მთავარი,სიახლეები

რომელ ქუჩებზე შეწყდება წყლის მიწოდება ბათუმში

10.04.2019
რომელ ქუჩებზე შეწყდება წყლის მიწოდება ბათუმში

„ბათუმის წყლის“ინფორმაციით, 10 აპრილის, 19:30 საათიდან 11 აპრილის 03:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:

  • ვაჟა-ფშაველას ქუჩას: გიორგი ბრწყინვალესა და აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩების მონაკვეთში;
  • ბესიკისa და აკადემიკოს მამია კომახიძის ქუჩებს: ლ. ასათიანისა და 26 მაისის ქუჩების მონაკვეთში;
  • სევასტოპოლის ქუჩას: 26 მაისისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების მონაკვეთში;
  • ჩოლოყაშვილის ქუჩას: ლ.ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების მონაკვეთში;

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი მილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ავარიულად დაზიანებული წყალმომარაგების მილი გახდა, რომლის შეკეთებაც მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: