მთავარი,სიახლეები

ბათუმში სუპერმარკეტი გაქურდეს – წაღებულია ფული და სიგარეტი

30.11.2018 • 3274
ბათუმში სუპერმარკეტი გაქურდეს – წაღებულია ფული და სიგარეტი

ბათუმში, მელიქიშვილის #111-ში მდებარე სუპერმარკეტი გაქურდეს. სუპერმარკეტიდან წაღებულია ფული და სიგარეტი. არსებული ინფორმაციით, ქურდებმა სუპერმარკეტის კარი სპეციალური ხელსაწყოებით გააღეს.

ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილას კრიმინალისტები და პოლიცია მუშაობენ.

შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე.  მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: