გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 დეკემბერს, ღამის საათებში, საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.
„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს,“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 4 დეკემბრის 21 საათიდან 5 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა. აჭარის მთაში მოსალოდნელია თოვა,ზოგან – ძლიერი.
დღეს, ღამით, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22მ/წმ-მდე.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 6-7 დეკემბერს, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.