3 საჩივარი და 19.5-პროცენტიანი აქტივობა ხულოში, მერის არჩევნებზე – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, აქედან ზუგდიდში -13, მარნეულში – 7, ზესტაფონში -1, ხოლო ხულოში – 3. ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს. ამ დროისათვის ყველაზე მეტი, 13 საჩივარი, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაშია შესული. საარჩევნო ოლქების მიხედვით, 12 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობაა  საგარეჯოში – 35.7 პროცენტი, ხოლო ხულოში …

„აჭარა უნდა ადუღდეს“ – „ოცნება“ ფარულ ჩანაწერზე საუბრობს

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ზუგდიდში, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და წარადგინა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო თათბირიდან პარტიის შტაბის წევრებმა გამოიტანეს და „ოცნების“ შტაბს მიაწოდეს. თალაკვაძის თქმით, ჩანაწერის მონაწილეები „მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები – სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე …

ხულოში მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა „პიანინოზე დარჩა“

ხულოს #1 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ირაკლი ჯორბენაძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. „პიანინოზე დამრჩა“ – უთხრა მან ჟურნალისტებს. მერობის კანდიდატს რამდენიმე წუთი მოუხდა ლოდინი, სანამ სახლიდან მოწმობას მოუტანდნენ, მანამდე კი ირაკლი ჯორბენაძემ სიაში საკუთარი თავი და მეუღლის მონაცემები გადაამოწმა. დღეს, 19 მაისს, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნები მიმდინარეობს, მათ …

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 19  მაისის 21 საათიდან  20 მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 21 -26 გრადუსი  ღამით: …

18 მაისის ღამე მუზეუმში – პროექტი, რომელშიც ვიზიტორებიც ჩაერთვებიან

18 მაისიდან 19 მაისს გარდამავალი ღამეს, ბათუმის მუზეუმებში შეგიძლიათ უფასოდ შეხვიდეთ. უფასო ვიზიტები 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დღეს ღამეს დაგეგმილია აქტივობა სახელწოდებით – „ღამე მუზეუმში“. პროექტი გულისხმობს აქტივობებში ვიზიტორების ჩართვას. ღონისძიებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 18 მაისი: ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი „ერთი დღე ძველ ბათუმში“. წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქალაქური ყოფა. …

დისკუსია: გურიის მხრიდან ნებისმიერი მანქანა ადის გომის მთაზე, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სატვირთო 

8 მაისს, „თავისუფალ ჟურნალისტთ სახლის“ ორგანიზებით, მედია-დისკუსია შუახევის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ხაბელაშვილების მაცხოვრებლებთან გაიმართა. შეხვედრების მიზანი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება იყო. შეხვედრების  ფორმატი მოიცავდა მედიის წარმომადგენლების მონაწილეობას დისკუსიაში. ხაბელაშვილებში გამართული შეხვედრის მონაწილეები ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“  წამყვანი ივანე ბაკურაძე და „გაზეთ  ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი  ზოსიძე იყვნენ. თავდაპირველად მოქალაქეებს …

კვება უფასო სასადილოებში

ავტორები: ნინო აბდალაძე და მარიამ უგრეხელიძე; ფოტო: გურამ აბდალაძე; რედაქტორი: ელენე ასათიანი

რატომ ვერ დაუკავშირა სააკაშვილმა ხელოვნება და ხულოელები ერთმანეთს

ავტორი: სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიუნხენში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც იქნა, დარბაზს სიცილი „გამოსძალა“, როცა მესამედ იკითხა – „ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის ხალხო?“ ეს იყო ასე, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცენ ამ სიტყვებს, სააკაშვილი ამას გულისხმობდა და ამაზე გაიცინა დარბაზმა. საერთოდ ასე ხდება, ბრიყვს მიუნხენის დარბაზში დასვამ თუ ვენის – …

უახლოეს დღეებში ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 15  მაისის 21 საათიდან  16  მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, სანაპირო რაიონებში, მათ შორის ბათუმში, – 15-17 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი …

შსს: ბათუმში დააკავეს პირი, რომელსაც ნარკოტიკებს სამალავებში ათავსებდა და ინტერნეტით ჰყიდდა

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციის,ბრალდებული ბათუმში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდა, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 34 შეკვრად დაფასოებული …

როცა დაღლილობისგან ითიშები, მაგრამ მაინც მუშაობ – კონსულტანტები მძიმე შრომაზე

სტატიაზე მუშაობდნენ: ნესტან ზოიძე და მარიამ დუმბაძე მათ არაერთ სუპერმარკეტში უმუშავიათ და ყველგან ერთი და იგივე ვითარება დახვდათ: სამუშაო საათები – 12/14, სამუშაო დღეების რაოდენობა კვირაში – 6, ანაზღაურება – მინიმუმ 300 ლარი, მაქსიმუმ – 500 ლარი. წაიკითხეთ 20-25 წლის გოგონების ისტორიები, რომლებიც ბათუმის სუპერმარკეტებში კონსულტანტებად მუშაობენ. სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს მარკეტში მარიამ გორჯელაძე, შოთა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 10  მაისის   21 საათიდან 11 მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, სანაპირო რაიონებში, მათ შორის ბათუმში – 15-17 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 …

რას ჰყვება ბათუმში დარჩენილი 16 ვეტერანიდან ხუთი

ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 16 ვეტერანი ცხოვრობს – რვა კაცი და რვა ქალი. საუბარი, კომუნიკაცია და ფრონტის ამბების გახსენება მათგან მხოლოდ ექვსს შეუძლია. „ბათუმელები“ ხუთ მათგანს შეხვდა. ბათუმში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანი 90 – წელს გადაცილებულია. 9 მაისს ისინი ომში გაწვევის, გერმანელებთან შეტაკებებისა და შინ დაბრუნების ამბებს იხსენებენ. „кавказская дикарка”- 98 წლის ვეტერანი …

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა ბათუმში

ბათუმში, გმირთა ხეივანში, ამ წუთებში აქციას მართავს „უკვდავი პოლკი“. გასული წლისგან განსხვავებით, აქციის მონაწილეებს არც საბჭოთა სიმბოლიკა აქვთ გამოფენილი და არც გეორგიევსკის ლენტები. „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლებს აქციაზე ძირითადად გამოფენილი აქვთ მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილთა ფოტოსურათები. ფოტოებზე აქვთ წარწერა – „საქართველოს უკვდავი პოლკი“. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და რომ „უკვდავი …

გაფუჭებული შუქნიშნები ბათუმში

ავტორი: ნესტან ზოიძე  ბათუმში ძალიან ბევრ მისამართზე შუქნიშანი არ მუშაობს. უფრო რთულად არის საქმე ფეხითმოსიარულეთა ნიშნების შემთხვევაში – ეს ნიშნები ქუჩების იმ მონაკვეთებზეც კი გაფუჭებულია, სადაც, მაგალითად, სამანქანე ნიშნები მუშაობს. სოციალურ ქსელებში მუდმივად წერენ ამ პრობლემაზე. ბათუმის მერიაში ასევე მუდმივად აცხადებენ, რომ პრობლემას აგვარებენ. რეალობა კი ის არის, რომ დღითიდღე იზრდება ბათუმში მწყობრიდან გამოსული შუქნიშნების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 7  მაისის   21 საათიდან  8  მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ხვალ დღის მეორე ნახევარში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, სანაპირო რაიონებში, მათ შორის ბათუმში – 15-17 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: …

რატომ უჩივიან პაციენტები სამედიცინო მომსახურებას – დისკუსია

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის, უფლებადამცველი ორგანიზაციების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები დღეს ბათუმში იმაზე იმსჯელებენ, თუ როგორია სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა და ხარისხი ბათუმში. დისკუსიის ორგანიზატორია კომპანია GGM-ი. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ სამედიცინო დაწესებულებების მატებასთან ერთად ამ სფეროში იმატებს პრობლემებიც. ორგანიზატორს დღევანდელი დისკუსიისთვის გამოყოფილი აქვს პრობლემების შემდეგი ჩამონათვალი: პაციენტები უჩივიან სამედიცინო მომსახურების …

„დაიცავი ბათუმის“ ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

საინიციატივო ჯგუფი, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ ღია წერილით მიმართავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „ბათუმი რივიერაზე“ დაგეგმილი ექვსი კოშკის მშენებლობის შესახებ.  წერილში აღნიშნულია, რომ პროექტს ახორციელებს კომპანია ”სილქ-როუდ ჯგუფი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით და სწორედ ეს გახდა ამ წერილის დაწერის მიზეზიც. ღია წერილის შესახებ მოძრაობის წევრებმა დღეს, 6 მაისს, რივიერასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სწორედ ამიტომ, თავს …

შიშველი სადენები კორპუსის სადარბაზოში – საფრთხე ბავშვებისთვის

ავტორი: ნესტან ზოიძე ბათუმში, ტაბიძის ქუჩის #7-ში, საერთო საცხოვრებლად წოდებული კორპუსის მცხოვრებლები „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ მათი ხმა მიგვეწვდინა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“. აქ მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ კორპუსში ელექტროსადენები მოუწესრიგებელი და სიცოცხლისთვის საშიშია. მოქალაქეების თქმით, ელექტროსადენები სადარბაზოში ქაოსურად არის გაყვანილი და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის. ზედაპირული დათვალიერებით ჩანს, რომ ამ სადენების სრული უმრავლესობა ელექტრომრიცხველებთან არის …

იუნუს წულუკიძე – დავიწყებული კანონმდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკიდან

ავტორი: ირაკლი ირემაძე, ისტორიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი _______________________ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ახლად შექმნილი სახელმწიფო რთული გამოწვევების წინაშე იდგა. პირველ რიგში, საფრთხე ემუქრებოდა მისი ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს, ამ პერიოდისათვის პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ოსმალეთს უკვე დაკავებული აქვს ბათუმის …

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი ზღვის დაბინძურებისთვის 65 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დააჯარიმა საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის. დეპარტამენტის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობის შემცველი წყლებით დააბინძურა. ფოთის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა. დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა. _________ ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის 8 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებული იქნა 8 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, კახეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა განახორციელეს ჯამში 450 …

მოსალოდნელია წვიმიანი დღეები – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 2 მაისის  21 საათიდან  3  მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა – ზოგან ძლიერი, ასევე ელვა-ჭექა. იქროლებს ცვალებადი დასავლეთის ქარი 10-15, ზოგან 17-22 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: 10 – 15 გრადუსი მთაში …

გარემოვაჭრეების აქცია: ჩვენ ვბრუნდებით წერეთლის ქუჩაზე

ავტორი: ნანა ცეცხლაძე ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები, რომლებიც ორი თვის წინ ბათუმის მერიამ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანა, ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ისევ წერეთლის ქუჩაზე აპირებენ გადასვლას. „პურის ფული არ მაქვს, შვილი მიკვდება მშიერი. მე მინდა, ჩემი მუშაობით ავიღო ხელფასი. სად არის სამუშაო. ხალხი, კაციშვილი არ შემოდის, ერთი ლარი არ მაქვს ნავაჭრი, – აცხადებს  ნანი ნინიკაშვილი …

საერთაშორისო და სამედიცინო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა ბათუმში [ანონსი]

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 2019 წლის 10-11-12 მაისს, საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის, ასევე სამედიცინო ტურიზმის გამოფენა გაიმართება. სამდღიან გამოფენებში მონაწილეობას იღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, გერმანია, ბელორუსი, ჰოლანდია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი. ორგანიზატორთა განცხადებით გამოფენების ძირითადი მიზანია ქვეყანაში სამედიცინო ინოვაციების დანერგვა, ტურიზმისა და სემედიცინო სფეროების განვითარება, კონფერენციების, სემინარების, საინფორმაციო ტურების მოწყობა, …

დათო ტურაშვილი: იბრძოლეთ, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად

„ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“ – ამ ტრანსპარანტებით გამოვიდა 28 აპრილს, „ბათუმობას“, ახალგაზრდების ჯგუფი ბათუმში, ევროპის მოედანზე. ახალგაზრდების აქციას გამოეხმაურა მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც „წიგნის კუთხეში“ შეკრებილი პირებისათვის ლექციას მართავდა. „არ დაგემართოთ ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ეს უნიკალური ქალაქი არ გადააქციოთ ბეტონის ზონად. შეინარჩუნეთ, იმიტომ, რომ ჩვენ დავკარგეთ, ვერ შევძელით. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მაისის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 30  აპრილის 21 საათიდან პირველი მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 9 – 14 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 12 -17 გრადუსი  ღამით: 5 – …

მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთ ოჯახში

ავტორი: მარიამ დუმბაძე 62 წლის გულნარა ზოიძე თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად ქობულეთთან ახლოს, გელაურში ცხოვრობს. გულნარამ თავის მეუღლესთან, ანზორ მაჭარაშვილთან 43 წლის წინ იქორწინა. ოჯახში ორი აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობენ – მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანები. გულნარა ზოიძე იმ დროს იხსენებს, როდესაც დაქორწინდა: „ბათუმში ვსწავლობდი. ის ქარხანაში მუშაობდა. შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემები თავიდან უარზე იყვნენ, მაგრამ აღარ შემეწინააღმდეგნენ. …

გაზაფხული ბათუმის ქუჩებსა და აივნებზე

ავტორი: ნანა ცეცხლაძე გაზაფხული უკვე არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ აივნებსა და ძველ, ბათუმურ ეზოებშიც იგრძნობა. თუ ბათუმში ნელი ნაბიჯით სეირნობისას აივნებსაც შეავლებთ თვალს, დაინახავთ, რომ ბათუმელმა მცენარისმოყვარულებმა გამოზამთრებული მცენარეები უკვე გამოფინეს აივანზე, ზოგან ბალბა ყვავის, ეზოში ვარდები უკვე გაიშალა, ზოგან კი გვიმრა ხასხასებს.

„ნუ აგვიკრძალავთ საარსებო წყაროს“ – კვადროციკლების მესაკუთრები აქციას აგრძელებენ

ავტორი: ნანა ცეცხლაძე, ნესტან ზოიძე  ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან, კვადროციკლების მესაკუთრები აქციას აგრძელებენ. „ვითხოვთ რეგულაციებს“, „ვინ დაიცავს ჩვენს უფლებებს“, „ნუ აგვიკრძალავთ საარსებო წყაროს“ – ამ წარწერებს ბულვარის შესასვლელთან გაშლილ კარვებზე ნახავთ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შიმშილობენ და საპროტესტო აქციას არ შეწყვეტენ, სანამ მთავრობა მათ ხელსაყრელ პირობებს არ შესთავაზებს. ისინი არ არიან თანახმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე – …

მყიდველი არ ჩანს – ავტოსადგურის ბაზრობა გახსნიდან ერთი თვის შემდეგ

ავტორი: ნესტან ზოიძე  ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ერთი თვის წინ ბათუმის ბაზრობა გაიხსნა და ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები გადაიყვანა, თითქმის ორი საათი დავყავი.  ამ ხნის განმავლობაში ბაზრობაზე არავინ გამოჩენილა. სწორედ ეს არის მოვაჭრეების ყველაზე დიდი წუხილის საგანი. აქ ამბობენ, რომ დღის განმავლობაში ბაზრობაზე მაქსიმუმ ორი კაცი თუ შემოდის. მყიდველის მოლოდინში მთელი დღე სხედან და ელიან მომხმარებლის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 26  აპრილის   21 საათიდან 27  აპრილის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10-15 გრადუსი  ღამით: 0-3 გრადუსი სინოპტიკოსების …

ბათუმში მაღაზიების გაქურდვაში 2 არასრულწლოვანი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 3 პირი: 2002 წელს დაბადებული ვ.ა., 2002 წელს დაბადებული რ.ლ. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ამხილეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 20 აპრილს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან …

საქართველოში ყოველი მეხუთე მშობელი აღიარებს, რომ ბავშვს სისტემატურად სცემს

ავტორი: ქრისტინა ფარჯიანი, Forset ნინოს ბავშვობის ყველაზე მძიმე მოგონება მეზობლისგან ნასესხები ნავთის დაქცევას უკავშირდება. ახსოვს, როგორ ცდილობდა დედის დარწმუნებას, რომ ნავთი მას არ დაუღვრია და როგორ ბანდა დედა სისხლიან პირს, თან სცემდა. ამ შემთხვევის გახსენებისას ლალი ყოველთვის ცდილობს დედის გამართლებას -ამბობს, რომ 90-იანი წლები იყო და ბევრი პრობლემის გამო მასაც სტრესი ჰქონდა, თუმცა თავად გადაწყვეტილი …

ათასლარიანი ჯარიმა და ჩამორთმეული ავტომობილი სიგარეტის უკანონოდ გადატანისთვის

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 20-24 აპრილს, სარფისა და წითელი ხიდის საბაჟოებზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14,535 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო …

ბათუმში 20 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 24  აპრილის 21 საათიდან 25 აპრილის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 5-10 გრადუსი  ღამით: 0-3 გრადუსი …

Exit mobile version