მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

05.10.2018 • 1790
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმში ძირითადად შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ღამითაც. შაბათს კი, 6 ოქტომბერს, გამოიდარებს და ორი დღის განმავლობაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15  – 20  გრადუსი  
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7– 12  გრადუსი 
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ზღვის წყლის ტემპერატურა 20,5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3 ბალი).

______________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, თორნიკე თავაძე 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: