სოხუმის დაცემა – ფოტოები ციფრული ბიბლიოთეკის არქივიდან

1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს სოხუმი დატოვეს ქართველებმა და ათასობით ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” აფხაზეთის ომის ამსახველი არაერთი ფოტოა დაცული.

29 სექტემბერს ხელვაჩაურში ახალგაზრდული ველომარათონი გაიმართება

29 სექტემბერს, 13 საათზე, გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურში ველომარათონი გაიმართება. ველომარათონში მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 22 წლამდე ასაკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს. მონაწილეებმა სულ 3 კმ და 400 მეტრი უნდა გაიარონ. ველომარათონი სტარტს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [აკაკი შანიძის კვეთა, სოფელ შარაბიძეების ყოფილი შესასვლელი] აიღებს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება. ღონისძიება ტარდება ხელვაჩაურის …

საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი დღის შედეგები – საქართველოს ექვსივე ნაკრების გამარჯვება

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის შეხვედრებში საქართველოს ექვსივე ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სახელით ოლიმპიადაზე 3 ქალთა და 3 ვაჟთა ნაკრები თამაშობს. 24 სექტემბერს საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები პირველ ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით, ხოლო მესამეზე ასევე თეთრებით გაიმარჯვა ბელა ხოტენაშვილმა. შავი ფიგურებით მოთამაშე მერი …

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო

დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. პირველი სიმბოლური სვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად შეასრულა. საქართველო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებითაა წარმოდგენილი. 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში ორი კვირის მანძილზე, 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.   _____________ ფოტო: აჭარის მთავრობა 

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24-25 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი ზღვის …

შსს: ხულოში ეკლესიებისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტები გახსნილია

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მ.თ. ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.თ.-მ ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან …

შაბათ-კვირას ბათუმში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 22-23 სექტემბერს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოღრუბლული და ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22  – 27  გრადუსი   ღამით: 15 – 20 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19-20 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი ზღვის …

პირველი დღე სკოლაში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო. ბათუმის #16 საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელების გამოცნობა რთული არ არის – ხელში ყვავილების თაიგული, ბუშტები და დედას ან მამას ჩაჭიდებული ხელი. ყველა ამბობს, რომ უხარია სკოლაში წასვლა და მოუთმენლად ელის, როდის მიიღებს სასკოლო კომპიუტერს. 6 წლის ანასტასია კვაჭაძე პირველკლასელებს შორის გამორჩეულად აქტიურია: „მიხარია, სკოლაში ყველაფერს გაძლევენ, ნოუთბუქს, კიდევ …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17-18 სექტემბერს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 21 – 26 გრადუსი  ღამით: 15 – 20 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი  ღამით: 6 – 11 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა ამჟამად …

თორნიკე რიჟვაძე მარტა ნოვაკოვას შეხვდა

დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ …

ბათუმში შუშის ვიტრინა ქუჩაში ჩამოვარდა [ფოტოამბავი]

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, შუშის ვიტრინა ჩამოვარდა და დაიმსხვრა. როგორც „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, ვიტრინა ქარმა ჩამოაგდო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აჭარაში

ჩეხეთის დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს ბათუმში ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა ჩამოვიდა. ოფიციალურ დელეგაციაში არიან ჩეხეთის რესპუბლიკის სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბორივოჟ მინარი და, ასევე, ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე დაესწრებიან ბიზნესფორუმს „საქართველო-ჩეხეთის რესპუბლიკა“, რომელიც დღეს სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართება. აჭარის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14-15 სექტემბერს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25  – 30  გრადუსი   ღამით: 17 – 22 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25  გრადუსი  ღამით: 9 – 14 გრადუსი  ზღვის წყლის ტემპერატურა ამჟამად …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12-13 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღისით – უმეტესად უნალექოდ, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 24  – 29  გრადუსი   ღამით: 17 – 22 …

“ჩონჩხები კარადაში” ანუ გოგოებს შეცდომის უფლება გვაქვს

ავტორი: ირმა დიმიტრაძე რამდენიმე ხნის წინ, მეგობართან ერთად, ძველ ამბებს ვიხსენებდი და არ მახსოვს, რომელმა ჩვენგანმა თქვა პირველად, მაგრამ ვთქვით, რომ „ჩემს კარადაში ყველაზე დიდი ჩონჩხი“ ჩემი ყოფილი ქმარია. ცოტა ხნის წინ, თინეიჯერმა გოგონამ თავი მოიკლა და წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ არასწორ ადამიანს ენდო, შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომის და შერცხვენის ისე ეშინოდა, სიკვდილს …

რა მოუვიდა ბათუმის საოცრებათა პარკთან მდებარე სუროშემოხვეულ ხეს

სუროშემოხვეული ხე, რომელიც ბათუმში, საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა და სანაპიროს ხედის განუყრელი ნაწილი იყო, ქარმა გადატეხა. ინფორმაცია ამის შესახებ  „ბათუმელებს”  შპს “რივიერას” წარმომადგენელმა დაუდასტურა. ტერიტორია, სადაც ხე იდგა, სწორედ  შპს “რივიერას” საკუთრებაშია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, „ხე გამხმარი იყო და ორი დღის წინ, ქარიშხლის დროს გადატყდა”. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხე ბათუმის …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10-11 სექტემბერს ბათუმსა და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით – ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 24 – 29 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 9 – 14 გრადუსი …

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის პროექტზე იმუშავებს, უკვე გამოვლენილია. სააგენტოს ცნობით, ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით, 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. სააგენტოს ცნობით, …

ტემპერატურა დაბლა იწევს – სექტემბრის წვიმიანი დღეები ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6-7 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია – ძლიერი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 9 …

აჭარის რომელ სოფლებში გაითიშება 5 სექტემბერს ელექტროენერგია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 5 სექტემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: [checklist] ქობულეთში დილის 11:00-დან 19:00 საათამდე, მონაცვლეობით 2735 აბონენტს ცეცხლაურში, წყავროკაში, ოჩხამურში, ლეღვაში, ჭახათში, გვარაში, ხუცუბანში, კოხში, კვირიკესა და მიმდებარე სოფლებს ხელვაჩაურში 12-დან 15 საათამდე 307 აბონენტს კახაბრის, მეჯინისწყლის, მახვილაურის, აეროპორტისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილში ქედის მუნიციპალიტეტში: წონიარისში, ხარაულაში, ჯალაბაშვილებში, ახოში, კოკოტაურსა და მიმდებარე სოფლებს შუახევის …

პოლიეთილენის ბოთლები მდინარე მეჯინისწყალში [ფოტოამბავი]

დღეს, 4 სექტემბერს, შპს „სანდასუფთავებამ“ მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდა. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა მდინარის ნაპირებიდან და კალაპოტიდან პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ამოიღეს.

სირიის, რუსეთისა და ირანის ახალი სამიზნე იდლიბის პროვინცია ხდება – ტრამპი მათ აფრთხილებს

სირიის არმიის შემდეგი სამიზნე არის ოპოზიციური ძალების უკანასკნელი დიდი დასახლება იდლიბი, რომელიც მდებარეობს თურქეთის მეზობლად. იდლიბს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ბევრი ქვეყნისთვის. იდლიბში სამხედრო ოპერაციების საკითხი განიხილება 7 სექტემბერს ირანში ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით დაგეგმილ სამიტზე. როგორც თურქული მედია …

საგანგებო: ყანების დასუფთავებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ყანებიდან მარცვლეული კულტურის აღების შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „რეგიონებში მარცვლეული კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, მოქალაქეები ყანების დასუფთავების მიზნით ტერიტორიებს წვავენ. ბოლო პერიოდში გახშირდა ფაქტები, როდესაც მეტეოროლოგიური ან სხვა მიზეზების გამო, ხდება ცეცხლის გავრცელება მასშტაბურ ტერიტორიებზე და მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ შეგნებულად დანთებული ცეცხლის შეკავებას. ასევე გახშირდა შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, დაგვიანებით ხდება …

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია – სექტემბრის პირველი დღეების ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად– უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 20-25 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურამ აჭარის …

სარფში, საზღვარზე კაცს ქალი ჩემოდანში დამალული გადაჰყავდა (ვიდეო)

დღეს, პირველ სექტემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს. თურქული მხარის ცნობით, საქართველოს მოქალაქე 24 წლის გ.ფ. ცდილობდა საზღვარზე  ჩემოდანში დამალული ქალი – ფ.თ. (27) გადაეყვანა. როგორც თურქული მედია წერს, უზბეკეთის მოქალაქე ფ.თ. დეპორტირებული იყო და  თურქეთში შესვლა 5 წლით ჰქონდა აკრძალული. ჩემოდნიანმა კაცმა  საბაჟო გამსვლელი პუნქტის ქართული მონაკვეთი შეფერხების გარეშე გაიარა. თურქული მედიის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 აგვისტოსა და პირველ სექტემბერს აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილის საათებში წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. კვირას, 2 სექტემბერს, გამოიდარებს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25-30 გრადუსი ღამით: 18-23 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 22 …

ამინდის პროგნოზი ბათუმში: საღამოს მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამით – წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 20-25 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 12 – 17 გრადუსი ზღვის …

ერდოღანის ოთხმეტრიანი ძეგლი გერმანიის ქალაქში

გერმანიის ქალაქ ვიესბადენში, ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, რომლის სლოგანია “ცუდი ამბავი”, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ოთხმეტრიანი ოქროსფერი ძეგლი დადგეს. ამის შესახებ წერს როგორც გერმანული, ისე თურქული პრესა. თურქული „ჯუმჰურიეთის“ ცნობით, ქალაქის ცენტრში დადგმულმა ძეგლმა მოსახლეობა გააღიზიანა.  ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, სადაც ძეგლი დადგეს და რომელსაც უკვე გინებაც „ამშვენებს“, გამვლელები ფოტოებს იღებენ და სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ კომენტარებით: „ეს …

ბათუმის „დინამო“: მინდვრის საფარის დაზიანების გამო რამდენიმე შეხვედრა ქუთაისში ჩატარდება

საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, მიზეზს, თუ რატომ უწევს „დინამოს“ რამდენიმე საშინაო შეხვედრის ჩატარება ქუთაისში. „კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში კლუბის სპორტულ ბაზაზე არსებული ბუნებრივსაფრიანი მოედანი საკმაოდ დაზიანდა და ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ალბათ გახსოვთ, რომ სეზონის დასაწყისში, სწორედ მინდვრის საფარზე გაფრთხილების გამო, ჩვენ მაქსიმალურად გადავდეთ ე.წ. „სახლში დაბრუნების“ პროცესი …

ბათუმის შემოერთების თარიღის გამო – ბრიტანული არქივებიდან

ავტორი: ფრიდონ ქარდავა მწერალი, აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი  კარგა ბლომად თავსატეხი გამიჩინა გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ „ბათუმი ხელიდან ხელში“. ბილიოტის მოხსენებაში ბათუმში ქართულ-რუსული ჯარის შემოსვლის თარიღად 1878 წლის 6 სექტემბერი ეწერა, ღვაწლმოსილი მკვლევარის, ვლადიმირ სიჭინავას წიგნში კი 25 აგვისტოა დაფიქსირებული და ყოველთვის ასეც მეგონა. ამ ცნობაზე დაყრდნობით დავუშვი ალბათობა, …

უნდა იყოს თუ არა სენატორ მაკკეინის ქუჩა ბათუმში? [გამოკითხვა]

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩისთვის სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების ინიციატივის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ 27 აგვისტოს განაცხადა. ინიციატივას „ფეისბუქზე“ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სენატორ მაკკეინის სახელის დარქმევა ქუჩისთვის კარგი იდეაა, ზოგიერთს კი ინიციატივა არ მოსწონს. თქვენ რას ფიქრობთ? ამერიკელი სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჯონ მაკკეინი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სენატორმა მაკკეინმა საქართველოს …

შსს: აჭარაში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. „ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე …

სარფში 62 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო-ვერცხლი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული 232 გრამი ოქროს ნაკეთობები. ხოლო ორ შემთხვევაში, მოქალაქეები არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების …

როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლო კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად– უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 20-25 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის …

ბათუმში “ღამის სერენადები” იწყება

26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარბაზში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”  გაიმართება. ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. დღეს, 25 აგვისტოს, ორკესტრი გენერალურ რეპეტიციას გამართავს ხვალინდელი კონცერტის წინ. ფესტივალი გაიხსნება მოცარტის „ღამის პატარა სერენადით”, მეორე განყოფილება – ი. ბარდანაშვილი – „სერენადა“ ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის – შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს და ა. დვორჟაკი – …

Exit mobile version