მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება „ბათუმობა“ 2019 – აფიშა

10.04.2019
როგორი იქნება „ბათუმობა“ 2019 – აფიშა

ბათუმის მერია სახალხო დღესასწაულის, „ბათუმობის“ აფიშას აქვეყნებს. „ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება და აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა.

მერიის ცნობით, ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში 28 აპრილის 12-დან, 29 აპრილის 02:00 საათამდე გაიმართება.

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება:

[checklist]

  • დამეგობრებული ქალაქების კუთხე
  • ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
  • საბავშვო კუთხე
  • სპორტული ღონისძიებები
  • კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა
  • წიგნების კუთხე
  • ფრანების შოუ
  • თითების თეატრი

[/checklist]

საზაფხულო თეატრის წინ, სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:  Asea Sool, Melomaniakk, Cherry Band, Four Seasons, Two x Two, Black Sea, ირაკლი ფაღავა, Free space, ბენდი „კონიაკი“, ნუგზარ ერგემლიძე, ავთო აბესლამიძე, მორის მელაძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სულხან დევაძე, ნანუკა მიქაძე, სანდრო კურცხალიძე, იაგო დევაძე, Lasha Guruli, Benja, The Young Georgian Lolitaz.

[checklist]

  • 19:00 საათი – მიუზიკლი Welcome To Georgia
  • 21:00 საათი – გალაკონცერტი კოლონადებთან

[/checklist]

გალაკონცერტში მონაწილეობენ: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ლაშა ღლონტი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ვაჟა ტუღუში, სტეფანე მღებრიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, თამუნა მიქელაძე, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ლუკა ზაქარიაძე, ნინა სუბლატი, თამარ ივერი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ცაგარელი, გია ნიკოლაძე, სოფო ხალვაში, დათო ევგენიძე.

მერიის ცნობით, „ბათუმობაზე“ წარმოდგენილი იქნება ბათუმს დამეგობრებული ქალაქების მთავარი შენობის მაკეტი და ნაციონალური ტანსაცმლის ფოტოსტენდი. გარდა ამისა, გაიმართება ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას გამართავენ.

„ბათუმობას“ წელს შპს „მარკა“ ჩაატარებს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარი იყო, „მარკამ“ კი 190 895 ლარად შესთავაზა კულტურის ცენტრს „ბათუმობის“ ჩატარება.

„ბათუმობა“ ბოლო დრომდე სექტემბერში იმართებოდა, თუმცა ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ამიერიდან „ბათუმობა“ 28 აპრილს გაიმართება. თარიღი უკავშირდება ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას. ბათუმს ქალაქის სტატუსი 1888 წლის 28 აპრილს მიენიჭა.

_______________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, გულნარა კაკაბაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: