აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რვა თვეში აჭარას 1 021 996 ტურისტი ესტუმრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას, ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით,  1 021 996 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. „აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს“-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. ამავე წყაროს ცნობით,  ვიზიტორების სიმრავლის მხრივ ყველაზე  გამორჩეული ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელსაც მარტო ივნის-აგვისტოში 160 259 ვიზიტორი …

შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 39 ადამიანს ეძებს

2017 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 97 პირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ – საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში 58 პირის პოვნა მოხერხდა, 39 ადამიანის მიმართ დაწყებული სამძებრო მოქმედებები კი გრძელდება. 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით საქართველოში 1264 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. 767 შემთხვევაში დაკარგული ადამიანი უპოვნიათ, 131 შემთხვევაში კი – გაუჩინარებულთა გვამი. …

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმციით, დღეს, პირველ სექტემბერს, 18:00 საათის მონაცემებით, ბათუმში, პარკირების წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 528 ადამიანი. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის –  415, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 2, ნიშანში დგომისთვის – 74, ტროტუარზე დგომისთვის – 24,  ტაქსის, სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის – 1, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 10 და ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის – 2.

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 490 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 409, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 1, ორმაგი პარკირებისთვის – 2, ნიშანში დგომის გამო – 61, ტროტუარზე დგომის გამო – 9 და დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 9.

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს, ბათუმში, 18:30 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევისთვის 507 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 400 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 86 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო და 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფული საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა 34,4 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნულ თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ მთლიანობაში 117.7 მლნ აშშ დოლარი [283.9 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით [17.2 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ …

საქართველოში 724.1 ბავშვი და 660.9 პენსიონერი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 1 936 700 ქალი და 1 781 500 კაცი. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ქალების რაოდენობა საქართველოში კაცების რაოდენობას 155 200-ით აღემატება, 30 წლამდე ასაკის გოგონებისა და ქალების რაოდენობა, მკვეთრად ჩამორჩება ამავე ასაკის ბიჭებისა და კაცების რაოდენობას. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა …

კომერციული ბანკების საკუთარი სახსრები 4,1 მილიარდი ლარია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა [სებ] კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სების ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები [მიმდინარე ფასებში] 37,6 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით …

დღის სტატისტიკა ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 375 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 274 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომის გამო, 9 – ტროტუარზე დგომისთვის,  10 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე დღეს, 6:40 საათისთვის 584 ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის 497 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის,  1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 2 – ორმაგი პარკირებისთვის, 50 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომის გამო, 1 – ტაქსის და სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 2 – …

საქართველოს მოსახლეობა ბოლო 10 წელში 676 500-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახელეობა ბოლო ათ წელიწადში 676 500 ადამიანითაა შემცირებული. 2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 1 781 500 მამაკაცი და 1 936 700 ქალი. 2007 წლის იანვრის მონაცემებით კი საქართველოში 4 394 700 ადამიანი ცხოვრობდა. საქართველოს მოსახლეობა ასაკობრივ ჭრილში [2017 წლის იანვრის მონაცემები/საქსტატი] ამავე თემაზე: …

შსს: იანვარ-აპრილში საქართველოში 736 265 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის თვე 510 594 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 10,2 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 776 719 ვიზიტი განხორციელდა, რაც 11,1%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, ის  736 265-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იმავე …

500-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევაზე ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე  სულ 523 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 396 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 85 – ნიშანში დგომის გამო, 33 – ტროტუარზე დგომისთვის, 3 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, კიდევ 6 კი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.  

აჭარაში სამ ადამიანზე ერთი ავტომანქანა მოდის

2016 წლის მონაცემებით, აჭარაში სულ 92 370 ავტომანქანაა რეგისტრირებული, ეს საქართველოს ავტოპარკის 8.2 პროცენტია – კვლევა საქართველოს ავტოპარკის შესახებ შს სამინისტრომ გამოაქვეყნა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად  კი აჭარაში სულ  333 953 ადამიანი ცხოვრობს ( 184 774- ქალაქში,    149 179 – სოფელში), შესაბამისად, აჭარაში სამ ადამიანზე საშუალოდ ერთი ავტომანქანა მოდის. კვლევის თანახმად, 2016 წელს საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა …

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

დღეს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 521 ადამიანი დაჯარიმდა. მათგან 422 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა, 5 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 67 – ნიშანში დგომისთვის, 12 ტროტუარზე დგომის გამო, 6 ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 6 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და 2 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია …

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 140 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 140 261 სტუდენტი სწავლობს, აქედან 8012 არის უცხოელი. ამასთან, 91 740 სტუდენტი სწავლობს სახელმწიფო, ხოლო  48 521 – კერძო უმაღლეს სასწავლებელში. საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილია 565 სტუდენტი. აქედან 400 – სახელმწიფო, ხოლო 165 სტუდენტი – კერძო უმარლესი სასწავლებლებიდან. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 71 593 სტუდენტი არის ქალი, …

409 დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის  481 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის: 409 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 3 დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 55 ნიშანში დგომის გამო, 7 ტროტუარზე დგომისთვის, 6  დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.   ფოტოები გადაღებულია 30-31 მარტს.

400-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 428 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 358 – საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 39 – ნიშანში დგომის გამო, 12 – ტროტუარზე დგომისთვის, 4 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 12 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 482 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის  378 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 62 – ნიშანში დგომისთვის, 26 ტროტუარზე დგომის გამო, 11  დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და კიდევ 5 ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობში.

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 500-მდე ადამიანი დაჯარიმდა

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 478 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 424 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 21 – ნიშანში დგომისთვის, 11 – ტროტუარზე დგომისთვის, 1- ტაქსისა და სპეცტექნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, კიდევ 4 კი  ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის. ფოტოების ნაწილი გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

საქსტატი: იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა: „რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია“. მიმდინარე წლის იანვრის თვეში ექსპორტი 177 მლნ. აშშ დოლარი იყო [45 პროცენტით მეტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით], ხოლო იმპორტი 474 მლნ. აშშ დოლარი [15 პროცენტით …

400-ზე მეტი დაჯარიმებული პარკირების წესის დარღვევისთვის

ბათუმში დღეს პარკირების წესების დარღვევისთვის, ჯამში, 425 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის 355 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა, 44 ნიშანში დგომისთვის, 17 ტროტუარზე დგომისთვის და კიდევ 9 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.    

აჭარაში გრიპის შემთხვევებმა იმატა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებებით ამბულატორიული შემთხვევების (ILI) მომართვიანობა ყოველ 100 000 მოსახლეზე შეადგენს 404-ს [საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 252,1-ია]. ცენტრის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 კვირის მონაცემებით ფიქსირდება შემთხვევათა მატების ტენდენცია, რაც დამახასიათებელია გრიპის ეპიდსეზონისათვის. შემთხვევათა 80% კი რეგისტრირდება ქალაქ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება გრიპისმაგვარ დაავადებათა ჰოსპიტალურ შემთხვევებს (SARI), შემთხვევათა რაოდენობა უკანასკნელი …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტოინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს 17:30 საათის მონაცემებით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 533 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის: 417 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 82 – ნიშანში დგომის გამო, 10 – ტროტუარზე დგომისთვის, 17 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 5 – კი ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის. ფოტოები გადაღებულია ბოლო 10 …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 700-მდე ადამიანი დაჯარიმდა

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 700-მდე ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 547 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 49 – ნიშანში დგომისთვის, 18 – ტროტუარზე დგომის გამო, 11 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 25 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

გარდაცვალების სტატისტიკა და სიკვდილის მიზეზები საქართველოში

სტატისტიკის სამსახური სიკვდილის ძირითად მიზეზებს ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკატორის (დსკ-10) მიხედვით აქვეყნებს. ამ კლასიფიკატორის მიხედვით, სიკვდილის ძირითადი მიზეზებია: რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2010 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი იყო 47 864, გასულ წელს კი – 49 121. გასულ წელს გარდაცვლილთა შორის 20 ათასზე მეტ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი იყო – სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები; …

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 13 111 ბიულეტენი გაბათილდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით,  საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, გუშინ, 10 ოქტომბერს კომისიებმა განიხილეს 75 საჩივარი, დღეს და ხვალ კი განიხილავენ  63 საჩივარს. უსკოს ცნობით, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა. 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებისთვის ჯამში დაიბეჭდა 585 400 ბიულეტენი. გამოყენებული  ბიულეტენების …

კანადა, თურქეთი, რუსეთი – უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე] 7426 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1312 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [10 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 6114 მლნ. აშშ დოლარს [23 პროცენტით მეტი]. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 600-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის, სულ 611 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 470 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 81 – ნიშანში დგომისთვის, 26 – ტროტუარზე დგომის გამო,  17 – ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, კიდევ 17 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

C ჰეპატიტის გავრცელება მამაკაცებში შედარებით მაღალია

C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წლის კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითია ქვეყნის მოსახლეობის 7,7%, ხოლო რნმ-დადებითი, ანუ C ჰეპატიტის აქტიური ფორმით დაავადებული არის მოსახლეობის 5,4%. დაავადების გავრცელება შედარებით მაღალია მამაკაცებში, განსაკუთრებით  30-49 ასაკობრივ ჯგუფში. C ჰეპატიტის ასაკობრივი გავრცელება ქალებსა და მამაკაცებში დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო მიეკუთვნება C ჰეპატიტის მაღალი …

საქართველოში განქორწინებების რაოდენობა იზრდება

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი წლების მიხედვით მატულობს. თუ 2008 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით განქორწინებულთა რაოდენობა 3 189 იყო, 2014 წლის მონაცემებით, განქორწინებულთა რაოდენობამ 9 119 მიაღწია. თითქმის იგივე რაოდენობა – 9 112 განქორწინება დარეგისტრირდა გასულ წელსაც. 2015 წელს რეგიონების მიხედვით, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში იყო, – 3 601 წყვილი განქორწინდა,  შემდეგ …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკრების წესების დარღვევის გამო სულ 581 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის, 482- პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 41 – ნიშანში დგომის გამო, 26 – ტროტუარზე დგომისთვის, 12 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 4 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო სამი კვირის …

ქართულისა და უცხო ენების გამოცდებზე წელს ნაკლები აბიტურიენტი ჩაიჭრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნულ გამოცდებზე ძირითადი საგნების [უცხო ენებისა და ქართული ენის]  პირველადი შედეგბის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა 80 იყო და სირთულის მიხედვით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვარიანტებს შორის ასე გადანაწილდა: პირველი ვარიანტი – 21 ქულა; მეორე ვარიანტი – 19 ქულა; მესამე ვარიანტი – 16 ქულა ; მეოთხე ვარიანტი …

საექსპორტო ათეულში თხილი მეოთხე ადგილზეა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან 78,9 მილიონი აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 5 მილიონით მეტია. თხილი და კაკალი საქართველოდან გატანილი პროდუქციის ათეულში მეოთხე ადგილზეა. სტატისტიკის სამსასხურის მონაცემებით: 2016 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 171 …

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 505 ადამიანი დაჯარიმდა. პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა – 402 ადამიანი, 50 – ნიშანში დგომის გამო, 22 – ტროტუარზე დგომისთვის, 9 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 21 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და მხოლოდ 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის.

პარკირების წესების დარღვევისთვის დღეს ბათუმში 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 534 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 405 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 78 –  ნიშანში დგომის გამო, 18 – ტროტუარზე დგომისთვის, 14 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, 4 კი იდგა ავტობუსის გაჩერებაზე.      

Exit mobile version