ჭოროხზე სათევზაოდ წასული კაცი მაშველებმა გამოიყვანეს


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 50 წლის კაცი უვნებლად გამოიყვანეს.

უწყების ცნობით, წყლის დონის მომატების შედეგად, სათევზაოდ წასული კაცი ხიდის ქვეშ შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.