მთავარი,სიახლეები

საჩივარი ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის გამო

28.11.2018
საჩივარი ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის გამო

ბათუმის 59-ე უბანზე საჩივრის დაწერის მიზეზი ამომრჩევლის გაცხადებული არჩევანი გახდა.

ამომრჩეველი კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით გამოვიდა და ბიულეტენი ყუთთან მყოფ საარჩევნო კომისიის წევრს აჩვენა. მან თქვა, რომ „ქალური სოლიდარობის გამო“ გააკეთა არჩევანი.

აღნიშნულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საარჩევნო უბანზე განაცხადეს, რომ ეს კანონდარღვევა არ ყოფილა და კომისიის წევრი ვერ გააკონტროლებს ამომრჩევლის ქცევას.

ამომრჩევლის ხმის ფარულობა დღეს საქართველოში რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაირღვა.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/324285/?fbclid=IwAR0kmgR4eN4ISMIWwqjYpfHgrLWECYMqcf0mX1liPgsZUFqPu4vgxQ7cJ0I

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: