მთავარი,სიახლეები

17-22 გრადუსი სითბო – როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

09.04.2019 • 1003
17-22 გრადუსი სითბო – როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 9 აპრილის   21 საათიდან 10  აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 3-8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 11-12 აპრილს, ღამით  და დილით  მოსალოდნელია  დროგამოშვებით წვიმა, დღისით  – უმეტესად უნალექოდ.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: