტის არჩევნები აჭარაში [განახლებადი]

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. 25 კანდიდატიდან საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით უნდა აირჩიონ. „ბათუმელები“ განახლებად რეჟიმში აშუქებს არჩევნებს. 18:25 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, სულიკო შვენთიძის განცხადებით, საღამოს 17:00 საათის მონაცემებით, 52 017 ამომრჩეველმა  გააკეთა საკუთარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36,28 პროცენტს შეადგენს. 18:20 ბათუმში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეჩერების მიზეზი მოქალაქის პროტესტი …

ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

ახლახანს [11:21] ბათუმში, მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა ორი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთი ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორივე მანქანის წინა კორპუსი დაიმტვრა. თვითმხილველების თქმით, მანქანების მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.  

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ოქტომბრის  21 საათიდან  28  ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბრულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: -2  – …

ნათია კაპანაძე: სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიის ეთერიდან მხოლოდ ორი დღით მოიხსნა

დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან დასკვნით შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის წამყვანმა, სოფო ხალვაშმაც იმღერა. სწორედ ამის გამო ტელევიზიამ მომღერლის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო და წამყვანი ორი დღით – შაბათ-კვირას ეთერიდან მოიხსნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მსგავს აქტივობაში ტელეწამყვანის მონაწილეობა მიკერძოებად მიიჩნევა. „ეს ეხება საარჩევნო პროცესს …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით  იწვიმებს, ზოგან – ძლიერად. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის მეორე ნახევრიდან კი გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: …

რას აქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის არჩევისას? [გამოკითხვა]

28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რას აქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის არჩევისას? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. გამოკითხვის საბოლოო შედეგებს „ბათუმელები“ არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. გამოკითხვაში მონაწილეს შეუძლია მონიშნოს სამი პასუხი. რას აქცევთ ყურადღებას პრეზიდენტის არჩევისას

ვის ირჩევ პრეზიდენტად – ტესტი პროგრამების მიხედვით

ერთ კვირაში საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. „ბათუმელები“ გთავაზობთ ტესტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოკლედ გაეცნოთ პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატის მოსაზრებას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და არჩევანი გააკეთოთ მხოლოდ მათი პოზიციის მიხედვით. მაშ ასე, გაეცანით კანდიდატების ხედვას, მიეცით ხმა თქვენთვის უფრო მისაღებ მოსაზრებას და შეამოწმეთ, ემთხვევა თუ არა ტესტის პასუხი არჩევანს, რომელსაც 28 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნების დღეს გააკეთებთ. _______________________ …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში საღამოს საათებში გამოიდარებს და ხვალ, 23 ოქტომბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25  გრადუსი   ღამით: 12 – 17 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 12 – 17  გრადუსი  ღამით: 0 – …

ხანძარმა ხულოში ახალგაზრდა გოგო და შშმ პირი იმსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა თავის დამხმარე ნაგებობებით. ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, რომელსაც ფეისბუქლაივი აქვს ჩართული, ხანძარმა ორი პირი იმსხვერპლა. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 76-წლამდე კაცი, რომელიც შშმ პირი იყო და მეორე 20-წლამდე გოგო. „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილზე უთხრეს, რომ გოგონა სწორედ შშმ პირის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა თავადაც დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19-20 ოქტომბერს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20  – 25  გრადუსი   ღამით: 13 – 18 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23  გრადუსი  ღამით: 5 – 10 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია. ტალღის …

უახლოესი დღეებში ბათუმში თბილი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-18 ოქტომბერს ბათუმში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:  18 – 26 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი). ___________ ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე   

მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი თრომბოზით იღუპება – რა უნდა ვიცოდეთ სიმპტომებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ცნობით, მსოფლიოში ოთხიდან ერთი ადამიანი სისხლძარღვოვანი დაზიანების – თრომბოზის შედეგად იღუპება. ღრმა ვენების თრომბოზი გულისხმობს სისხლის პათოლოგიური შესქელების ანუ კოლტის არსებობას ქვემო კიდურების, თეძოს ან მენჯის მსხვილ ვენებში, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა ფერხდება. ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს. პაციენტი უმრავლეს შემთხვევაში რისკს ვერ აცნობიერებს, ინფორმაცია სიმპტომების შესახებ არ აქვს …

როგორ ცეკვავენ ცნობილი პოლიტიკოსები

ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკოსების დანახვა ადამიანებს ჩვეულებრივ ახალისებთ, როცა ისინი პოლიტიკაზე ლაპარაკობენ, თუმცა სულ სხვა საქმეა, როცა ისინი ცეკვავენ. პოლიტიკოსების დანახვას ადამიანები სულ სხვა ამპლუაში არიან შეჩვეული, ამიტომაც როცა რომელიმე პოლიტიკოსის ცეკვის კადრები ვრცელდება, ეს ინტერნეტში მხიარულებას, ხშირად კრიტიკასაც იწვევს. [checklist] წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ცეკვამ. იგი სამხრეთ აფრიკაში იყო …

ბათუმის აეროპორტი მგზავრთა გადაყვანის რაოდენობით მეორე ადგილზეა საქართველოში

წელს, 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 920 771 მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, გასული წლის 9 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 22.55%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79.71%-ით არის გაზრდილი. ამ პერიოდში ყველაზე მეტ მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა – სულ  2 951 218 მგზავრი. ეს მაჩვენებელი 20.94%-ით (510 897 მგზავრით) მეტია გასული წლის იმავე …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 13-14 ოქტომბერს, ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, 12 ოქტომბრის  21 საათიდან  13 ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20  – 25  გრადუსი   ღამით: 15 – 20 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: …

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის  21 საათიდან  12  ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე  წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20  – 25  გრადუსი   ღამით: 14 – 19 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – …

წელს აჭარაში 100 წელი 9 ქალს შეუსრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები ფატი მანელიშვილი დღეს 100 წლის გახდა და დაბადების დღე მას აჭარის ჯანდაცვის მინიტრმა და ქობულეთის მერმა მიულოცეს და 1000 ლარი გადასცეს პროგრამის – „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ ფარგლებში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფატი მანელიშვილი ყოფილი მასწავლებელია. იგი 50 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქიმიასა და ბიოლოგიას. ამჟამად აჭარაში 100 …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის  21 საათიდან  10  ოქტომბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 21  – 26  გრადუსი   ღამით: 13 – 18 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23  გრადუსი  ღამით: 5 – …

შსს ახალსოფელში მძღოლის გარდაცვალებაზე: ფაქტის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო

შს სამინისტრომ პირველი კომენტარი გააკეთა ბათუმში, ახალსოფლის ხიდთან მომხდარი შემთხვევის შესახებ. „მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ. ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს,რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო. დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში ძირითადად შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ღამითაც. შაბათს კი, 6 ოქტომბერს, გამოიდარებს და ორი დღის განმავლობაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15  – 20  გრადუსი   ღამით: 12 – 17 გრადუსი  …

უნდა შენდებოდეს თუ არა ბათუმში ცათამბჯენები – „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი

თქვენი აზრით, უნდა შენდებოდეს თუ არა ბათუმში მაღალსართულიანი სახლები ზღვასთან ახლოს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში? – ეს გამოკითხვა „ბათუმელებმა“ 28 სექტემბერს გამოაქვეყნა. გამოკითხვაში მონაწილეობა ანონიმური იყო და ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთხელ იყო ხმის მიცემა შესაძლებელი. 6 დღის განმავლობაში გამოკითხვაში 2000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბათუმში, ზღვასთან ახლოს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ცათამბჯენები არ …

აქცია ბათუმის ჩაბეტონების წინააღმდეგ ევროპის მოედანზე – კვირას, 7 ოქტომბერს

კვირას, 7 ოქტომბერს, 14 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საზოგადოება „ბათომი“ აქციას გამართავს. ამის შესახებ დღეს, 3 ოქტომბერს, განაცხადეს საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა. „ბათომმა“ დღეს ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. „მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, …

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის [თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით] სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.  საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  ბრალდებულებმა სამსახურებრივი …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3-4 ოქტომბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 21  – 26  გრადუსი   ღამით: 15 – 20 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20  გრადუსი  ღამით: 6 – 11 გრადუსი  ზღვის …

საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვაზე ბათუმში ჩილელი მომღერალი იმღერებს

დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის სპეციალური სტუმარი, ჩილელი კომპოზიტორი, მომღერალი და არტისტი იუგა ეწვევა – ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს. „იუგა მუსიკალურ სამყაროში 2008 წელს გამოჩნდა და ყურადღება მიიპყრო ჟანრის მრავალფეროვნებით – მღერის ბლუზს, კლასიკურ როკს, ოპერას, შანსონსა და პოპს. გამოშვებული აქვს 3 CD, ავტორია რამდენიმე თეატრალური …

4 ოქტომბერს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, 4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის 328-ე აუდიტორიაში გაიმართება მწერალ დათო ტურაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრა ტარდება ლიტერატურული კონკურსის – „შემოდგომის ლეგენდა“ – ფარგლებში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია. კონკურსში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსი სამ ეტაპად …

ოქტომბრის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-2 ოქტომბერს ბათუმში და აჭარის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 21  – 26  გრადუსი   ღამით: 13 – 18 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20  გრადუსი  ღამით: 5 – 10 გრადუსი  …

ვინ უნდა დაარეგისტრიროს ეკონომიკური საქმიანობა რეესტრში 31 ოქტომბრამდე – მარტივად

28 სექტემბერს საქართველოში იუსტიციის სახლებთან გრძელი რიგები დადგა. ბევრმა მეწარმემ, როგორც თავად ამბობდნენ, სწორედ დღეს გაიგო, რომ აუცილებელია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია პირველ ოქტომბრამდე. რიგების გამო, დღის ბოლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც რეგისტრაცია გაგრძელდება 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში რეგისტრაცია ეხება …

რიგები ბათუმის იუსტიციის სახლში [ფოტოამბავი]

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმის იუსტიციის სახლში დილიდან რიგია. რიგში მდგომები ამბობენ, რომ დღეს ბოლო დღეა იმ იურიდიული პირების რეგისტრაციისა,  რომლებიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ. გარდა ამისა, აქ არიან ის პირებიც, რომლებმაც იუსტიციის სახლს სხვა მომსახურებისთვის მიმართეს. „სამი თვეა კანონი ამას ითხოვს და დღეს გაახსენდა ეტყობა რატომღაც ყველას, რომ ეს გასაკეთებელია“ – გვითხრეს იუსტიციის …

“უცნობი ძველი აჭარა“ – 30 სექტემბერს ქედაში სულხან სალაძის წიგნის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

„უცნობი ძველი აჭარა“ – ასე ეწოდება სულხან სალაძის წიგნს, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა“ სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია თბილისში შედგება, თუმცა პრეზენტაციამდე მკითხველები წიგნის შეძენას 30 სექტემბერს ქედაში, დაბა ქედის ხიდთან შეძლებენ, დილის 11-დან 15 საათამდე. წიგნი ძველი აჭარის შესახებ მოგითხრობთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ, შრომობდნენ აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX  საუკუნის 20-30-იან წლებში, …

უნდა შენდებოდეს თუ არა ბათუმში ცათამბჯენები? [გამოკითხვა]

ბათუმში ბოლო წლებში არაერთი მაღალსართულიანი შენობა აშენდა, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ისტორიულ განაშენიანებასთან მიმდებარედ და ზღვის პირას. მოგწონთ ეს ტენდენცია? გამოკითხვაში მონაწილეობა ანონიმურია.

„განსაკუთრებით საშიშია კბენა თავზე, კისერსა და თითებზე“ – რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

ყოველი წლის 28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის ან ცხოველისაგან მიყენებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების შედეგად ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართავს 50000-52000 დაზარალებული. აჭარაში 2017 წელს ანტირაბიული დახმარებისათვის მომართულ პაციენტთა რაოდენობამ 3344 მიაღწია, 2018 წლის 8 თვის განმავლობაში ანტირაბიული მომსახურება გაეწია 2563 პაციენტს. …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს ბათუმსა და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის პირველ ნახევარში შესაძლოა იწვიმოს, დღის მეორე ნახევარში კი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13 …

Exit mobile version