გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 დეკემბრის 21 საათიდან 11 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 12 – 17 გრადუსი
- ღამით: 3 – 8 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 12-13 დეკემბერს, მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.