Batumelebi | ხვალ ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი ხვალ ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი – Batumelebi

ხვალ ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 2 ივნისს, ბათუმში და მთელს აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნდება, ხვალ, 3 ივნისს კი, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ბათუმში 4 ივნისსაც.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21-26 გრადუსი
  • ღამით: 15-20 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა: +19 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 ივნისს ბათუმში გამოიდარებს და მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.