გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19-20 ოქტომბერს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი
- ღამით: 13 – 18 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).
სინოპტიკოსების ცნობით, ამინდი ბათუმში კვირას, 21 ოქტობერს შესაძლოა შეიცვალოს, ღამის საათებში წვიმაა მოსალოდნელი.
________
ფოტო: “ბათუმელები”, თორნიკე თავაძე