მთავარი,სიახლეები

როგორ დავრეგისტრირდეთ I-XII კლასელთა ახალ საგანმანათლებლო პროექტში – ვიდეოინსტრუქცია

10.05.2020 • 4069
როგორ დავრეგისტრირდეთ I-XII კლასელთა ახალ საგანმანათლებლო პროექტში – ვიდეოინსტრუქცია

გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების სამინისტროსა და განათლების კოალიციას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უკვე ამოქმედდა ახალი საგანმანათლებლო პროექტი – „iსკოლა“. პროექტის უმთავრესი მიზანია განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის. პროექტის ფარგლებშიც უკვე შეიქმნა და ხელმისაწვდომია კომპლექსური საშინაო დავალებების კრებული სხვადასხვა საგანში.

დავალებების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე: www.el.ge

ვებგვერდზე el.ge კვირაში ერთხელ განთავსდება დამატებითი მასალები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. თემის მიხედვით შექმნილი საინტერესო სავარჯიშოები, პროექტის ტიპის კომპლექსური დავალებები, დამხმარე კითხვები, შესაბამისი ვიდეოახსნები. 

შესაბამისად, როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს, უკვე აქვთ შესაძლებლობა დისტანციურად გაეცნონ საჭირო მასალებს, დავალებებიც ჩამოტვირთონ და დამოუკიდებლად შეასრულონ.

თუმცა, ვიდრე მოსწავლე დავალების ჩამოტვირთვას შეძლებს, მანამდე აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

თუ როგორ გავაკეთოთ ეს, მოცემულია ვიდეოში.

https://www.facebook.com/EFAgeorgia/videos/227074465262824/

„საგნობრივი ჯგუფების განყოფილებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დახვდებათ მკაფიო, ცხადი, შემეცნებითი და საინტერესო სავარჯიშოები და დავალებები. ასევე, ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა, დამხმარე რესურსები, ჰიპერბმულები, რომლებიც დამატებითი ცნობებით უზრუნველყოფს მათ.

დავალებების კვირეული პაკეტების შექმნაზე საგნობრივ ჯგუფებში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები და ეროვნული სასწავლო გეგმების კურიკულუმის განვითარების ექსპერტები. მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული“, – ნათქვამია პროექტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: