მთავარი,სიახლეები

რა გახდა დამკვირვებლის გაძევების მიზეზი ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან

28.11.2018
რა გახდა დამკვირვებლის გაძევების მიზეზი ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან

ბათუმის #13 საარჩევნო უბნიდან ორგანიზაციის – „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელი გააძევეს.

ადგილზე იმყოფებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი და გამოიძახეს პოლიციაც. საბოლოოდ დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს.

#13 საარჩევნო უბანი

„დამკვირვებელი ახდენდა პირადი მონაცემების გადაღება-დამუშავებას. ნაკადის მომწესრიგებელთან იდგა, ამომრჩევლების პირადობაში იხედებოდა, იღებდა ინფორმაციას და შემდეგ ტელეფონით რაღაცას ეძებდა, რაღაც სისტემაში შედიოდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად იმავეს აგრძელებდა, შენიშვნაც ასახულია ჟურნალში და ბოლოს იძულებული გავხდი, გამეძევებინა უბნიდან. ეს ითვლება პირადი ინფორმაციის გამოყენებად. ნომერსაც დაინახავდა და სახელსა და გვარსაც,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გოჩა ცინცაძემ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ირაკლი ჭეიშვილი, „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: