მთავარი,სიახლეები

უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები საქართველოდან

10.02.2020
უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები საქართველოდან

2019 წელს საქართველოში სულ 195 ადამიანი დაიკარგა,  აქედან 123 იპოვეს, იძებნება – 62 ადამიანი, გარდაცვლილი იპოვეს – 10. სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან ისევ ეძებენ 1000 ადამიანს. წინა წლებში გაუჩინარებულებიდან 69 ადამიანი უპოვიათ სამართალდამცველებს.

ყველაზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ 2019 წელს თბილისში დაიკარგა – 59, აჭარაში – 13. ამ დროისთვის თბილისში წინა წლებში გაუჩინარებულების ჩათვლით 363 ადამიანს ეძებენ, ბათუმში – 64-ს.

ნაპოვნ ადამიანებს შორის ყველაზე მეტი – 30 პირი 16 წლამდე არასრულწლოვანია. დაკარგულების და მოსაძებნი პირების უმრავლესობა 25-დან 44 წლამდე ადამიანია. დაკარგულების 34 პროცენტი ქალია.

დაკარგულებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც: საუდის არაბეთი – 2, ბელგია – 4, აზერბაიჯანი – 1, ყაზახეთი – 1, რუსეთი – 1, იორდანია – 1. შსს-ს ინფორმაციით, ყველა უცხოელი, რომელიც საქართველოში გასულ წელს გაუჩინარდა, უკვე ნაპოვნია ყაზახი მოქალაქის გარდა.

მოსაძებნ პირებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იპოვეს, 35 არასრულწლოვანია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: