ავარია ბათუმის დელფინარიუმთან – დაშავდა ერთი ტურისტი [ფოტო]

დღეს, 24 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე – ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად სომხეთის მოქალაქე დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რამდენჯერ იყავით წელს ზღვაზე? – შეკითხვა ბათუმელებს [გამოკითხვა]

ხშირად ამბობენ, რომ ბათუმელების უმრავლესობა ზაფხულში ზღვაზე გასარუჯად და საბანაოდ იშვიათად ან არ დადის. რამდენად სწორია ეს მოსაზრება? „ბათუმელები“ გამოკითხვაში მონაწილეობას გთავაზობთ ერთი პირობით – გამოკითხვაში მონაწილე უნდა ცხოვრობდეს ბათუმში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 17 ქართველი მეზღვაურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 14 აგვისტოს გაუჩინარებულ, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან დაკავშირებით. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის 23 აგვისტოს კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი მიემართება ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და …

ბათუმში დღეს ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა [ფოტო, ვიდეო]

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევვის ადგილას მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კიდევ ერთ, გაჩერებულ მანქანას გაუჩნდა დღეს ცეცხლი ახალ ბულვარში, სასტუმრო „ეიფორიასთან“. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ბონი-გოროდოკში 3 საათით წყლის მიწოდება შეიზღუდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს ბონი-გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას 11 საათიდან 14 საათამდე შეეზღუდება წყალმომარაგება. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის შეზღუდვის მიზეზი წყალმომარაგების მილზე ტექნიკური სამუშაოებია.  

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა [ფოტო]

22 აგვისტოს, საღამოს 8-9 საათზე, ძლიერი წვიმის გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

უმეტესად უნალექო დღეები და ხანმოკლე წვიმა ღამით – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22-23 აგვისტოს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32  გრადუსი   ღამით: 18 – 23 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25  გრადუსი  ღამით: …

შენ ეს გამოგივა! – წერილი თინეიჯერებს

ავტორი: ნათია სირაბიძე 15 წლის ვიყავი, კონკურსში ვმონაწილეობდი, ბოლო ეტაპამდე მისული, ვერ გავედი. საშინლად განვიცადე. „ფანჯრიდან გადავხტები და „ვსო“, დამთავრდება…“ – გავიფიქრე. ღამით დედას შევუწექი საწოლში, თითქოს ვემშვიდობებოდი. ვუთხარი – რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას ამის მერე-მეთქი. გულში ჩამიკრა: არასოდეს თქვა მსგავსი სისულელე, მთელი ცხოვრება წინ გაქვსო. 16 წლის რომ შევსრულდი, დაბადების დღე გადამიხადეს მშობლებმა. …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20-21 აგვისტოს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32  გრადუსი   ღამით: 18 – 23 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25  გრადუსი  ღამით: …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18-19 აგვისტოს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30  გრადუსი   ღამით: 18 – 23 გრადუსი  მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25  გრადუსი  ღამით: 10 – …

საქართველოდან თურქეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების რაოდენობა [ინფოგრაფიკა]

ავტორი: აიდან იუსუბოვა უმაღლესი განათლების მისაღებად თურქეთის რესპუბლიკაში წასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ყოველ წელს მატულობს. თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს თურქეთის უნივერსიტეტებში საქართველოდან 689 სტუდენტი სწავლობს. აქედან 256 ქალია, 433 კაცი. ისინი, ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იღებენ განათლებას. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, საქართველოდან წასული სტუდენტები თურქეთის 80-მდე უნივერსიტეტში სწავლობენ. სტატისტიკა …

საგანგებო სამსახური „ველმონდს“ სასტუმროს დასაცლელად ორ დღეს აძლევს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 …

ბათუმში ქაფურის ხეს თუნუქის ფირფიტა მიაჭედეს

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდგარ ქაფურის ხეს თუნუქის ფირფიტა მიაჭედეს. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის გამწვანების სამსახურში უთხრეს, იმის გამო, რომ გამვლელები დაფუღუროვებულ ხეში ნაგავს ყრიდნენ, ხეს თუნუქი გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებმა თვითნებურად მიაკრეს. „გამოვიძახებთ კეთილმოწყობის სამსახურს და ხვალ ალბათ ავაძრობთ მაგ თუნუქს. შემდეგ მოვიფიქრებთ, თუ რა გავაკეთოთ. წესით, მაგ ხეს ლურსმანი არ უნდა მიაკარო, მაგრამ იმის გამო, რომ …

სად მზადდება ქართული აბრები ქემალფაშას მაღაზიებისთვის

ავტორი: მანანა ქველიაშვილი; აიდან იუსუბოვა სარფში საზღვარს ყოველდღიურად საქართველოს ათობით მოქალაქე კვეთს და სავაჭროდ ან სამუშაოდ თურქეთის დაბა ქემალფაშაში მიდის. დაბა, სადაც დაახლოებით 4 500 მოსახლე ცხოვრობს, ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრია შავი ზღვის რეგიონში, სადაც საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები ერთად მუშაობენ. დაბაში მდებარე თითქმის ყველა მაღაზიაში შეხვდებით ქართულ წარწერებს, მაღაზიების ნაწილს კი ქართული აბრები აქვს. …

ქობულეთში DDT-ს კონცერტი აღარ გაიმართება – Kobuleti Ozone Fest ჩაიშალა

რუსული როკ-ჯგუფ DDT-ს კონცერტი 25 აგვისტოს ქობულეთში აღარ შედგება, ამის მიზეზი ფესტივალ Kobuleti Ozone Fest-ის ჩაშლა გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ Tbilisi Open Air-ის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული. „ძალიან ვწუხვართ, მაგრამ მთელი რიგი გარემოებების გამო ფესტივალის მზადების პროცესი შეფერხდა, რამაც მის ხარისხიანად ჩატარებას საფრთხე შეუქმნა. Kobuleti Ozone Fest-ი წელს აღარ გაიმართება და ვეცდებით, ამ ფესტივალის ჩატარების იდეა უფრო კარგი დროისთვის …

6 საინტერესო დიზაინის ქოლგა

უბრალო დასაკეცი ქოლგები ტექნოლოგიების ერაში ცოტა მოსაწყენია, არა? მით უმეტეს ბათუმში, როცა მთელი აგვისტო წვიმიანი ამინდია დაანონსებული. ჩვენ რამდენიმე უცნაურ და საინტერესო ქოლგას შემოგთავაზებთ, რომელთა შეძენაც საქართველოში, ძირითადად, ონლაინმაღაზიებშია შესაძლებელი: 1. ამობრუნებული ქოლგა – ასეთი კონსტრუქციის ბევრი ბრენდის ქოლგა არსებობს. პირველი პრივილეგია, რაც ამ ქოლგას გააჩნია, უკუღმა კეცვის მექანიზმია, რომლის წყალობითაც ოთახში შესვლისას თუ მანქანაში ჩასხდომისას …

ავარია ბათუმში – დაშავდა ბავშვი და ქალი

თვითმხილველის თქმით, ბათუმში. აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა და ამოყირავდა. დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ორივე დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე კი ორ მეტრს აღწევს“ – საგანგებოს გაფრთხილება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ახლახანს ტურისტები გადაარჩინეს. „მაშველებმა ლაშა როშჩინმა, ავთო გელაშვილმა და კობა მჟავანაძემ სომხეთის მოქალაქეები გადაარჩინეს. ​ტურისტები ზღვაში შევიდნენ და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შავ ზღვაზე დღეს, 11 აგვისტოს 4-ბალიანი შტორმია. „ტალღების სიმაღლე კი 2 მეტრს აღწევს“. დღეს თითქმის …

ავარია და საცობი ჩაქვის გვირაბთან, საავადმყოფოში ერთი ადამიანი გადაიყვანეს

„ბათუმელების“ ჟურნალისტის ცნობით, ამ წუთებში (14:56) ჩაქვის გვირაბთან უზარმაზარი საცობია. მანქანების რიგში ის უკვე 20 წუთზე მეტი ხანია დგას. ჟურნალისტის ინფორმაციით, ტრანსპორტის რიგში იმყოფება პაციენტი, რომელიც ქობულეთის საავადმყოფოდან ბათუმში გადმოჰყავთ. ის თავს შეუძლოდ გრძნობს. მისივე თქმით, ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიციაც, მაგრამ მათგან ვერ გაიგეს ინფორმაცია თუ რა ხდება. მანქანების რიგში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის …

„ივერიის“ აჭარელი კორესპონდენტი

XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან აბდულ მიქელაძე სულ უფრო ხშირად წერდა „ივერიაში“ ქართული სკოლების საჭიროების შესახებ. ცნობილია 1892 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული წერილი, სადაც ის აღნიშნავდა: „ჩვენ პატრონობა არ შეგვიძლიან, თქვენ ხართ ჩვენი პატრონი, დღეს ჩვენი პატრონი არავინ არის და მოგმართავთ თქვენ, ჩვენო საყვარელო ძმებო, და გევედრებით, რომ ქედაში სკოლა გაგვიმართოთ. ამ სკოლის გამართვით თქვენ დიდს დავალებას …

ტურიზმი თურქეთში [ინფოგრაფიკა]

ავტორი: აიდან იუსუბოვა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ქვეყანაში შესული ტურისტების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, 2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 2 378 439 ადამიანი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შევიდა. ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზე  გერმანიაა. ავტორი: აიდან იუსუბოვა

„თხილის კუნძული“ ზღვაში – წყალდიდობა თურქეთში [ფოტო]

ავტორი: აიდან იუსუბოვა თურქეთის ქალაქ ორდუსა და მიმდებარე სამ დასახლებაში, ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა იყო. ერთ-ერთ დასახლებაში, უნიაში, ნაწილობრივ ჩამონგრეული ხიდის გამო, შავი ზღვის სანაპიროსთან არსებულ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. ადგილობრივების თქმით, წყალდიდობამ ჩარეცხა ტონობით თხილი, რამაც ზღვაში ერთგვარი „თხილის კუნძული“ წარმოქმნა. საქართველოდან თხილის საკრეფად, ძირითადად, იმ დასახლებებში მუშაობენ, სადაც წყალდიდობა იყო. თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, …

რამდენად გააღარიბა თხილისა და ჩაის კრეფაზე წასული საქართველოს მოქალაქეები თურქული ლირის რყევამ

ავტორი: აიდან იუსუბოვა მეზობელ თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საქართველოს იმ მოქალაქეების მდგომარეობა გაართულა, რომლებიც თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მუშაობენ და ანაზღაურებას თურქულ ლირაში იღებენ. ზაფხულის სეზონზე საქართველოს მოქალაქეები ყოველწლიურად გადადიან თურქეთში დროებით სამუშაოს შესასრულებლად – ჩაისა და თხილის საკრეფად. მაგალითად, თუ ადრე დღეში 60-80 ლირას უხდიდნენ ამ საქმიანობაში, რაც 17-22 დოლარი იყო, ახლა მათი შემოსავალი მხოლოდ …

წვიმასა და სიცხეში ღია ცის ქვეშ – სარფის საბაჟო მოსაცდელების გარეშე (ფოტო/ვიდეო)

ავტორი: აიდან იუსუბოვა სარფის საბაჟოზე როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს მგზავრებს ხშირად უწევთ ხანგრძლივი ლოდინი. სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი, როგორც წესი, დიდ ხანს გრძელდება, რის გამოც მგზავრები წვიმიან და მზიან ამინდში საათობით ელოდებიან ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის საქართველოს მხარეს 2011 წელს აშენებულ შენობაში  მოსაცდელი ადგილები მგზავრებისთვის არასაკმარისია, გარდა ამისა, დერეფნიდან  შეუძლებელია ტრანსპორტის კონტროლი. …

იყიდება მიწის ნაკვეთი სოფელ თხილნარში ზღვისა და ჭოროხის შესართავის ხედით

სასწრაფოდ! სოფელ თხილნარში, გონიოს ხიდიდან ავტომანქანით 8 წუთის სავალ გზაზე იყიდებ 3400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთზე გაშენებულია თხილის, მანდარინის და ლიმონის ბაღი. ნაკვეთამდე მისულია ბუნებრივი აირი და წყალი. ნაკვეთი გადაჰყურებს ზღვას და მდინარე ჭოროხის შესართავს. დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 579 22 36 33  

სკაუტები აჭარიდან ინგლისში, თურქეთსა და საბერძნეთში წავიდნენ

ავტორი: აიდან იუსუბი საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ოგანიზაციის წევრები დღეს უცხოეთში, სკაუტთა ბანაკებში მიემგზავრებიან. „ბათუმელებს“ მათ სარფში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეხვდა. შორენა ლომაძე, სკაუტური ორგანიზაციის დამფუძნებელი და ორგანიზაციის პრეზიდენტი: „34 სკაუტი მივემგზავრებით დღეს უცხოეთში, ნაწილი მიდის თურქეთის რესპუბლიკაში, მეორე ნაწილი საბერძნეთში, კვიპროსზე, ზოგიერთი კი ინგლისის საერთაშორისო სკაუტურ ბანაკში“. სკაუტები არიან ადამიანები, რომლებიც ერთობლივად ეუფლებიან ექსტრემალურ სიტუაციებში …

როგორი ამინდი იქნება აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3-4 აგვისტოს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, ჭექა-ქუხილი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 – …

ბოლო ორ თვეში ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიხრჩო

პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში საქართველოში 39 ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს. მათგან ყველაზე მეტი – 20 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, 11- ტბაში, რვა ადამიანი კი – ზღვაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე, მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 145 – …

აჭარაში 4 600 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები ერთ შემთხვევაში, აჭარაში 4 600 კოლოფ, ხოლო თბილისში 3 500 კოლოფ უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. საგამოძიებო …

ავარია ქედაში – დაშავებულია ორი არასრულწლოვანი

ქედაში, სოფელ დოლოგანთან, ავტოავარია მოხდა – ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მინივენი შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანია დაშავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სად შეგიძლიათ BATUMI CARD-ის აღება მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისთვის

დღეიდან, პირველი აგვისტოდან, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ბილეთები აღარ იყიდება და მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ BATUMI CARD-ის მეშვეობით შეუძლიათ. მოქალაქეებს სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD-ის აღება შეუძლიათ „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია. ბარათის ასაღებად EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიჰყვეთ …

აგვისტო წვიმიანი დღეებით დაიწყო – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-2 აგვისტოს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა,ზოგან –  ძლიერი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი …

კონკურსი აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად

აჭარის აგანათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც: 2015, 2016 და 2017 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 …

ავტომანქანის გაქურდვის ბრალდებით ბათუმში 19 წლის ბიჭი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ბ. ბათუმში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 29 ივლისს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა …

მარიხუანის მოხმარება ლეგალურია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების – ზურაბ ჯაფარიძისa და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მარიხუანის მოხმარებისათვის. მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს …

Exit mobile version