Batumelebi | მილიონი მყიდველი – მიშელ ობამას მემუარები გამოცემიდან ორ კვირაში წლის ბესტსელერი გახდა მილიონი მყიდველი – მიშელ ობამას მემუარები გამოცემიდან ორ კვირაში წლის ბესტსელერი გახდა – Batumelebi
RU | GE  

მილიონი მყიდველი – მიშელ ობამას მემუარები გამოცემიდან ორ კვირაში წლის ბესტსელერი გახდა

მიშელ ობამას მემუარები ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის ბესტსელერია. არადა, ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემიდან სამი კვირაც კი არ არის გასული. ამ წიგნში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის ცხოვრების პიკანტურ დეტალებსაც წაიკითხავთ. წიგნი 13 ნოემბერს გამოვიდა და ამ დროისთვის უკვე ერთ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

421-გვერდიანი წიგნი შეეხება 54 წლის ქალის მუშაობას, ბავშვობას, გზას ღარიბი სამხრეთი ჩიკაგოდან თეთრ სახლამდე. გარდა ამისა, ის აღწერს ძალიან დელიკატურ დეტალებს თავისი ცხოვრებიდან.

წიგნის ერთ-ერთ ბოლო თავში მოცემულია თეთრ სახლში მუშაობის პერიოდი და ზეწოლა, რომელიც ოჯახმა ბარაკ ობამას „არაამერიკელობასთან“ დაკავშირებით განიცდიდა. მიშელ ობამა აღწერს, ისევ და ისე როგორ ამწვავებდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეკულაციებს, რომ თითქოს ბარაკ ობამა არ არის ამერიკაში დაბადებული და, შესაბამისად, ის არ არის ამერიკელი. პირველი ლედის შეფასებით, ეს იყო საშიში, რადგან მას ჰქონდა განზრახვა ექსტრემიზმის და სიგიჟის გააქტიურების.

ობამების წიგნის გამოცემის უფლების ფასი [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების მემუარების გამოცემის ისტორიაში] რეკორდულია და $60 მილიონად არის შეფასებული. აქამდე, მაგალითად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების: ბილ კლინტონის მემუარების გამოცემის უფლება $15 მილიონად, ხოლო ჯორჯ ბუშის – $10 მილიონად გაიყიდა.

ბარაკ ობამა ამერიკის პრეზიდენტი ორი ვადით იყო – 2009-2017 წლებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.