აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მთხოვნელთა რიცხვი 30 მილიონამდე გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო აშშ-ში გასულ კვირას 3.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეავსო განაცხადი უმუშევრობის შემწეობის მისაღებად. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა გაავრცელა. CNN-ი წერს, რომ ბოლო 6 კვირის განმავლობაში, უმუშევრობის სოციალური დახმარება უხეში დათვლით 30 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ითხოვა, „რაც აშშ-ს მუშა ძალის 18,6%-ია”. სპეციალისტების შეფასებით ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და უმუშევრობის პრობლემის …

რუსეთში Covid19-ით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში, ბოლო 24 საათში, Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 7 099 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 39,9%-ს არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები  – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობის ოპერატიუული რეაგირების შტაბი ავრცელებს. ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის 85-ივე რეგიონში დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 106 498-ია, გარდაცვლილია 1 073 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 11 619. რუსეთში დღე-ღამეში Covid-19-ის ახალი შემთხვევების ასეთი …

COVID-19: დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონზე მეტია

COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 3 მილიონზე მეტია – ბოლო მონაცემებით 3 017 766 შეადგენს. ვირუსით დაიღუპა 207 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 894 464. „ევრონიუსი“ წერს, რომ შემთხვევების გლობალური რიცხვი ორ კვირაზე ნაკლებ დროში ერთი მილიონით გაიზარდა. 27 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 198 შეადგინა და ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 87 147 დადასტრუებული …

მარტში იმპორტი და ექსპორტი შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის მარტში იმპრტირებულია 655 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რაც თითქმის 101 მილიონი დოლარით ნაკლებია გასული წლის მარტთან შედარებით. იმპორტი 2020 წლის მარტში შემცირებულია ამავე წლის თებერვლის თვესთან შედარებითაც – 43,4 მილიონი აშშ დოლარით. ამ პერიოდისთვის ჯამში, 32,5 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები ღირებულების მანქანები და სატრანსპორტო მოწყობილობები შემოვიდა; მნიშვნელოვნად …

COVID-19: ინფიცირების შემთხვევები 1 400 000 – ს გასცდა

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 434 426-ია. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი მილიონს ექვსი დღის წინ მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, სადაც გუშინ ვირუსით გარდაცვალების 1858 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 800-ზე მეტი – ნიუ იორკში. ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 399 929 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 22 539, გარდაიცვალა – 12 911. ესპანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა …

კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა

8 აპრილის [ 10 სთ] ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი.  გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინში ამ დროისთვის 4 674 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 362 პირი მკურნალობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვირუსის მაჩვენებლების მატებას ელოდებიან. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აპრილის ბოლოს  კორონავირუსის შემთხვევები 1000-1200-მდე შეიძლება გაიზარდოს. მოიმატებს გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც.  

17 შემთხვევა ერთ დღეში – covid 19-ის 134 დადასტურება საქართველოში

ბოლო, 22:30 საათის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული. დღეს, 2 აპრილის, დილის მონაცემებით, 13 ახალი შემთხვევა გვქონდა,  საღამოს კი ეს ციფრი კიდევ 4-ით გაიზარდა. stopgov.ge- მონაცემებით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში 5 550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 ადამიანი. 

კორონავირუსით ინფიცირებულია 732 000-ზე მეტი ადამიანი – რა ხდება მსოფლიოში

30 მარტის მონაცემებით [14:00 საათი], მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 732 100 -ს გასცდა. ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ვირუსით გარდაიცვალა 34 000 ადამიანი. აშშ- ში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთისა და იტალიის მონაცემებს გადააჭარბა. აშშ-ში დღეის მონაცემებით ახალი კორონავირუსი ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება – 143 055 ინფიცირება, 2400 – გარდაცვლილი. ახალი კორონავირუსის …

ესპანეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო – CNN

CNN წერს, რომ ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვალების 3434 შემთხვევა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ესპანეთი იტალიის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გუშინს მერე 27%-ით გაიზარდა. ქვეყანას ჯამში ინფიცირების 47 61 შემთხვევა აქვს დაფიქსირებული. ჩინეთში, სადაც ეპიდაფეთქება დაიწყო, ვირუსმა 3281 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს იტალიას – 6820.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 პირს დაუდასტურდა

დღევანდელი, 20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევა გვაქვს. დღეს COVID-19 კიდევ 3 პირს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 1 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 1575, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 ადამიანი.  კორონავურუსის საფრთხის გამო გუშინ, 19 მარტს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტება, გარდა სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო, ბენზინგასამართი და …

ჯანმო: უდავოა, რომ ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება ინფიცირების შემთხვევები

ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა ყურადღების მიღმა რჩებოდეს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები. კეჰროვამ 16 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში და შესაძლოა თუ არა, ეს რაოდენობა იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე ეს ქვეყნები აცხადებენ. …

რატომ გაიზარდა ნარკოტიკის მოხმარების სტატისტიკა?

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკა გასულ წელს გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ქვეყნის მასშტაბით 10 518 პირი გადაიყვანეს და აქედან 6725 შემთხვევაში ნარკომოხმარება დადასტურდა. აჭარაში 699 შემოწმებული პირიდან 360-ს დაუდასტურეს ნარკოტიკის მოხმარება. 2018 წელს 8625 შემოწმებული პირიდან 4961 ადამიანს დაუდგინეს ნარკოტიკის მოხმარება. ნარკოშემოწმებაზე გადაყვანილი პირების და დადასტურებული შემთხვევების …

უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები საქართველოდან

2019 წელს საქართველოში სულ 195 ადამიანი დაიკარგა,  აქედან 123 იპოვეს, იძებნება – 62 ადამიანი, გარდაცვლილი იპოვეს – 10. სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან ისევ ეძებენ 1000 ადამიანს. წინა წლებში გაუჩინარებულებიდან 69 ადამიანი უპოვიათ სამართალდამცველებს. ყველაზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ 2019 წელს თბილისში დაიკარგა – 59, აჭარაში – …

რამდენი ქართველი დააბრუნეს ევროპის ქვეყნების თავშესაფრებიდან უკან 

გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან 3 192 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს უკან რეადმისიის ფარგლებში. ყველაზე მეტი მოქალაქე – 1479 გერმანიიდან დაბრუნდა. რეადმისიის პროგრამაში მოქალაქეები მაშინ ერთვებიან, როცა ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვ, უარს გეუბნებიან და სახელმწიფო სპეციალური პროგრამის ფარგლებში უკან გაბრუნებს. გერმანიის შემდეგ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საფრანგეთიდან დაბრუნდა – 649, ჰოლანდია – 256, ავსტრია …

ბავშვების 44%-ს საქართველოში საბავშვო სამი წიგნიც კი არ აქვს -Unicef

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც ბავშვის ადრეულ განვითარებას ეხება, ვკიხთულობთ, რომ საქართველოში ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი. კვლევის ეს ნაწილი ეხება ადრეულ ბავშვობას, რომელიც მოიცავს 8 წლამდე ასაკის პერიოდს, ეს კი კრიტიკული პერიოდია ბავშვის შემეცნებითი, სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისათვის. ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია ისეთ …

იანვარში საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა – სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია. ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ით მეტია, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით – ზრდა +18.9%. 2020 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი …

მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2019 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით,  მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა. ამავე მონაცემებით, აჭარა მეორე ადგილზეა [ფართობის მიხედვით] დასრულებული ობიექტების კუთხითაც. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს აჭარაში 130 ობიექტის მშენებლობა დასრულდა და 1 261 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში 2019 წელს დასრულდა 451 839 კვ.მ ფართობის მშენებლობა, ხოლო …

2019 წელს აჭარას 2 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია – სტატისტიკა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს აჭარაში 2 002 540 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.7 პროცენტით მეტია 2018 წლის მონაცემებზე. რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან განხორციელდა: [checklist] თურქეთი – 894 750 აზერბაიჯანი – 206 412 რუსეთი – 106 276 ისრაელი – 100 992  უკრაინა – 59 342 [/checklist] დეპარტამენტის ცნობით, …

19 მოზარდის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი გამოსცეს – 2019 

2019 წელს 19 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს 16 წლამდე მოზარდების წინააღმდეგ. შემაკავებელ ორდერს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები გამოსცემენ იმისთვის, რომ ძალადობის შემთხვევა აღარ განმეორდეს. ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. შემაკავებელი ორდერი 16 წლამდე 11 ბიჭის და 8 გოგოს წინააღმდეგ გამოსცეს. ასაკობრივი მონაცემების მიხედვით, ოჯახში ყველაზე ხშირად  25-დან 44 წლამდე ადამიანები ძალადობენ …

481 ადამიანი დაიღუპა ერთ წელში ავარიის შედეგად საქართველოში

2019 წელს საქართველოში ავტოკატასტროფის შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა, მათგან 104 ქვეითი იყო. სტატისტიკის თანახმად, ავტოავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება შემხვედრ მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – 2018 წელს …

ყველაზე მეტი მანდარინი კვლავ რუსეთში გავიდა – 2019 წელი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მანდარინის მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.  2019 წელს მანდარინის ყველაზე დიდი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: • რუსეთში – 20 000 ტ. • უკრაინაში – 5 200 ტ. …

ბათუმის სასამართლომ 23 გამამართლებელი განაჩენი მიიღო – 2019 წელი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სულ 23 გამამართლებელი განაჩენი მიიღო, ნაწილობრივ გამამართლებელი – 13. სტატისტიკურ მონაცემს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. 2018 წელს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 29, ნაწილობრივ გამამართლებელის – 12. 2017 წელს კი, გამამართლებელი განაჩენი 31 საქმეზე დადგა, ნაწილობრივ გამამართლებელი – 19 საქმეზე. 2019 წელს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში …

საქართველოს რომელ რეგიონში ცხოვრობს ყველაზე მეტი ღარიბი [ინფოგრაფიკა]

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 428.608 ადამიანი იღებს, რაც სრული მოსახლეობის (3 723.500) 11.5%-ია. 2018 წელს ეს მონაცემი 435.450 (11.7%), 2017-ში კი 455.813 (12.6%) ადამიანი იყო. საქართველოს რეგიონებიდან, რაოდენობრივად, ყველაზე მეტი ღარიბი ადამიანი იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში ცხოვრობს, ანუ რეგიონებში, სადაც, ზოგადად, ყველაზე მეტი მოქალაქ ცხოვრობს.  რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის …

393 დაღუპული და 1097 დაშავებული მუშა საქართველოში – 9 წლის სტატისტიკა

მედია ყოველ კვირა იტყობინება დასაქმების ადგილებზე დაშავებული და დაღუპული მუშების შესახებ. 2011-2019 წლის სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში  საწარმოო შემთხვევების შედეგად  393 მუშა დაიღუპა, 1097 კი  – დაშავდა. 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმები ამოქმედდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის EMC-ის შეფასებით, ეს ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების კუთხით. თუმცა ჯერ …

WHO: სიკვდილის გამომწვევი 10 მთავარი დაავადება ქალებსა და კაცებში [ინფოგრაფიკა]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  ჯანდაცვის მსოფლიო სტატისტიკას აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ პუნქტში სიკვდილის გამომწვევი ყველაზე ხშირი დაავადებების ჩამონათვალია. მონაცემების მიხედვით, ქალებსა და კაცებშიც სიკვდილის გამომწვევ ყველაზე ხშირ დაავადებად გულის იშემიური დაავადებები სახელდება, მეორე ადგილზე კი ორივე სქესის პაციენტებში ინსულტია:

ბათუმში პარკირების წესების დარღვევის ფაქტები დღეს [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს, 19:00 საათის მდგომარეობით, ბათუმში 283 მძღოლი დაჯარიმდა პარკირების წესების დარღვევისთვის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 250 ნიშანში დგომა – 20 ტროტუარზე დგომა – 3 დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 5 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 5      

ივლისის თვეში 1 126 900, ანუ გასულ წელთან შედარებით 44 183-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა

2019 წლის ივლისის თვეში საქართველოში 1 126 900 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 082 717 ვიზიტი განხორციელდა. ჯამში 44 183 ტურისტით  მეტი, ვიდრე შარშან. ქვეყნების მიხედვით, ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი – 243 389 რუსეთის ფედერაცია – 217 454 სომხეთი – 211 726 თურქეთი – 184 295 ევროკავშირის ქვეყნები – 73 453 გარდა ამისა, …

ქვეყანაში სამშენებლო ნებართვა 3 520 869 კვ/მ-ზე გაიცა, აქედან აჭარაში ყველაზე მეტი აშენდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დეკლარირებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მშენებლობაზე სულ 4 991 ნებართვაა გაცემული. ნებართვები ჯამში 3 520 869 კვ/მ ფართობის აშენებაზე გაიცა. აქედან, ყველაზე მეტი ფართობი, სხვა რეგიონებსა და თბილისთან შედარებით, აჭარაში აშენდება – 1 440 148 კვ/მ. ფართობის მიხედვით აჭარის შემდეგ თბილისია – 1 405 422 …

7 150 ხანძარი და 26 დაღუპული მიმდინარე წლის ექვს თვეში – სტატისტიკა

2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 7 150 ხანძრის შემთხვევაა რეგისტრირებული, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ამ პერიოდში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტრავმა მიიღო 131-მა ადამიანმა. მიმდინარე წლის ექვს თვეში ხანძრის შედეგად 231 შენობა-ნაგებობა განადგურდა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2001 წლიდან 2019 წლის ივლისამდე საქართველოში სულ რეგისტრირებულია 158 015 ხანძარი, რომლის შედეგადაც …

რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა იმოგზაურეს ივნისის თვეში საქართველოში

ივნისში ყველაზე მეტი, 212 981 ვიზიტორი  საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი  167 529 ვიზიტორი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, 156 117 ვიზიტორი თურქეთიდან, 148 792 ვიზიტორი სომხეთიდან, 57 837 ვიზიტორი ევროკავშირის ქვეყნებიდან, 28 125 უკრაინიდან და 22 674 ისრაელიდან. ივნისის თვეში საქართველოში ასევე იმოგზაურეს საუდის არაბეთის, ირანის, ყაზახეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის …

რამდენი ადამიანი დაადეპორტეს ევროპიდან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

რამდენი ადამიანის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირის ქვეყნებიდან 2017 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო? – „ბათუმელებმა“ ეს კონკრეტული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში 3151 ადამიანი დაადეპორტეს. 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 1445 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე მეტი გერმანიიდან -458, საფრანგეთიდან – 167, შვედეთი …

რამდენ ტურისტს ველით წელს ზღვის სეზონზე და საიდან

ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა ისევ იმატებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში წელს ევროპელი ტურისტების გააქტიურების მოლოდინი აქვთ, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ ძირითადი ნაკადი ისევ მეზობელი ქვეყნებიდან შემოვა. 2019 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი აჭარაში თურქეთიდან შემოვიდა – 226 311. პირველ ათეულში ასევე არიან: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი… რამდენი პროცენტით ელის წელს …

528 მასწავლებელი აჭარაში სკოლას ტოვებს

აჭარის ექვსი რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 1 159 პენსიონერი პედაგოგიდან ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლას 528 აპირებს, სხვებმა კი სკოლაში მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. როგორც რესურსცენტრებში გვითხრეს, წლის ბოლომდე, შესაძლოა, სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი  პენსიონერი მასწავლებელი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე გასული პენსიონერი მასწავლებლები 2019 წლის ბოლომდე უფროსი მასწავლებლის …

რამდენი ნარკოტიკი ვერ გაყიდეს საქართველოში [ინფოგრაფიკა]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილოგრამი და 5 გრამი “ჰეროინი”, 1 800 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2500 აბზე მეტი “ექსტაზი”, 6 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი “კოკაინი” და 400 გრამი ფსიქოტროპული …

მემცენარეობა და აგრობიზნესის შემცირებული წილი ქვეყნის ეკონომიკაში [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მემცენარეობის შესახებ გასული წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ერთწლიანი კულტურების წარმოება 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა დიაგრამიდან ჩანს, რომ ზრდის ტენდენცია წინა წლებს ნაკლებად მიემართება: წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ხორბლის წარმოებამ 106.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 33.3 პროცენტით გაიზარდა და 58.5 …

საქართველოში ავარიის შედეგად 6 608 ადამიანი დაიღუპა ბოლო ათ წელში

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოში 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. დღეს, 16 აპრილს, შსს-მ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და სოციალური კამპანია ,,მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგინა. „მეტი სიცოცხლისთვის“ კამპანიის …

Exit mobile version