მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

10.05.2020 • 1505
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად –  უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 12-13 მაისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 16 გრადუსია.

_________________

ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: