[checklist]

  • შეხვედრის ბოლოს  ბენდი „ერთად“ შეასრულებს  ეთნო-კულტურულ კომპოზიციებს
  • მაყურებელს ექნება  შესაძლებლობა, სპეციალურ ეკრანზე  თვალი ადევნოს  ვიდეოგრაფიკას, რომელიც ასახავს მუსიკალური კომპოზიციის მულტიკულტურულ შინაარსს

[/checklist]

აქტივობა ხორციელდება პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით.

ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, შეხვედრის მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მასშტაბით, რათა აჩვენონ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის.