სიახლეები

ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ბათუმის ხელონების მუზეუმში

06.12.2018
ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ბათუმის ხელონების მუზეუმში

8 დეკემბერს, 16.00 საათზე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში მხატვრის ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შესრულებული ფიგურატიული კომპოზიციები.

ბექა ბოლქვაძე არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენების ავტორი, ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო არტ სიმპოზიუმებსა და პლენერებში.

ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.