ბათუმის #64 უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების კვალი აღენიშნებოდა, უბანზე არ უშვებდნენ, რასაც იგი აპროტესტებდა, ირწმუნებოდა, რომ ხმა არ ჰქონდა მიცემული და ითხოვდა სხვა მეთოდით გადამოწმებას.
საბოლოოდ ამომრჩეველს კომისიამ მაინც მისცა ხმის მიცემის საშუალება.
აღნიშნულის შესახებ უბანზე საჩივარი არ დაწერილა.