კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ თაღლითობის ბრალდებით დააკავა 1996 წელს დაბადებულ გ.ლ.
შსს-ს ცნობით, გ.ლ.-მ 2020 წლის დეკემბერში კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ნ.ღ.-ს მისწერა, თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი.
ნ.ღ-მ ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც იმავე დღეს, სწრაფი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში, გ.ლ-ს სახელზე გამოგზავნა თანხა 300 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხა გ.ლ.-მ გაანაღდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალიდან.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.