მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

29.11.2018 • 1736
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29  ნოემბრის  21 საათიდან 30  ნოემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღისით – უმეტესად უნალექოდ,  ღამით – დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, პირველ, ორ დეკემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

__________

მთავარ ფოტოზე: შემოდგომა ქობულეთში. ფოტო: გურამ მურვანიძე, „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: