მთავარი,სიახლეები

ბათუმში, გორგილაძის ქუჩის მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა 14 დღით იზღუდება

19.05.2020 • 1436
ბათუმში, გორგილაძის ქუჩის მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა 14 დღით იზღუდება

ბათუმის მერიის ცნობით, დღეიდან 2 კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება გორგილაძის ქუჩაზე, ჯავახიშვილიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებენ.

მერიის განცხადებით, შეფერხება ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის სამუშაოებს უკავშირდება. პროექტის ფარგლებში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება.

ფოტო: ბათუმის მერია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: