როგორი უნდა იყოს სკოლასთან უსაფრთხო მისასვლელი, ამაზე ბათუმის მერია სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს GIZ-ის [გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება] დახმარებით გამოსცემს და განათლების სამინისტროს და რესურსცენტრებს გადასცემს. ბათუმში 25 საჯარო სკოლიდან 12 სკოლასთან მისასვლელი სავალალო მდგომარეობაშია. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დღეს ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასთან მივიდა, მოსწავლეებს ზებრა-გადასასვლელი მოახატვინა და ფოტოებიც გადაიღო. როგორც მერიაში ამბობენ, „დამონტაჟდა დროებითი ბარიერები …
Tag Archives: სკოლები
რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება? – მასწავლებლის მოსაზრება
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება. დღეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია ერთ საგნად ისწავლებაი. რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე გამოტანა სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №16 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ თევზაძე საუბრობს. ქალბატონო თამარ, ფიქრობთ, რომ საქართველოს ისტორია ცალკე უნდა ისწავლებოდეს? რა შეიცვლება ამით? ეს ფაქტი, …
Continue reading “რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება? – მასწავლებლის მოსაზრება”
15 მარტს სკოლებში სწავლა განახლდება
ხვალ, 15 მარტს, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, სკოლის პედაგოგების ტესტირება კორონავირუსზე ხვალიდან განახლდება. არადადეგების დროს ტესტირება შეჩერებული იყო. განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიცვან კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული წესები. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურზე 32 სკოლა სწავლობდა, დისტანციურად მუშაობდა 97 …
სკოლებში „საქართველოს ისტორია“ ცალკე საგნად გამოიყო
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფას ითვალისწინებს მე-10 და მე-12 კლასებში. ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო მოდებაძის განმარტებით, „დღევანდელი მდგომარეობით, საგანი ისტორია ისწავლება მე-7 კლასიდან მე-12 ჩათვლით, ოღონდ საქართველო და მსოფლიო ისტორია ერთად“. მოდებაძის თქმით, მეცხრე კლასის სახელმძღვანელოები ახალია, თუმცა მასაც „საქართველო და მსოფლიო ისტორია“ აწერია. …
Continue reading “სკოლებში „საქართველოს ისტორია“ ცალკე საგნად გამოიყო”
2 სკოლაში ამბობენ, რომ უკრაინის დროშის ფოტოები წააშლევინეს, სამინისტრო უარყოფს
უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალებით თავდასხმას საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს და თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს. რუსეთის აგრესიას უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, საჯარო სკოლებიც, სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო სკოლაში, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, უკრაინისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს. თუმცა სკოლებმა სოლიდარობის ფოტოები მალევე წაშალეს გვერდებიდან, მიზეზად კი მითითება …
Continue reading “2 სკოლაში ამბობენ, რომ უკრაინის დროშის ფოტოები წააშლევინეს, სამინისტრო უარყოფს”
როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. პანდემიიდან გამომდინარე, აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, სკოლებისა და კლასების გარკვეული ნაწილი დისტანციურად სწავლობს, თუმცა როგორც ბათუმის რესურსცენტრში გვითხრეს, სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეფერხებულა. დღეს, 22 თებერვალს, მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციომ საბჭომ კოვიდრეგულაციების დიდი ნაწილი შეამსუბუქა, თუმცა სკოლები …
Continue reading “როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები”
სკოლებს რეგულაციების შემსუბუქება არ ეხება – სამინისტრო
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების შემსუბუქება რა ეხება სკოლებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. აღნიშნულ დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით რეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. „გარდა ამისა, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid19-ზე სავალდებულო ტესტირება. როგორც ცნობილია, ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე …
Continue reading “სკოლებს რეგულაციების შემსუბუქება არ ეხება – სამინისტრო”
აჭარაში 111 კლასი დისტანციურად სწავლობს
აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო 111 კლასი და 6 სკოლა სრულად დისტანციურად სწავლობს. დისტანციურად სწავლობს: ხელვაჩაურში – 1 სკოლა ქედაში – 1 სკოლა შუახევში – 3 სკოლა ხულოში – 1 სკოლა ბათუმში 98 კლასია გადასული დისტანციურ ფორმატზე, ქობულეთში – 3, ხელვაჩაურში – 7, ქედაში – 1, შუახევში – 2. ქვეყნის მასშტაბით 314 სკოლა სწავლობს დისტანციურად. დისტანციურად …
კოვიდის გამო ქედაში 8 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 14 თებერვლის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო 17 სკოლა დისტანციურად სწავლობს. ბათუმში – 1 სკოლა და 72 კლასი ქობულეთში – 3 სკოლა და 10 კლასი ხულოში – 2 სკოლა და 0 კლასი ხელვაჩაურში – 2 სკოლა და 9 კლასი ქედაში – 8 სკოლა და 0 კლასი შუახევში – 1 სკოლა და …
Continue reading “კოვიდის გამო ქედაში 8 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა”
აჭარაში 26 სკოლა კვლავ დისტანციურად სწავლობს
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო აჭარაში 26 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა. დისტანციურად სწავლობს 137 ცალკეული კლასიც. დისტანციურზე გადასული სკოლები რეგიონების მიხედვით: ბათუმი – 8 სკოლა ხელვაჩაური – 3 სკოლა ქედა – 1 სკოლა შუახევი – 9 სკოლა ხულო – 1 სკოლა 11 თებერვლის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 1654 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი. დროის …
Continue reading “აჭარაში 26 სკოლა კვლავ დისტანციურად სწავლობს”
მასწავლებელი ორ სკოლაში არ უნდა მუშაობდეს – ინტერვიუ სკოლის დირექტორთან
საქართველოში 60 ათასამდე მოქმედი მასწავლებელია. აქედან უმრავლესობამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, ზოგიერთი წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ფლობს, მცირე რაოდენობა კი მენტორი მასწავლებელი გახდა. იცვლება თუ არა სკოლებში სწავლის ხარისხი მასწავლებლის სტატუსის ზრდის პარალელურად? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №15 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე საუბრობს. ქალბატონო ნინო, როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის სტატუსის ზრდა აისახა სწავლა-სწავლების ხარისხზე თუ …
Continue reading “მასწავლებელი ორ სკოლაში არ უნდა მუშაობდეს – ინტერვიუ სკოლის დირექტორთან”
აჭარაში 31 სკოლა დისტაციურად სწავლობს კოვიდის გამო
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 თებერვლის მდგომარეობით, აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 31 სკოლაა გადასული. კორონავირუსის გავრცელების გამო ბათუმში 15 სკოლა სწავლობს დისტანციურად, ხელვაჩაურში – 2, ქობულეთში – 4, ქედაში – 5, შუახევში – 1 და ხულოში 4 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით მასწავლებელთა 5,8 და მოსწავლეების 2,1 პროცენტია ინფიცირებული. მასწავლებლებისა …
Continue reading “აჭარაში 31 სკოლა დისტაციურად სწავლობს კოვიდის გამო”
ბათუმში 27 საჯარო სკოლიდან 19 დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის გამო
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 35 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კორონავირუსის გავრცელების გამო, დღეს 4 თებერვალს სრულად დისტანციურად სწავლობს ბათუმის 19 სკოლა, ქობულეთში – 4 საჯარო სკოლა. ასევე, ხელვაჩაურში 4 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ქედაში – 5, შუახევში – 1 და ხულოში 2 სკოლა. სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სულ 27 საჯარო და 17 კერძო სკოლაა. …
Continue reading “ბათუმში 27 საჯარო სკოლიდან 19 დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის გამო”
აჭარაში 32 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის გამო
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 32 სკოლა. ბათუმში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 18 სკოლა, ქედაში – 5, ხელვაჩაურსა და ქობულეთში – 4-4 სკოლა, ხულოში კი – ერთი. დღევანდელი, 2 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 26 320 შემთხვევა.
14 სკოლა დაიხურა აჭარაში კოვიდის გავრცელების გამო
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო აჭარაში 14 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ბათუმში 7 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ქობულეთში – 1, ხელვაჩაურში – 2 და ქედაში – 4 სკოლა. ქვეყნის მასშტაბით კი 201 სკოლაა გადასული სრულად დისტანციურზე, ასევე 304 ცალკეული კლასი. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 125 მასწავლებელი დისტანციურად მუშაობს. კოვიდი დაუდასტურდა მასწავლებელთა 2.7 …
Continue reading “14 სკოლა დაიხურა აჭარაში კოვიდის გავრცელების გამო”
დახურულია 1 სკოლა, ონლაინ სწავლობს 42 კლასი – კოვიდი სკოლებში
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია ერთი სკოლა, დისტანციურად კი 42 კლასი სწავლობს. სრულად დახურულია ერთი კერძო სკოლა. დახურული კლასები: ბათუმში -37 ქობულეთში – 2 ხელვაჩაურში – 3 28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
მოსწავლეებს კვლავ შეუძლიათ სწავლის ფორმატი აირჩიონ
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8 -ს და მოსწავლეების 0,1 %-ს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი ქვეყნის მასშტაბით. „სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა“. ოფიციალური ინფორმაციით, დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა …
Continue reading “მოსწავლეებს კვლავ შეუძლიათ სწავლის ფორმატი აირჩიონ”
სკოლებს შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზონ – გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები. „სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ სასკოლო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, ჩვენი შეფასებით, მათ აქვთ მზაობაც, რადგან პანდემიური ტალღის არაერთი ეტაპი გაიარეს, იციან როგორ მოიქცნენ ინფიცირების გამოვლინების შემთხვევაში. სკოლების უმრავლესობას კი ძალიან მარტივად შეუძლია გამოიყენოს მოქნილი მექანიზმი და შესთავაზონ მშობლებს და ბავშვებს …
Continue reading “სკოლებს შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზონ – გაბუნია”
ბათუმში კოვიდის გამო 2 კერძო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
24 დეკემბერის მდგომარეობით აჭარაში კორონავირუსის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ორი კერძო სკოლა ბათუმში და 111 კლასი სხვადასხვა საჯარო სკოლაში. ბათუმში დისტანციურად სწავლობს 80 კლასი ქობულეთში 19 კლასი ხელვაჩაურში 12 კლასი მიმდინარე კვირაში კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 2,9 და მოსწავლეების 2,1 პროცენტს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. „ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა …
Continue reading “ბათუმში კოვიდის გამო 2 კერძო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა”
აჭარაში დისტანციურად 112 კლასი სწავლობს კოვიდის გავრცელების გამო
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 10 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურად სწავლობს 112 კლასი. ბათუმში – 76 კლასი ქობულეთში – 25 კლასი ხელვაჩაურში – 9 კლასი ქედაში – ერთი კლასი შუახევში – ერთი კლასი 10 დეკემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით კოვიდით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ბოლო 7 დღეში კოვიდი მასწავლებლების 0.8 და მოსწავლეების 0.3 % დაუდასტურდა
კორონავირუსის გამო აჭარაში სრულად დისტანციურზე სწავლობს ერთი სკოლა ხულოში და 105 კლასი რეგიონის სხდასხვა სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სრულად დისტანციურზე იმყოფება კლასები: ბათუმი – 68 ქობულეთი -26 ხელვაჩაური – 9 შუახევი – 1 ხულო – 1 ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა სწავლობს დისტანციურად და ცალკეული სკოლების 369 კლასი. ასევე, რისკის ჯგუფის 115 …
Continue reading “ბოლო 7 დღეში კოვიდი მასწავლებლების 0.8 და მოსწავლეების 0.3 % დაუდასტურდა”
საქართველოში 222 კერძო სკოლაა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021-2022 სასწავლო წელს საქართველოში სულ 2 308 სკოლაა აღრიცხული, მათ შორის, 2 086 საჯარო სკოლაა, ხოლო 222 – კერძო. საქსტატის კვლევის თანახმად, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (საერთო რაოდენობის 17.2%) იმერეთშია. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, აჭარაში …
კოვიდის გამო აჭარაში 3 სკოლა და 93 კლასი დისტანციურად სწავლობს
26 ნოემბრის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე 3 სკოლა იმყოფება. ონლაინსწავლებაზე გადავიდა 93 კლასი ცალკეულ სკოლებში. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურზეა გადასული 2 სკოლა ხელვაჩაურში და 1 სკოლა ხულოში. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებაზე გადასულ კლასებს, სტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება: ბათუმი- 79 ქობულეთი-7 ხელვაჩაური- 4 ხულო-2 ქედა -1 სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კორონავირუსი …
Continue reading “კოვიდის გამო აჭარაში 3 სკოლა და 93 კლასი დისტანციურად სწავლობს”
კოვიდის გამო აჭარაში 6 სკოლა და 100 კლასი ონლანსწავლებაზეა
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 6 სკოლა. ბათუმში – 1 სკოლა ქობულეთში – 2 სკოლა ხელვაჩაურში -2 სკოლა ხულოში – 1 სკოლა აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დახურული ერთი სკოლა საკლასო ოთახებში მუშაობას 22 ნოემბერს განაახლებს. გარდა სკოლებისა, კორონავირუსის გამოვლენის გამო მიმდინარე კვირაში პირდაპირიდან ონლაინსწავლებაზე გადავიდა 100 კლასი. …
Continue reading “კოვიდის გამო აჭარაში 6 სკოლა და 100 კლასი ონლანსწავლებაზეა”
აჭარაში 5 სკოლა კოვიდის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მიმდინარე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 5 საჯარო სკოლა და 116 კლასი. ბათუმში – 1 ქობულეთში – 2 ხულოში – 2 აჭარის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა ასევე ცალკეული სკოლის 116 კლასი. ბათუმში – 99 ქობულეთში – 12 ხელვაჩაურში – 2 შუახევში – 1 ქედაში – 2 ამავე …
Continue reading “აჭარაში 5 სკოლა კოვიდის გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზეა”
აჭარაში 93 კლასი ონლაინსწავლებაზეა
ბოლო ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო 93 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ონალაინსწავლობდა 5 სკოლა, თუმცა, როგორც აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, 5 ნოემბრის მდგომარეობით აჭარაში ყველა სკოლაში პირდაპირ, საკლასო ოთახებში სწავლობენ. მხოლოდ ცალკეული კლასებია ონლაინსწავლებაზე. ბოლო კვირის მონაცემებით, აჭარის სკოლებში ვირუსი დაუდასტურდა მოსწავლეების 0.67 პროცენტს და სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,1 პროცენტს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის …
საქართველოში 218 სკოლა და 415 კლასი ონლაინ სწავლობს
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ქვეყნის მასშტაბით 218 სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. ონლაინსწავლობს 415 ცალკეული კლასიც. მიმდინარე კვირაში კორონავირუსი სკოლის მასწავლებლების 0.9 და მოსწავლეების 0.3 პროცენტს დაუდასტურდა. ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მხოლოდ 69.6 პროცენტია აცრილი. ამავე წყაროს ცნობით, სექტემბრიდან დღემდე დისტანციურად ატარებს გაკვეთილებს 142 მასწავლებელი. ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი ბოლო …
Continue reading “საქართველოში 218 სკოლა და 415 კლასი ონლაინ სწავლობს”
აჭარაში 3 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის შემთხვევების გამო
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სამი სკოლა – ორი ბათუმში, ერთი – ხულოში და 68 ცალკეული კლასი სხვადასხვა სკოლაში. ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 0,84 და მოსწავლეების 0,52 პროცენტს. „2021 წლის სექტემბრიდან ანუ სწავლის განახლებიდან დღემდე სკოლებში 333 მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი და 78 …
Continue reading “აჭარაში 3 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის შემთხვევების გამო”
ბათუმსა და ხელვაჩაურში 5 სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებაზეა – კოვიდი
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დისტანციურ სწავლებაზე 5 სკოლა რჩება. სამინისტროს განცხადებით, ხელვაჩაურის სკოლა, რომელიც კოვიდის გამოვლენის გამო დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული, უკვე დაუბრუნდა საკლასო ოთახებში სწავლებას. 5 სკოლის გარდა დისტანციურად სწავლობს 109 კლასი. „ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 0,68 და მოსწავლეების 0,45 პროცენტს. რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია …
Continue reading “ბათუმსა და ხელვაჩაურში 5 სკოლა ისევ დისტანციურ სწავლებაზეა – კოვიდი”
აჭარაში 5 სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა – კოვიდი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 ოქტომბერს კორონავირუსის გამოვლენის გამო 5 სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ასევე ონლაინსწავლებაზეა 123 კლასი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში დაიხურა 2 სკოლა, ხოლო ხელვაჩაურში – სამი. დაიხურა საბავშვო ბაღებიც. სულ დახურულია 5 საბავშვო ბაღი და 23 ჯგუფი. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს აჭარაში კოვიდის 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი.
აჭარაში კიდევ 4 სკოლა და 118 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 4 სკოლა და 118 ცალკეული კლასი. კონკრეტულად რომელ სკოლებში გამოვლინდა კორონავირუსი, ჯანდაცვის სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ასევე დახურულია 5 საბავშვო ბაღი და 23 ჯგუფი. დღევანდელი მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ონლაინსწავლებაზე 687 კლასი გადავიდა – კორონავირუსი
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით პირდაპირიდან ონლაისწავლებაზე 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი გადავიდა. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსზე მასწავლებლების ტესტირება ისევ გრძელდება. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9 და მოსწავლეების 0,6 პროცენტს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მხოლოდ 69 პროცენტი. ________________ ამავე თემაზე: აჭარაში …
Continue reading “ქვეყნის მასშტაბით ონლაინსწავლებაზე 687 კლასი გადავიდა – კორონავირუსი”
აჭარაში კოვიდის გამო დაიხურა 4 სკოლა, ონლაინზე გადავიდა 102 კლასი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო ოთხი სკოლა დაიხურა. ხელვაჩაურში დაიხურა 3 სკოლა, ქობულეთში – ერთი სკოლა. ონლაინსწავლებაზე გადავიდა 102 კლასი: ბათუმში – 78 ქობულეთში -18 ხელვაჩაურში – 3 ქედაში – 2 შუახევში – 1 კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში ოთხი საბავშვო ბაღიც დახურეს. ბათუმში -1 ქობულეთში – 1 …
Continue reading “აჭარაში კოვიდის გამო დაიხურა 4 სკოლა, ონლაინზე გადავიდა 102 კლასი”
აჭარაში 75 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა, დაიხურა 4 ბაღი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარის სკოლებში 75 კლასი გადავიდა ონლაინსწავლებაზე, დახურულია ერთი სკოლა. ბათუმში ონლაინში სწავლობს 55 კლასი ქობულეთში – 16 კლასი ხელვაჩაურში – 1 კლასი ქედაში – 2 კლასი შუახევში – 1 კლასი. საბავშვო ბაღები დღევანდელი მდგომარეობით, აჭარაში დაიხურა 4 საბავშვო ბაღი. თითო ბაღი დაიხურა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და ხულოში. …
Continue reading “აჭარაში 75 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა, დაიხურა 4 ბაღი”
გაბუნია 4775 ახალ შემთხვევაზე: დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა
კოვიდით ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი – 4775 შემთხვევა ბოლო 10 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა და რომ გარკვეული მოკვლევა სჭირდება. მინისტრის მოადგილემ აქვე აღნიშნა, რომ მეხუთე ტალღაზე საუბარი ადრეა, რადგან ჯერ კვლავ მეოთხე ტალღიდან არ ვართ გამოსული. „ახლა ჩვენთვის მთავარია აქტიური …
Continue reading “გაბუნია 4775 ახალ შემთხვევაზე: დღევანდელი მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა”
აჭარაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა – კორონავირუსი
კოვიდის შემთხვევების მატების გამო აჭარაში სხვადასხვა სკოლაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ბათუმში დაიხურა 28 კლასი ქობულეთში – 15 კლასი ქედაში – 2 კლასი შუახევში – ერთი კლასი დახურულია ერთი სკოლა ხელვაჩაურში. საბავშვო ბაღები აჭარაში დახურულია ორი საბავშვო ბაღი, ერთი ბათუმში, ერთი კი – ხულოში. ბათუმის საბავშვო ბაღებში ასევე დახურულია 7 ჯგუფი, ქობულეთში – 5 ჯგუფი …
Continue reading “აჭარაში 46 კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა – კორონავირუსი”