სარფის საბაჟოზე მოქალაქეს 17 ათასამდე ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გადაჰქონდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 17 აპრილს, სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქის ფიზიკური და მისი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 16,749.45 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 259.24 გრამი) გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.

ვარშავა-ბათუმი – პოლონური ავიაკომპანია ზაფხულში ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, პოლონური ავიაკომპანია Enter Air-ი ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პოლონურ ავიაკომპანია Enter Air-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა უკვა მიანიჭა. ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე Enter Air-ი ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს. ფრენები …

აპრილის თოვლი აჭარის მთებში [ფოტო]

დღეს, 23 აპრილს, მაღალმთიანი აჭარის ზოგიერთ სოფელში თოვლი მოვიდა. 23-24 აპრილს მთიან რაიონებში ღამით 0-3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით კი  3-8 გრადუსი სითბო. ხვალიდან აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ხელისუფლებამდე რა ინფორმაციის მიტანა სთხოვეს მოქალაქეებმა ჟურნალისტებს

„მედია და საზოგადოება“ – ამ სახელწოდების დისკუსიათა ციკლის ფარგლებში,  12 აპრილს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კიდევ ერთი  შეხვედრა  გამართა.  ხულოს მუნიციპალიტეტის  სოფელ  ბოძაურის  მოსახლეობის მოსაზრებები და პრობლემები  „ბათუმელების“ რედაქტორმა  ეთერ  თურაძემ და  „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“  ხულოს  ბიუროს  ჟურნალისტმა ლენა მამულაძემ მოისმინეს. მსგავსი შეხვედრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება და მისი  მიზანია  აჭარის  რეგიონში მოქმედი …

„თავისუფალი სივრცე“ მუსიკოსებისათვის კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ სოციალურ კაფე „თავისუფალ სივრცეში“ ახალ პროექტს – „მედიArt2“-ს იწყებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მუსიკოსებს, რომლებიც საავტორო მუსიკას ქმნიან. „პროექტი “მედიArt2” შესაძლებლობას გაძლევს შენი საავტორო მუსიკა მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადო, გაგაცნოს თანამედროვე მიღწევები შემოქმედებით პროცესში ინკლუზიის კუთხით, შეასრულო დუეტი ჟესტური ენით მოსაუბრე სმენისარმქონე/სმენადაქვეითებულ მუსიკის მოყვარულთან ერთად“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კონკურსის …

ფოცხვერი და შვლები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში [ფოტო]

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულმა პარკმა ფოტოხაფანგის მიერ პარკის ტერიტორიაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნა 2014 წელს და მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, როშკის ბუნების ძეგლს და ასას აღკვეთილს. საფეხმავლო ბილიკებით შესაძლებელია თუშეთისა და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე გადასვლა. ეს ბილიკები ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული მარშრუტებია ბუნების მოყვარულთათვის.

ქალი, რომელიც დღეში 13 საათს მუშაობს და 7 ლარს გამოიმუშავებს

ავტორი: ნანა ცეცხლაძე მისი სამუშაო დილა დაახლოებით 6:30 იწყება და ღამის რვაზე მთავრდება. ისაუზმებს თუ არა ჩანთას ჰკიდებს ხელს და ქუჩაში გადის. ჩანთაში გასაყიდ ტანსაცმელი აქვს ჩალაგებული. 52 წლის იამზე აბულაძე უკვე ექვსი წელია ასე ირჩენს თავს – ის წლების განმავლობაში წერეთლის ქუჩაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ მათ აქ ვაჭრობა აუკრძალა, იამზე ჩანთაგადაკიდებული …

შსს: ბათუმში დააკავეს კაცი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვა აღიარა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმეჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა. სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. „ატმეჩკები“, კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა …

შსს: 20 აპრილს 19 საათიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, 20 აპრილს დაგეგმილი მარათონის გამო, არაერთ ქუჩაზე შეიზღუდება მოძრაობა. ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება და შეიზღუდება 19:00 საათიდან. მოძრაობა შეიზღუდება: შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე -იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე; იუსტიციის სახლიდან – რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე. მოძრაობა აიკრძალება: კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე -რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთამდე; …

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე გადააყენეს

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 აპრილს, მიიღო გადაწყვეტილება და ნათია კაპანაძე დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. ნათია კაპანაძეს ბორდის ხუთი წევრიდან უნდობლობა ოთხმა წევრმა გამოუცხადა. 10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. ნათია კაპანაძეს ვადის ამოწურვამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძის არჩევას აპირებენ. აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

გამარჯობა!

ავტორი: იუჯელ ალფაი დემირი ყველაფერი ჩემი ცოლის ნათასავის, მურად მასწავლებლის სიტყვებით დაიწყო: წამო, ბათუმში წავიდეთ! წესად არ მაქვს, ვიკითხო: „ხომ მშვიდობაა? რა საქმე გაქვს?“,  არც მისთვის მიკითხავს. ჩემი ხშირი მოგზაურობები ქვეყნის ფარგლებშიც და საზღვარგარეთაც, უმეტესად ასე სპონტანურად და ბევრი ფიქრის გარეშე დაწყებულა. მოგზაურობის დეტალები აეროპორტში გაცნობილ შოთა გაბაიძესთან საუბარში გავიგე. შოთას ქოჯაელის უნივერსიტეტში უსწავლია. დახვეწილი, …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 17  აპრილის  21 საათიდან 18  აპრილის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5-10 გრადუსი  ღამით: 0-5 გრადუსი …

აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ ოპერატორები შესაძლოა გაიფიცნონ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს „ახალი ამბების“ სამსახურის 13 ოპერატორი შესაძლოა გაიფიცოს. მათი პროტესტი ანაზღაურებას უკავშირდება. ოპერატორები აცხადებენ, რომ ძირითად საქმიანობასთან ერთად ასრულებენ მემონტაჟის მოვალეობასაც, თუმცა ამისათვის ისინი ანაზღაურებას არ იღებენ. ოპერატორების განცხადებას, რომელსაც აჭარის ტელევიზია ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ: „წლების განმავლობაში აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორები, ძირითად საქმიანობასთან ერთად ვასრულებთ მემონტაჟის ფუნქციას, მაგრამ …

საკურას ყვავილობა ბათუმის ბულვარში [ფოტო]

საკურას, იაპონური ალუბლის ხეების დარგვა ბათუმში რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხული საკურას ყვავილობით იწყება. იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა. იაპონიაში ყოველი წლის გაზაფხულზე ადგენენ საკურას ყვავილობის რუკასა და პროგნოზს, სადაც ზუსტადაა აღნიშნულია, რომელ ქალაქში როდის ყვავის ალუბალი. ინიშნავენ პირველი ყვავილობის დღესაც, როცა ხის …

„თავისუფალი სიტყვა“ – კონფერენცია ბსუ-ში

17 აპრილს, 16:30 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართება კონფერენცია „თავისუფალი სიტყვა“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ამ ფორმატში სტუდენტებს შეხვდება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ჟვანია. ორგანიზატორების ინფორმაციით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საინფორმაციო კამპანია – „თავისუფალი სიტყვა“, წელს პირველად ტარდება. გარდა ბათუმისა, „კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებთან (ქუთაისი, …

როგორ ჩაივლის „ნასესხები“ ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 15  აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში ღამით და დილით – ზოგან 17-22 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 5 …

„მე ვარ ორგანიზატორი და დამაკავეთ“ – აქციის მონაწილეების მიმართვა პოლიციელებს

„ჩვენ ვართ ორგანიზატორები“ – ამ სიტყვებით მიმართავენ ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე [„კარფურთან“] შეკრებილი მოქალაქეები პოლიციელებს. ისინი ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ. აქციის მონაწილეები ასახელებენ კონკრეტული ექიმების გვარებს და მათ დასჯას ითხოვენ. ქუჩაში საპროტესტო მსვლელობას ბოლო პერიოდში ბათუმის საავადმყოფოებში გარდაცვლილი 7 პირის ახლობლები აწყობენ. აქცია ამ წუთებშიც [2130] გრძელდება. „ეს არის დამპალი სისტემა“, „თქვენ ყველა ერთ სისტემას ემსახურებით“, „მე …

ავარია ჭავჭავაძის ქუჩაზე

დღეს, 12 აპრილს, ავარია მოხდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

ბათუმის მერიასთან პოლიციაა

დღეს, 12 აპრილს, ბათუმის მერიასთან  საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი დგას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პოლიციის მობილიზება, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება – „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიისგან მერიის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვს. ენმ ეჭვობს, რომ სიების გასაჯაროების შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ მერიაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი და სწორედ ამიტომაც არ აძლევენ მათ მერიის …

17-22 გრადუსი სითბო – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 12 აპრილის  21 საათიდან 13 აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი …

აჭარის ტელევიზია: მიმდინარე პროცესები სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გამოეხმაურა ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივას. მაუწყებლის განცხადებით, საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა. მიმდინარე …

სარფში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2-11 აპრილს სარფისა და წითელი ხიდის საბაჟოებზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7,080 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი …

რომელ ქუჩებზე შეწყდება წყლის მიწოდება ბათუმში

„ბათუმის წყლის“ინფორმაციით, 10 აპრილის, 19:30 საათიდან 11 აპრილის 03:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება: ვაჟა-ფშაველას ქუჩას: გიორგი ბრწყინვალესა და აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩების მონაკვეთში; ბესიკისa და აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩებს: ლ. ასათიანისა და 26 მაისის ქუჩების მონაკვეთში; სევასტოპოლის ქუჩას: 26 მაისისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების მონაკვეთში; ჩოლოყაშვილის ქუჩას: ლ.ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების მონაკვეთში; კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის …

ვილნიუსიდან ბათუმში ჩარტერული ავიარეისები იგეგმება

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები სექტემბრიდან დაიწყება – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ტუროპერატორ „ტეზტურის“ წარმომადგენლები, 20-მდე ტურისტული კომპანიის წევრთან ერთად, ამჟამად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. ლიეტუველ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან ერთად, შეხვდა და რეგიონისთვის ვილნიუსიდან პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე, ქვეყნებს შორის მეგობრობასა და …

ჭოროხზე სათევზაოდ წასული კაცი მაშველებმა გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 50 წლის კაცი უვნებლად გამოიყვანეს. უწყების ცნობით, წყლის დონის მომატების შედეგად, სათევზაოდ წასული კაცი ხიდის ქვეშ შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  

„ბათომის“ წერილი ლაშა კომახიძეს 

ბატონო ლაშა, ქ. ბათუმის ისტორიული ნაწილის ე.წ. “რივიერას” ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის  საპროექტო დავალების გაცემას ჩვენ – „ბათომი“ და სამოქალაქო აქტივისტები, ბათუმის საკრებულოს შევეწინააღმდეგეთ და ახლაც ვეწინააღმდეგებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტერიტორია 1987 წლიდან ისტორიული დაცვის ზონაშია მოქცეული. „რივიერას“ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას  ადასტურებს სხვადასხვა წლებში (1994, 2006, 2015, 2017) ჩატარებული არაერთი კვლევა და დოკუმენტი. 2018 წლის …

როგორი იქნება „ბათუმობა“ 2019 – აფიშა

ბათუმის მერია სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ აფიშას აქვეყნებს. „ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება და აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა. მერიის ცნობით, ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში 28 აპრილის 12-დან, 29 აპრილის 02:00 საათამდე გაიმართება. ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება: [checklist] დამეგობრებული ქალაქების კუთხე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა საბავშვო კუთხე სპორტული ღონისძიებები კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა წიგნების კუთხე …

17-22 გრადუსი სითბო – როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 9 აპრილის   21 საათიდან 10  აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი …

Marika Wveraidze – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ტროლი [კვლევა]

მედიის განვითარების ფონდმა დღეს, 8 აპრილს, გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით – „სახელისუფლებო ტროლები TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ“. კვლევის მიხედვით, „გამოვლინდა ფეისბუკის 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების – ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) – მომხმარებლების იდენტობას იპარავს, 2 – სერიალის პერსონაჟების, 1 – ფეისბუკ მომხმარებლის, ხოლო 1 – თავისუფალ ჟურნალისტთა …

ეპარქია აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით: იქმნება დნმ-ის ბაზები

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მორიგ განცხადებას აკეთებს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N 338-ში აღმოჩენილ სამარხთან დაკავშირებით, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა. ეპარქიის განცხადებით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 2016 წლის მაისში დაიწყო და ამავე პერიოდში ამ თემის შესახებ მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი. „შესაბამისი სახელმწიფო უწყებები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ გათხრების შესახებ, მათ გამოგზავნეს გამნაღმველები, …

რა თქვა ლაშა კომახიძემ რივიერას ზონიდან ამოღებაზე – კმდს სხდომის ოქმის ჩანაწერი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს [კმდს] საბჭოს გაფართოებული სხდომა 2019 წლის 15 თებერვალს თბილისში გაიმართა. სხდომაზე „ქალაქ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტზე“ იმსჯელა. ამ დოკუმენტში, ბათუმის „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონიდან ამოღებულია, თუმცა ტერიტორიის ისტორიული ზონის საზღვრებიდან ამოღებას ეროვნული სააგენტოს 15-წევრიანი საბჭოს 13-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა. სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, „რივიერას“ ტერიტორიის …

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, 110 ჰორტენზია დარგეს

„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა დღეს, 5 აპრილს, თამარ მეფის გზატკეცილზე, ფერდობზე, 110 ძირი  ჰორტენზია დარგეს. 2019 წლის ბოლომდე ბათუმში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“ სამსახურის ცნობით, წელს აქცენტი მარადმწვანე ხე-მცენარეებზე გაკეთდება. მცენარეების შესაძენად ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 5  აპრილის 21 საათიდან  6  აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0-5 გრადუსი სითბო ღამით: 5-10 …

სარფში დააკავეს პირი, რომელიც თურქეთში 1139 ცალი მაჯის საათის მალულად გადატანას ცდილობდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე დააკავეს პირი, რომელიც  ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით ცდილობდა საქართველოდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს …

ყველა პერსონაჟი ნამდვილია

ავტორი: ცირა ჯგერენაია  ბავშვობიდან  ვამბობდი, რომ ქორწილი არ მექნებოდა.  რომ გავიზარდე, ამაზე ხმამაღლა საუბარი შევწყვიტე. არ მინდოდა ეკითხათ რატომ? მიზეზებზე არასოდეს მიფიქრია. ისე, ზედაპირულად  მეგონა, რომ   ცერემონიალურობა და  სიყალბე არ მომწონდა. მერე ფულის უაზრო ხარჯვად მიმაჩნდა, მერე… დავფიქრდი. მოგონება N1.  ლეილა მე 4-ის ვარ, ჩემი და 5-ის. გვითხრეს, რომ ჩვენმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა, რაც იმას …

Exit mobile version